კვირა, სექტემბერი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუ,,ჯანინის სახელოსნო” პანდემიის დროს შევქმენი... ჩემს საქმეში გულსა და სულს ვდებ -...

,,ჯანინის სახელოსნო” პანდემიის დროს შევქმენი… ჩემს საქმეში გულსა და სულს ვდებ – ექსკლუზიური ინტერვიუ ,,ჯანინთან”

ქართველი ვლოგერი ნინი ჯანიძე, გამომწერებისთვის ცნობილი, როგორც ,,ჯანინი”  გვთავაზობს სხვადასხვა დეკორაციის შექმნას საკუთარი ხელით, ძველი ავეჯის განახლებას, ინტერიერის შეცვლას მარტივად… გვასწავლის, თუ სად შევიძინოთ მასალები ბიუჯეტურ ფასად. Sheniinterieri.ge-თან ინტერვიუში ნინი გვიზიარებს თავის ვლოგის ,,ჯანინის სახელოსნოს” ისტორიას, მთავარ მიზნებსა და სამომავლო გეგმებს:

– გვიამბეთ, როგორ შეიქმნა ,,ჯანინის სახელოსნო” და რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

– ვლოგი ,,ჯანინის სახელოსნო” პანდემიის დროს შეიქმნა და მაყურებელს ვუზიარებ ინფორმაციას, თუ როგორ გავაკეთოთ ყველაფერი საკუთარი ხელითა და დაბალი ბიუჯეტით. მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, როგორ შეიძლება შევქმნათ იაფად რაღაცები ისე, რომ ამაში არ დავხარჯოთ დიდი თანხა. პანდემიის დროს, მითუმეტეს, როდესაც მაღაზიებიც არ მუშაობდა და ყველაფერი დაკეტილი იყო, განსაკუთრებით, აქტუალური იყო ეს თემა.

,,ჯანინის სახელოსნო” პანდემიის დროს შევქმენი... ჩემს საქმეში გულსა და სულს ვდებ - ექსკლუზიური ინტერვიუ ,,ჯანინთან”

პირველი ვიდეომასტერკლასი, რაც შევთავაზე მაყურებელს, ეს იყო დაბადების დღის გაფორმების ბუშტების გირლანდა, იგივე ბუშტების დეკორაცია და იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, მივხვდი, რომ სწორედ ყველაზე სწორ დროს გადავწყვიტე ამ ყველაფრის გაკეთება. რადგან რეალურად შეუძლებელი იყო, სადღაც რამე გაგეკეთებინა. ვცდილობდი, სადაც კი რაიმე მაღაზია ღია დამხვდებოდა, თითო რაღაც მეყიდა და ეს დეკორაციები ამეწყო.

– რა სირთულეს გადააწყდით ვლოგის შექმნისას?

– თავიდან თითქოს მქონდა მაინც გარკვეული შიში ვლოგის გაკეთების, რადგან არ ვიცოდი როგორ მიიღებდა მაყურებელი. კი შეიძლებოდა ერთეულებს მოსწონებოდათ, მაგრამ როდესაც უკვე ფართო საზოგადოების წინაშე უნდა წარსდგე და ბევრი ადამიანის აზრი მოისმინო. აქ მეშინოდა, რომ არ ყოფილიყო მაინც კრიტიკა, თან ჩვენმა საზოგადოებამ ჯანსაღი კრიტიკა არ იცის. ვფიქრობდი, ვიღაცას რაღაც ცუდად არ დაეწერა, რადგან იმდენად ემოციური ვარ და იმდენად გულთან ახლოს მიმაქვს ხოლმე თითოეული კარგი თუ ცუდი სიტყვა,  მაინც მეშინოდა. თუმცა აბსოლუტურად პირიქით მოხდა რეალურად.

 შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს გარშემო ის ადამიანები, ვინც შეიკრიბნენ და უკვე 200 000-ზე მეტი ვართ, არიან საოცრად თბილები. თუნდაც ის, რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ძალიან დიდი სიყვარულით, რომელშიც მთელ გულსა და სულს ვდებ, ვფიქრობ, ამას გრძნობს მაყურებელი და მათგანაც იგივენაირი უკუკავშირი მაქვს, ძალიან თბილი და პოზიტიური.

– როგორია თქვენი ცხოვრება ,,ჯანინის სახელოსნოს” მიღმა?

– ,,ჯანინის სახელოსნოს” მიღმა ჩემი ცხოვრება არის მაინც ,,ჯანინის სახელოსნოსთან” ერთად, შეიძლება ასე ითქვას. რადგან ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობაა და ყველაზე მეტად ის მიხარია, საქმიანობა, რომელიც იყო ჩემი ჰობი, დღეს უკვე იქცა ჩემს მთავარ საქმიანობად, ჩემს შემოსავლის წყაროდ. ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც აკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს, რაც მოგწონს.

ვლოგის გარდა, ,,ჯანინის სახელოსნო” არსებობს ტელევიზიაში, მაქვს ჩემი რუბრიკა. უკვე 2 წელიწადზე მეტია, რაც ასევე ტელევიზიიდანაც ვთავაზობთ მაყურებელს, თუ როგორ გავაკეთოთ სხვადასხვა დეკორაციები, ვუზიარებ ტუტორიალებს, მასტერკლასებს. გარდა ამისა, ვაჩვენებ ადგილებს, სად ვიყიდოთ მასალა შედარებით იაფად, რადგან თვითონაც შეძლონ დაბალი ბიუჯეტით რაღაცის გაკეთება. ჩემი ვლოგის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, რომ იაფად გავაკეთოთ გარკვეული დეკორაციები და სად შეიძლება ვიყიდოთ ეს მასალა, ასევე, ბიუჯეტურად.

,,ჯანინის სახელოსნო” პანდემიის დროს შევქმენი... ჩემს საქმეში გულსა და სულს ვდებ - ექსკლუზიური ინტერვიუ ,,ჯანინთან”

– ხომ არ გამოარჩევთ თქვენთვის განსაკუთრებულ ნამუშევარს თქვენი სახელოსნოდან?

– ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ერთი კონკრეტული ვიდეო-პოსტი ჩემი ვლოგიდან განსაკუთრებით მომწონს, იმიტომ, რომ ყველა ისეთი გრძნობით მაქვს გაკეთებული. ანუ იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ მთელ ემოციას ვდებ, აქედან გამომდინარე თითოეულ პოსტზე ძალიან ვფიქრობ, ვზრუნავ. ჩემი მიზანი არ არის მარტო ის, რომ დავდო რაღაც, ანუ მე მინდა, რომ ის რასაც დავდებ, იყოს აზრიანი,  საინტერესო, დააინტერესოს მაყურებელს, გამოადგეს… წავიდეს, იყიდოს და თვითონაც გააკეთოს იგივე.

– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ვლოგისთვის და რა იწვევს მაყურებლის აქტიურობას?

– ჩემთვის მთავარი არ არის, მარტო ის, რომ ვიდეო გადავიღო და დავდო. ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია უკუკავშირი მაყურებლისგან, შევხედო – რამდენად მოეწონათ. თუნდაც ვიდეოს მოწონება ჩემთვის არის აპლოდისმენტის ტოლფასი. ყოველთვის ამას ვამბობ, რომ როგორც არტისტს ვუკრავთ ტაშს ყოველი გამოსვლის შემდეგ და ამით ვაჩვენებთ, რომ მისი შესრულება მოგვეწონა, ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მაყურებლის უკუკავშირს  ვიდეოს მოწონებითა თუ დაკომენტარებით.

აქედან გამომდინარე,  ვიდეოს გადაღების შემდეგ პირველი ველოდები იმას, როგორი იქნება უკუკავშირი, მოეწონებათ, არ მოეწონებათ, რას დაწერენ, ამიტომ განსაკუთრებულად ვარჩევ ხოლმე ვიდეოს, თუ რას დავდებ. არ მინდა, ისეთი სიხშირით დავდო ვიდეოები, რომ მომაბეზრებელიც იყოს.

მირჩევნია, ყოველთვის ახალი რაღაცები მოვიფიქრო და არ იყოს ერთი სტილის. ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს იმ მაღალ სტატისტიკასაც, რომ არასდროს არ იცის მაყურებელმა თუ დღეს რა ვიდეოს შევთავაზებ და რის მასტერკლასს გავაკეთებ. ერთ დღეს ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რომ საგალანტერიო მასალას ვიყენებ, მეორე დღეს სამშენებლო მასალას და არავინ არ იცის, რა იქნება ხვალ.

ეს ინტერესი ყოველთვის იწვევს მაყურებლის აქტიურობას და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ადამიანები, ვინც ჩემს გარშემო შეიკრიბნენ, აფასებენ ამ ყველაფერს, ხედავენ, არასდროს არ იშურებენ თბილ სიტყვებს. იმდენად სასიამოვნოა ჩემთვის ეს სივრცე, რომ როდესაც ამბობენ, სოციალურ ქსელებში ბევრი ნეგატივიაო, კი რაღაც დოზით მეც ვეთანხმები, რომ ხდება ასე, მაგრამ ჩემს ვლოგს ეს ნამდვილად არ ეხება, სულ ამას ვამბობ, რომ ჩემთან არ ყოფილა მსგავსი რაიმე ნეგატივი, ალბათ თითზე ჩამოსათვლელად იყო რამდენიმე ფაქტი.

,,ჯანინის სახელოსნო” პანდემიის დროს შევქმენი... ჩემს საქმეში გულსა და სულს ვდებ - ექსკლუზიური ინტერვიუ ,,ჯანინთან”

– თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ…

– ჩემი მთავარი გეგმა ამ ეტაპზე არის, რომ რაც შეიძლება მალე მქონდეს ჩემი სახელოსნო, სადაც ჩავატარებ მასტერკლასებს, რადგან ძალიან ხშირად ითხოვს ამას მაყურებელი. კი გვაქვს ხოლმე სხვადასხვა ადგილას მსგავსი შეკრებები, მაგრამ აუცილებლად მექნება ის ჩემი სივრცე, სადაც ზუსტად ისე მივიღებ ჩემს მაყურებელს, როგორც ასე რომ ვთქვათ, ჩაფიქრებული მაქვს და როგორც მინდა რომ ეს ყველაფერი გავაკეთო და ზუსტად ვიცი, რომ მაგ ნაბიჯამდე აუცილებლად მივალ. მოკლედ, გეგმები საკმაოდ ბევრია, ყველაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ყველაფერი აუცილებლად გამოვა.

,,ჯანინი” თავის ვლოგიდან Sheniinterieri.ge-ის უზიარებს საინტერესო და მისი მაყურებლისთვის ერთ- ერთ გამორჩეულ ვიდეოს ,,როგორ შევღებოთ სამზარეულოს კარადები და და კერამიკული ფილა?”

ავტორი: ანი დავიდიანი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
საბერძნეთის ამ საოცარ რეგიონში ადგილობრივები ისვენებენ: ცისფერი წყალი, ლამაზი სოფლები და გემრიელი საკვები

საბერძნეთის ამ საოცარ რეგიონში ადგილობრივები ისვენებენ: ცისფერი წყალი, ლამაზი სოფლები და გემრიელი საკვები

6 September, 2024
მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმის, ლუვრის 10 საიდუმლო

მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმის, ლუვრის 10 საიდუმლო

31 August, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა

დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა

სექტემბერი 6, 2024
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს არ იწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს არ იწვევს

სექტემბერი 6, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? – ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს

რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? – ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს

სექტემბერი 5, 2024
კახეთში უკვე 20 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს

კახეთში უკვე 20 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს

სექტემბერი 5, 2024
 ლელა წურწუმიას ემოციური ისტორია შვილზე – „მე მარიკოს ჩავაბარებინე იმ ფაკულტეტზე, რომელზეც მე მინდოდა“

 ლელა წურწუმიას ემოციური ისტორია შვილზე – „მე მარიკოს ჩავაბარებინე იმ ფაკულტეტზე, რომელზეც მე მინდოდა“

7 სექტემბერი 2024
VIDEO: „ჩაეხუტეთ მამას, იზეიმეთ…“ – დედების წერილები ციხიდან შვილებს და ცხოვრება გისოსებს მიღმა

VIDEO: „ჩაეხუტეთ მამას, იზეიმეთ…“ – დედების წერილები ციხიდან შვილებს და ცხოვრება გისოსებს მიღმა

7 სექტემბერი 2024

„გოგიჩა – ეს ბიჭი არის სიყვარული…არ დამავიწყდება მისი ბოლო სიტყვები – ნათია ბანძელაძის ემოციური პასუხი შეკითხვაზე, რა არის სიყვარული

7 სექტემბერი 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვის- ბებიების რეცეპტი

ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვის- ბებიების რეცეპტი

სექტემბერი 7, 2024
პროდუქტები რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა აგვისტოში

პროდუქტები რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა აგვისტოში

სექტემბერი 6, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
ნიკოლ კიდმანი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე Schiaparelli-ს კაბით ბრწყინავდა

ნიკოლ კიდმანი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე Schiaparelli-ს კაბით ბრწყინავდა

სექტემბერი 7, 2024
უცნობი ამბები კასია სმუტნიაკზე

უცნობი ამბები კასია სმუტნიაკზე

სექტემბერი 6, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
მარილის საბადო –  რუმინეთის ისტორიული სამთო მუზეუმის საიდუმლო და უნიკალური ატმოსფერო

მარილის საბადო – რუმინეთის ისტორიული სამთო მუზეუმის საიდუმლო და უნიკალური ატმოსფერო

7 სექტემბერი 2024
რა უნდა ვნახოთ ბრაზილიაში — 5 მთავარი ღირსშესანიშნაობა

რა უნდა ვნახოთ ბრაზილიაში — 5 მთავარი ღირსშესანიშნაობა

6 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
როგორია ჰაერი თბილისში – უბნების მიხედვით

როგორია ჰაერი თბილისში – უბნების მიხედვით

სექტემბერი 6, 2024
თბილისი – საუკეთესო ხედები და ადგილები

თბილისი – საუკეთესო ხედები და ადგილები

სექტემბერი 5, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები