7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სამზარეულო ბინის გულია. აქ კერძებს ვამზადებთ, სტუმრებს ვუმასპინძლდებით და ძვირფას ადამიანებთან ფინჯანი ყავის თანხლებით ტკბილ მუსაიფში დროს ვატარებთ. დღეს გვინდა 7 სასარგებლო რჩევა შემოგთავაზოთ, რომლებიც სამზარეულოს უფრო მყუდრო და სტუმართმოყვარეს გახდის.

ხე

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად | შენი ინტერიერი

 

ბუნებრივი ფაქტურები ყველაზე მინიმალისტურ ინტერიერსაც კი სიმყუდროვეს მატებს.  სამზარეულოს გაფორმებისთვის ხის გამოყენება ნუ შეგაშინებთ. სწორად დამუშავებულ მასალას  ნესტისა და ტემპერატურული რყევების არ ეშინია, თანაც ხისგან დამზადებული ავეჯი ადვილად რესტავრირდება, ამიტომაც ის დიდხანს, არაერთი ათწლეულის მანძილზე მოგემსახურებათ.

ვინტაჟი

 

7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად | შენი ინტერიერი

 

სხვადასხვა სტილებისა და პერიოდების კომბინაცია ინტერიერს უფრო გამოხატულსა და თვითმყოფადს ხდის. ვინტაჟური სკამების წყვილი, ძველი „ბუფეტი“ და ბებიის სკივრიდან ამოღებული მაგიდის გადასაფარებელი თბილი ნოსტალგიის განცდას ბადებს.

ღია თაროები

7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად | შენი ინტერიერი

მიუხედავად პრაქტიკულობისა, არ ღირს ლამაზი ჭურჭლის დახშული ფასადების მიღმა დამალვა. სწორედ უმნიშვნელო დეტალები – საყვარელი ფინჯნები და ყავა, შვებულებიდან ჩამოტანილი ლამბაქები და სანელებლების მომცრო ქილები მასპინძლების ინდივიდუალურობას ასახავს და ინტერიერს მეტ სიმყუდროვეს ანიჭებს. ამასთან კარადებზე უარის თქმა არ არის აუცილებელი, საკმარისია რამდენიმე ღია თარო. სამზარეულოში ასევე შესაძლებელია შუშის კარებიანი „ბუფეტის“ დადგმაც, რომელიც მტვრის დაგროვებას ხელს შეუშლის.

ბარის მაგიდა

7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად | შენი ინტერიერი

ბარის მაგიდა ბრწყინვალე გამოსავალია გაერთიანებული სამზარეულოსა და სტუდიოს ტიპის ბინებისთვის. ის ფუნქციური ზონების ვიზუალურ დაყოფას უზრუნველყოფს და ამავე დროს ძალიან მოხერხებულია საკვების მიღებისა და სტუმრებთან ურთიერთობისთვის.

ხელნაკეთი დეკორი

7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად | შენი ინტერიერი

ტექნიკური პროგრესისა და სერიული წარმოების ეპოქაში, ხელნაკეთი ნივთები განსაკუთრებით ფასეულია. კერამიკული თასებისა და ვაზების არასრულყოფილი ფორმები, როტანგის ან ბამბუკის დაწნული აბაჟურები და ადგილობრივი ოსტატების მიერ შესრულებული ხის ნაკეთობების უხეში ფაქტურა განუმეორებელ საშინაო ატმოსფეროს ქმნის.

სპილენძი

7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად | შენი ინტერიერი

სპილენძის თბილ ფერსა და ელვარებას სამზარეულოში სტუმართმოყვარე გარემო და ამავდროულად ინტერიერში თავშეკავებული ფუფუნება შემოაქვს. სპილენძის აქცენტები შესაძლებელია კარადის სახელურების ან ფასადების ჩანართების სახით გაკეთდეს, ასევე დახვეწილი თაროების, სანათების დეტალებისა და სამზარეულოს შემრევების გზით.

ბუნებრივი ფერები

7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად | შენი ინტერიერი

ნატურალური ელფერები, როგორიცაა ბეჟი, ყავისფერი, ლურჯი და მწვანე, ბუნებასთან სიახლოვის განცდას ქმნის, რაც ასე გვაკლია დიდ ქალაქებში. ისინი გვახსენებს ტყეში სეირნობას ან ზაფხულის ბინდბუნდს, რომელიც ზღვის სანაპიროზე გაგვიტარებია და ინტერიერს სითბოთი და სიმშვიდით ავსებს.

წყარო
სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2021). 7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად. 15 სექტემბერი, 2021. https://sheniinterieri.ge/7-rcheva-samzareuloshi-simyudrovis-misaghtsevad/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. 7 რჩევა სამზარეულოში სიმყუდროვის მისაღწევად [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2021 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/7-rcheva-samzareuloshi-simyudrovis-misaghtsevad/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network