ექსკლუზიური ინტერვიუ ლიზა ბაგრატიონთან ✨️

2 წუთიანი წაკითხვა

Sheniinterieri.ge მხატვარ ვანო აბულაძის გამოფენაზე, რომელიც 14 მარტს „პულმანში“ გაიმართა, მომღერალ ლიზა ბაგრატიონს ესაუბრა…

– ქალბატონო ლიზა, როგორ მოგწონთ ვანო აბულაძის ეს გამოფენა და რას გვეტყვით თავად მხატვარზე?…

– ბატონი ვანო ჩემთვის უკვე ათწლეულებია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემოქმედი, მხატვარი და ადამიანია, რომელიც ალამაზებს პირადად ჩემი და ყველა მისი თაყვანისმცემლის ცხოვრებას. დღევანდელ გამოფენას რაც შეეხება, ეს სულ სხვა თემატიკაა. ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ვიმყოფებით. ამის ასე ლამაზად, ასეთი ფიქრით, ამ მასშტაბით წარმოდგენა ჩემთვის, რა თქმა უნდა, არ იყო სიურპრიზი იმ მხრივ, რომ ზუსტად ვიცი, მის პოტენციალს, ნიჭიერებას, გონიერებას არ აქვს საზღვარი. თუმცა დღევანდელი ნამუშევრებით მაინც შეძრული ვარ იმიტომ, რომ ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა და სილამაზე, ხელოვნება ასევე ემსახურება იმას, რომ ჩვენ დაგვაფიქროს, უკეთესი გაგვხადოს და მიგვანიშნოს იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს.

დღეს ბატონმა ვანომ ეს ზედმიწევნით კარგად  შეასრულა. ერთი მხრივ, გამოგიტყდებით, რომ წავალ დამძიმებული ამ გამოფენიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ იმედს მაძლევს იმისა, რომ ხვალ უფრო მშვიდობიანი, გამთლიანებული საქართველო და ბედნიერი მომავალი გველის. იმიტომ, რომ, როდესაც ასეთი მოაზროვნე შემოქმედები არიან ამ ქვეყანაში, იმ ქვეყანამ კარგად უნდა იცხოვროს…

ბატონ ვანოს პირადად ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და მაქვს დიდი ბედნიერება მასთან ურთიერთობისა…

ექსკლუზიური ინტერვიუ ლიზა ბაგრატიონთან ✨️ | შენი ინტერიერი

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). ექსკლუზიური ინტერვიუ ლიზა ბაგრატიონთან ✨️. 15 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/liza-bagrationi/

author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *