ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობასაქართველოში მშენებლობა ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია - მაჩვენებლები და ტენდენციები

საქართველოში მშენებლობა ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია – მაჩვენებლები და ტენდენციები

საქართველოს სამშენებლო სექტორის მაჩვენებლები და ტენდენციები:

მშენებლობა ქვეყნის ინფრასტრუქტურასთან ერთად საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების ნაგებო­ბების შენებას მოიცავს. მშენებლობის სექტორში ბუმს შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკური ბუმი გამოიწვიოს და პირიქით, როდესაც ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, მშენებლობის სექტორიც სწრაფად იზრდება. მშენებლობის სექტორზე მნიშვნელოვნად არის დამო­კიდებული საბანკო სექტორი (იპოთეკური სესხების გამო) და პირიქით, საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამშენებლო სექტორზე, როგორც კრედიტებზე მოთხოვნის ძირითად წყაროზე.
სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის ეკო­ნო­მი­კა და ზრდა.
საქართველოში მშენებლობა ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. 2022 წელს მშენებლობის სექტორ­­ში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 5 მილი­არდ ლარს მიაღწია და საქართველოს ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) 8% შეადგინა. 2023 წლის პირველ ნახევარში მშენებლობის სექტორის წილი 7.2%-ია. შედარებისთვის, 2022 წლის პირველ ნახევარში 6.9% იყო, რაც ნიშნავს, რომ არ არის გამო­რიცხული, 2023 წლის ბოლომდე მშენებლობის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბოლო 10 წელიწადში მშპ-ში მშენებლობის საშუა­ლო წილი 8%-ია.

მშენებლობაში შექმნილი დამატებული ღირებულება და მისი წილი მშპ-ში

მონაცემთა წყარო: საქსტატი

2013-2017 წლებში საქართველოს ეკო­ნომიკა საშუალოდ წლიურად 3.8%-ით იზრდებოდა, როცა ამავე პერიოდში მშე­ნებლობის სექტორის საშუალო წლიური ზრდა 3-ჯერ მეტი, 12.8% იყო. 2018 წელს სამშენებლო სექტორში 7.2% კლება და­ფიქსირდა, ხოლო 2019-ში უმნიშვნელო ზრდა იყო – 0.7%. ეს 2-წლიანი ჩავარდნა გამკაცრებულმა სამშენებლო და საბანკო რეგულაციებმა გამოიწვია. 2020 წელს მშენებლობის სექტორში 8%-იანი, ხოლო 2021 წელს 24%-იანი ვარდნა იყო. მიუხე­დავად იმისა, რომ პანდემიის წლებ­­ში მთავრობა მშენებლობის სექტორს ასუბსიდირებდა, მაინც მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა. პოსტპანდემი­ურ პერიოდში მშენებლობის სექტორში სწრაფი ზრდა დაიწყო, 2022-ში 14.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში – 19%-ით. ასეთ მაღალ ზრდას უკრაინა-რუსეთის ომმაც შეუწყო ხელი, იმიგრანტებმა საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდეს.
საქართველოს მშპ-ის და მშენებლობის სექტორის ზრდის ტემპი

მონაცემთა წყარო: საქსტატი 2014-2018 წლებში მშენებლობის სექ­­ტორი მნიშვნელოვნად ფინანსდებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით – წელიწადში მინიმუმ 140 მლნ დოლარი შემოდიოდა. 2019 წლიდან უფრო მეტად შიდა ინვესტირებასა და დაკრედიტე­ბაზე გახდა დამოკიდებული. გაიზარდა მთავრობის ინვესტიციები, რომლებიც ინ­­ფრასტრუქტურასა და სხვადასხვა კატე­გორიის საჯარო მოხელეების სახლების მშენებლობაზეა მიმართული. მაგალი­თად, 2018 წელს მთავრობამ ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე 3 მლრდ ლარი დახარჯა, 2023 წელს კი 6 მლრდ-ზე მეტს ხარჯავს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამშენებლო სექტორში, მლნ დოლარი
მონაცემთა წყარო: საქსტატი

სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თ­ვე­ბი

მშენებლობის დარგის ტენდენციებზე მნიშვნელოვნად მიანიშნებს გაცემული სამშენებლო ნებართვები. 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, იანვარ-ივნისის ჩათვლით საქართველოში 74 მლნ კვ მეტრის სამშენებლო ფართობზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. წლიურად, სა­შუალოდ 7 მლნ კვ/მეტრზე გაიცემოდა. ყველაზე მეტ ფართობზე – 8.4 მლნ კვ/მეტ­­რზე 2013 წელს გაიცა ნებართვა. მომავალ წლებში გამოკვეთილი ზრდის ან კლების ტენდენცია არ ყოფილა. მნიშვნელოვნად შემცირდა მხოლოდ 2020 წელს, პანდე­მიის გამო. 2023 წლის პირველ ნახევარში გაცემული სამშენებლო ნებართვების ჯა­მური სამშენებლო ფართობი 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25%-ით მეტია.

2013-2023 წლებში გაცემული ნებართ­­ვების ჯამური სამშენებლო ფართობის 57% თბილისზე მოდის, ხოლო 23% – აჭა­რაზე. ანუ რაც საქართველოში შენობე­ბი შენდება, მათი ჯამური ფართობის 80% თბილისსა და აჭარაშია, ხოლო 20% დანარჩენ 9 რეგიონზე ნაწილდება. 2021-2023 წლებში თბილისის წილი კიდევ უფრო გაიზარდა და წლიურად საშუალოდ 67%-ია. 2023 წლის იანვარ-ივნისში თბი­ლისის წილი 67%-ია, ხოლო აჭარის – 5%.

წლიურად გაცემული სამშენებლო ნებართვები ჯამური სამშენებლო ფართობის მიხედვით, მლნ მ²
მონაცემთა წყარო: საქსტატი

2022 წელს გაცემული ნებართვების სამშენებლო ფართობის 79%-ის და­ნიშნულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობაა. 5.3% მოდის სამრეწველო და სასაწყობო შენობებზე, 4.4% – სავაჭ­­რო ობიექტებზე და 4.2% – სასტუმროებზე. თბილისში საცხოვრებელი სახლების წი­ლი 89%-ია, აჭარაში – 82%. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში საცხოვრებელი სახლების წილი ფართობში საშუალოდ 48%-ია. ყველაზე დაბალი კახეთშია – 24%. 2022 წელს კახეთში ყველაზე მაღა­ლი წილი – 30% სასტუმროებისთვის ნება­დართულ სამშენებლო ფართობს ეკავა.
მშე­ნებ­ლო­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბი
დროთა განმავლობაში უძრავი ქონე­ბა ძვირდება. გაძვირებას ორი ფაქტორი განაპირობებს: საცხოვრებელ თუ სხვა დანიშნულების შენობებზე მოთხოვ­­ნის ზრდა და მშენებლობის ხარჯების ზრდა. საქსტატი 2021 წლიდან აქვეყნებს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს, რომლის მიხედვით, 2023 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საცხოვ­­რებელი სახლები საშუალოდ 13.1%-ით გაძვირდა. 2021 წლის მე-2 კვარტალს თუ შევადარებთ, ზრდა 18.3%-ია.

საქსტატი აქვეყნებს მშენებლობის­­თვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსსაც, რომელიც 2020-2022 წლებში 43-ით გაიზარდა, ანუ სამშენებლო მა­სალები საშუალოდ 43%-ით გაძვირდა. 2023 წლის მარტიდან ფასებმა კლება დაიწყო და წელს, აგვისტოში, 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით 5%-ით შემ­­ცირდა, თუმცა ბოლო 4 წლის პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2023 წელს სამშენებლო მასალების გაიაფება, სავარაუდოდ, ლარის კურსის გამყარებამ განაპირობა.

წყარო

#gochadze #drpkhakadze #sheniambebi #sheniinterieri

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
კოპენჰაგენის 9 საუკეთესო მაღაზია

კოპენჰაგენის 9 საუკეთესო მაღაზია

31 October, 2024
რა კავშირი აქვს ორსულობას მტევნის და მაჯის დაზიანებასთან?

რა კავშირი აქვს ორსულობას მტევნის და მაჯის დაზიანებასთან?

ოქტომბერი 31, 2024
რადიო “პოზიტივის ” დღის ამბები 31 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის ” დღის ამბები 31 ოქტომბერი

31 ოქტომბერი 2024
რატომ ლპება კომში

რატომ ლპება კომში

ოქტომბერი 31, 2024
„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

31 ოქტომბერი 2024
დღეს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა

დღეს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა

ოქტომბერი 31, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
ბოლო ცნობები ესპანეთიდან – წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო ცნობები ესპანეთიდან – წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

31 ოქტომბერი 2024
რიყის პარკი – თბილისის ბუნებისა და კულტურის ცენტრი

რიყის პარკი – თბილისის ბუნებისა და კულტურის ცენტრი

ოქტომბერი 31, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები