ინდივიდუალური ხასიათის ძიება ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში

3 წუთიანი წაკითხვა

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია „SAMI_“-ის შესახებ, რომელიც თანამედროვე ქართულ დიზაინსა და არქიტექტურაში საინტერესო პროექტებს ქმნის. „SAMI_“-ის დამფუძნებლები საკუთარ კარიერულ გზასა და კომპანიის დაარსების ისტორიას Homeis.ge-ს მკითხველს უზიარებენ.

– როგორ გარემოში იზრდებოდით, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ

თამო მოსიაშვილი: გულწრფელად რომ ვთქვა, ბავშვობიდან რომელიმე კონკრეტული სფეროს მიმართ ინტერესი არ მქონია, ამიტომ პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი როლი მშობლებმა ითამაშეს. მამა არქიტექტორი იყო, დედა კი კონსტრუქტორია. ახლა ვფიქრობ, რომ პროფესიულ არჩევანში ძალიან გამიმართლა. მზად ვარ, მთელი ცხოვრება არქიტექტურა სიამოვნებით ვაკეთო. ეს პროფესია, ერთი მხრივ, ზუსტი მეცნიერებაა, მეორე მხრივ კი მუდმივი ექსპერიმენტების, განვითარების, შესაძლებლობებისა და თავგადასავლების სამყარო, სადაც ვერ მოიწყენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ციცი მანაგაძეოჯახში, სადაც სამედიცინო პროფესია მთავარ და დომინანტ საქმიანობად მიიჩნეოდა, დედაჩემმა დიდი როლი იქონია ჩემი არქიტექტურისადმი აღმოჩენილი ინტერესის გაღვივება-აღიარებაში. მან სწორედ დაინახა ის ინტერესი, რომელიც რთულია, 16 წლის ასაკში დაინახო. ეს მოხდა არა ძალდატანებით, არამედ სწორი რეკომენდაციითა და რჩევებით. დედამ დამაფიქრა პროფესიაზე, რომელიც გახდა ჩემთვის ერთი-ერთი ყველაზე სწორი არჩევანი და გადაწყვეტილება ცხოვრებაში. ამიტომ მიხარია, რომ გავიზარდე გარემოში, სადაც ლაღმა ბავშვობამ იქონია გავლენა, ამერჩია საუკეთესო პროფესია, რომელსაც ჩემი სუბიექტური ხედვით, სჭირდება მუდმივი განვითარება, სწავლა და წინსვლა, რაც შედეგად, თავისუფლების განცდას იძლევა.

ნატალია მანჯგალაძე: ჩემს შემთხვევაშიც დიდი გავლენა იქონია გარემომ, რომელშიც გავიზარდე. დედა არქიტექტორია, რამაც განსაზღვრა ჩემი პროფესიული არჩევანიც. პატარა ვიყავი, ხატვაზე რომ შემიყვანა. მახსოვს, მასთან ერთად ვაკვირდებოდი სახლებსა და ბინების დეკორს. ინტერიერის მნიშვნელობა მაშინ გააზრებული არც მქონდა, თუმცა, ერთხელ, რვა წლის ასაკში, დედას ყვავილების ლარნაკი ვაჩუქე, რამაც ძალიან გააკვირვა. შემდგომში, შეგროვებული ფულით სულ სახლის ნივთებს ვყიდულობდი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან მიტაცებდა ეს სფერო.

READ  არქიტექტურის ხალხისგან მიტოვებული შედევრები - დაუჯერებელი ისტორიები

– გვიამბეთ სად მიიღეთ განათლება?

თამო მოსიაშვილი: განათლება თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის მიმართულებით მივიღე, სადაც საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურები დავასრულე. უნივერსიტეტში სწავლისას მამას ძალიან უნდოდა დამხმარებოდა და სწავლის პროცესში აქტიურად ჩართულიყო, თუმცა ყოველთვის მერჩივნა, ესა თუ ის პროექტი ან დავალება დამოუკიდებლად შემესრულებინა, რამაც უფრო გამზარდა. პროფესიული ცოდნის განვითარებაში დიდი როლი პირველმა სამსახურმაც ითამაშა, სადაც ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძირითადი მიმართულება და ინტერესის სფერო ყოველთვის არქიტექტურა იყო, მას შემდეგ, რაც კომპანია დავაარსეთ, ინტერიერის დიზაინითაც დავინტერესდი და  აქტიურად ჩავერთე ამ პროცესში, რაშიც დიდი წვლილი ჩემს ერთ-ერთ პარტნიორს, ნატალია მანჯგალაძესაც მიუძღვის…

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ აქ…

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). ინდივიდუალური ხასიათის ძიება ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში. 15 იანვარი, 2024. https://sheniinterieri.ge/intervii/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ინდივიდუალური ხასიათის ძიება ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/intervii/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  "გაამწვანეთ ჩემი რეზიდენციის ეზო!"- გიორგი ფხაკაძის საინტერესო…

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network