7 დიზაინი თანამედროვე სასადილო ოთახის მოსაწყობად

4 წუთიანი წაკითხვა

სასადილო ოთახი ხშირ შემთხვევაში ტრადიციულ და ოფიციალურ სივრცესთან ასოცირდება, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებული ან ღირსშესანიშნავი დღეებისთვის არის. თუმცა, არ არის აუცილებელი სასადილო ოთახს ოფიციალური აურა ჰქონდეს, იმისათვის, რომ სოლიდურ და ფორმალურ ვიზუალს მივაღწიოთ. თანამედროვე სასადილო ოთახები ისეთივე ელეგანტური და მიმზიდველია, როგორც ტრადიციული, მაგრამ მეტად ხელშესახები და მყუდრო. არ აქვს მნიშვნელობა შუა საუკუნეებისა და თანამედროვე დიზაინის ნარევი ინტერიერი მოგწონთ თუ მკაცრად მოდერნისტული, სასადილო ოთახის მოდიფიცირება თქვენს სახლს განახლებულ იერს შესძენს.

 

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

7 დიზაინი თანამედროვე სასადილო ოთახის მოსაწყობად

 

 

 

განათავსეთ თანამედროვე ნახატი 

სასადილო ოთახის კედელზე თანამედროვე ნახატის ჩამოკიდებით, თქვენი სივრცე მეტად ცოცხალი და ენერგიული გახდება. თანამედროვე ავეჯი ხშირად სწორი და მკვეთრი ხაზების სტილშია წარმოდგენილი, რაც ხშირ შემთხვევაში ოთახს ცივ ვიზუალს სძენს, თუმცა ნათელი ფერების მქონე ნახატს თბილი და მყუდრო ეფექტის შექმნა შეუძლია. ნუ შეგეშინდებათ სარისკო ფერების მქონე ნახატის შერჩევა, რადგან არ არის აუცილებელი იგი თქვენს ავეჯთან ან დეკორთან იყოს შეხამებული, პირიქით ნახატი ინტერიერის დიზაინის ცალკეული წარმომადგენელია, რომელსაც statement piece-ს უწოდებენ.

 

 

 

7 დიზაინი თანამედროვე სასადილო ოთახის მოსაწყობად — ფოტო 2

 

 

 

შემოიტანეთ გრაფიკული ნიმუშები 

 

სასადილო ოთახში გრაფიკული ელემენტები შთამბეჭდავ ეფექტს ქმნიან. ჭრელი კედელი, გრაფიკული ხაზების მქონე ხალიჩა და თვალისმომჭრელი ჭაღი, თქვენს სასადილო ოთახს უნიკალურს გახდის. თანამედროვე დიზაინი, ბევრ ინტერპრეტაციას მოიცავს, სწორედ ამიტომ, დეკორის შერჩევისას, მეტი თავისუფლება გაქვთ თამამი ფერებითა და დახვეწილი გრაფიკებით შექმნათ პერსონალიზირებული სივრცე.

 

 

 

 

7 დიზაინი თანამედროვე სასადილო ოთახის მოსაწყობად — ფოტო 3

 

 

 

 

მოდური და ელეგანტური 

სასადილო ოთახი სადაც ტრენდული და ელეგანტული დიზაინია, ძირითადად ფემინურ აურას ატარებს. ამ ეფექტის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ბარხატის ან გამჭვირვალე, ე.წ. მოჩვენება სკამები, ოქროსფერი ელემენტები, გლამურული მცენარეები ან ბუმბულები და რაც მთავარია ნათელი ფერები, ავეჯსა და დეკორში. თანამედროვე დიზაინის ფერადი ნახატი, ღია ფერის ხალიჩა და განსხვავებული, მოდერნისტული ჭურჭელი ელეგანტური სტილის აქცენტებს უსვამს ხაზს.

READ  4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

 

 

 

 

7 დიზაინი თანამედროვე სასადილო ოთახის მოსაწყობად — ფოტო 4

 

 

 

თანამედროვე და ფორმალური სასადილო ოთახი 

ეს სასადილო ოთახი, გვიმტკიცებს, რომ თანამედროვე სტილით შესაძლებელი ფორმალური დიზაინის მიღება. გამორჩეული ფერის კედელი, არასტანდარტული სკამები და მოდერნისტული დეკორი, თანამედროვე და ამავდროულად ფორმალურ სივრცეს ქმნიან.

კედელზე თაროების მოწყობა, შესაძლებლობას მოგცემთ მეტი მცირე თუ საშუალო ზომის დეკორი და აქსესუარი შემოიტანოთ ინტერიერში, რომელიც დიზაინს მეტ ინდივიდუალურობას შესძენს.

 

 

 

 

7 დიზაინი თანამედროვე სასადილო ოთახის მოსაწყობად — ფოტო 5

 

 

 

თანამედროვე ნახატების კოლექცია სასადილო ოთახში 

სასადილო ოთახის კედელზე მცირე ან საშუალო ზომის ნახატებით, კედლის გალერეის შექმნა მარტივი და პოპულარული ალტერნატივაა თქვენს სივრცეში ულტრა თანამედროვეობის დასანერგად. გაითვალისწინეთ, რომ კედლის გალერეას თეთრი ან ძალიან ღია ტონის ფერის კედელი შეეფერება. არსებულ სტილს, დაუმატეთ მომრგვალებული ფორმის თანამედროვე ავეჯი, მცენარეები და თბილი, სხვადასხვა კუთხიდან გამომავალი განათება, იქნება ეს ჭაღის თუ დეკორატიული სანათების მეშვეობით. თუ ფერადი ხალიჩა თქვენს გემოვნებაში ჯდება, მაშინ თამამად გამოიყენეთ იგი ამ დიზაინში.

 

 

 

 

7 დიზაინი თანამედროვე სასადილო ოთახის მოსაწყობად — ფოტო 6

 

 

 

თამამი კედლის დეკორი 

სასადილო ოთახი საუკეთესო სივრცეა ფერადი ან თამამი პატერნის შპალერის გამოსაყენებლად. ეს დიზაინი გაძლევთ საშუალებას შეუხამოთ მას როგორც ნეიტრალური, ასევე ფერადი ავეჯი და დეკორი, რადგან ორივე შემთხვევაში ჰარმონიულ სინთეზს მიიღებთ. თანამედროვე და ეკლექტური დიზაინის სასადილო ოთახები ყოველთვის აქტუალურია, ამავდროულად მათი შეცვლა და მოდიფიცირება მარტივია სხვადასხვა ელემენტების მოკლება-დამატებით.

 

 

 

 

7 დიზაინი თანამედროვე სასადილო ოთახის მოსაწყობად — ფოტო 7

 

 

 

შუა-საუკუნებიისა და თანამედროვეს სინთეზი 

 

შუა-საუკუნებიის ინტერიერი არასდროს გადავა მოდიდან, რადგან იგი იდეალურად ერწყმის თანამედროვე დიზაინის ელემენტებს. ინარჩუნებს როგორც მისთვის დამახასიათებელ დახვეწილობასა და ავთენტურობას, ასევე თანამედროვე სტილის კომფორტსა და სიმყუდროვეს. თბილი, მიწიერი ტონის კედლები და ხის ავეჯი იდეალურად აბალანსებენ ერთმანეთს. ასეთ დროს თანამედროვე დეკორის გამოყენება თამამად შეგიძლიათ.

წყარო

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). 7 დიზაინი თანამედროვე სასადილო ოთახის მოსაწყობად. 15 ივნისი, 2024. https://sheniinterieri.ge/7-dizaini-tanamedrove-sasadilo-otakhis-mosatsyobad/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. 7 დიზაინი თანამედროვე სასადილო ოთახის მოსაწყობად [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/7-dizaini-tanamedrove-sasadilo-otakhis-mosatsyobad/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network