როგორ უნდა მოაწყოთ სავარჯიშო სივრცე სახლში

2 წუთიანი წაკითხვა

ყოველ დილას ვარჯიშით იწყებთ? გიფიქრიათ, რომ სავარჯიშო დარბაზში წასვლის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, თუ სახლში სპეციალურად ვარჯიშისთვის განკუთვნილ სივრცეში ივარჯიშებდით? ეს სავსებით შესაძლებელია, თან სახლში ვარჯიშს უფრო მეტი უპირატესობაც კი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, სავარჯიშო დარბაზისგან განსხვავებით სახლში ნებისმიერ დროს ივარჯიშებთ და საყვარელ მუსიკასაც სასურველ ხმაზე მოუსმენთ. იმისთვის, რომ ვარჯიშის პროცესი უფრო სასიამოვნოდ წარიმართოს, სავარჯიშო სივრცის დიზაინი ფუნქციურთან ერთად ესთეტიკურიც უნდა იყოს.

 

როგორ უნდა მოაწყოთ სავარჯიშო სივრცე სახლში

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

დაიწყეთ სივრცის დაგეგმარებით

 

როდესაც სახლში სავარჯიშო კუთხის მოწყობას გადაწყვეტთ, სივრცის თითოეული სანტიმეტრი მხედველობაში მიიღეთ, დიზაინი კი თქვენს საჭიროებებს მოარგეთ. სწორედ, თქვენი გამოცდილების გათვალისწინება საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ სწორად დაგეგმარებული ფიტნესკუთხე შექმნათ.

 

გაითვალისწინეთ აღჭურვილობა

 

როგორ უნდა მოაწყოთ სავარჯიშო სივრცე სახლში — ფოტო 2

 

წარმატებული დიზაინის ერთ-ერთი მთავარი გასაღები თითოეული დეტალის გათვალისწინებაა. იგივე ითქმის ფიტნესკუთხეზეც, სადაც საჭირო ავეჯი და აღჭურვილობა გჭირდებათ. დაფიქრდით, ყველაზე მეტად რა გინდათ. მაგალითად, თუ გსურთ, რომ კარდიო ვარჯიშები აკეთოთ, აუცილებლად დაგჭირდებათ სირბილის ტრენაჟორი, თუ გინდათ სიძლიერეში გაივარჯიშოთ, გირები თქვენი სავარჯიშო კუთხისთვის შეუცვლელი ნივთი აღმოჩნდება.

 

შეარჩიეთ იატაკი

 

იატაკის სწორი საფარის შერჩევა მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ შემთხვევაში, საფარი დამცავ ფუნქციას ასრულებს, რომელიც იატაკს მძიმე ნივთებისგან დაცემის შემთხვევაში იცავს. ასევე სწორი საფარის შერჩევისას, მცირდება ხმა. გამოიყენეთ იატაკისთვის განკუთვნილი ქაფი ან რეზინი, რომელიც ძალიან მცირედ ამაღლებს საფარს, გამოიყურება პროფესიულად და უძლებს ნებისმიერ დატვირთვას.

 

აარჩიეთ ფერები

 

სავარჯიშო კუთხისთვის შერჩეული ფერები თქვენს მოტივაციას ამაღლებს და ვარჯიშის ხასიათზე გაყენებთ. მაგალითად, მწვანე ბუნებისა და გარეთ ყოფნის შეგრძნებებს მოგიტანთ, იასამნისფერი კი ის ფერია, რომელიც დაგეხმარებათ ფიზიკურ გამოწვევებს გაუმკლავდეთ, ფოკუსირებისთვის იდეალური ვარიანტია ნეიტრალური ფერები, ისეთი, როგორებიცაა: თეთრი ან ნაცრისფერი. ასევე, თუ გსურთ, რომ იყოთ ენერგიული, გამოიყენეთ სტაფილოსფერი ან წითელი.

 

სარკეები

 

სავარჯიშო კუთხის განუყოფელი აქსესუარი სარკეა, რომელიც დიდი სივრცისა და სინათლის ილუზიას შექმნის. გარდა ესთეტიკური მახასიათებლებისა, სარკეებს პრაქტიკული მიზეზიც აქვთ, თუ რატომ უნდა გქონდეთ სავარჯიშო სივრცეში.

READ  დასაკეცი lounge სკამი – teak-ის ჩარჩოთი და წყალგამძლე დიზაინით ჰოლანდიიდან

 

განათება

 

როგორ უნდა მოაწყოთ სავარჯიშო სივრცე სახლში — ფოტო 3

 

ბუნებრივი სინათლე გეხმარებათ უფრო მეტად ენერგიულად ივარჯიშოთ და არც დილით ადგომა გაგიჭირდეთ. თუ თქვენი ფიტნესკუთხე ბუნებრივ განათებას მოკლებულია, დაიხმარეთ თეთრი LED განათება. მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად თბილი, ყვითელი სანათები დააყენეთ. ამ თბილ გარემოში იოგითა ან პილატესით შეგიძლიათ დაკავდეთ.

წყარო

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). როგორ უნდა მოაწყოთ სავარჯიშო სივრცე სახლში. 15 ივნისი, 2024. https://sheniinterieri.ge/rogor-unda-moatsyot-savarjisho-sivrtse-sakhlshi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ უნდა მოაწყოთ სავარჯიშო სივრცე სახლში [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-unda-moatsyot-savarjisho-sivrtse-sakhlshi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network