გაიცანით დიზაინერი, სოფო მგალობლიშვილი

1 წუთიანი წაკითხვა

Sheniinterieri.ge გაგაცნობთ ახალგაზრდა მხატვარს, რომლის ჰობი ახალ პროფესიად იქცა – ავეჯის რესტავრირება/გაცოცხლება, ინტერიერის დიზაინი… სოფო ძველი ავეჯისგან ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის… ახალგაზრდა ხელოვანს sheniinterieri.ge ესაუბრა:

“მოგესალმებით! მე ვარ სოფო მგალობლიშვილი, დავამთავრე სამხატვრო აკადემია ფერწერის ფაკულტეტი. ავეჯის და ინტერიერის დიზაინზე არც მიფიქრია… ხუთი წლის წინ დავიწყე ხელნაკეთი ნივთების შექმნა და მალევე გამიჩნდა ავეჯის რესტავრაციის ინტერესი. პირველი ნამუშევარი “ცხრაფოთლიანი გორკა” მეტად ღირებული და ძვირფასია – ის ჩემი დიდი ბაბუის იყო…

არაფერი ვიცოდი ამ სფეროზე, მაგრამ ამის მიუხედავად, შიში არ მქონია, რომ რამე გამეფუჭებინა. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება ხელოვნებაში. კეთების პროცესში ისეთი სიახლე და საინტერესო რამ შეიძლება აღმოაჩინო, რომ ეს გახდეს შენი წინსვლის და ახალი ეტაპის დასაწყისი… რაც მთავარია, შენს თავში იპოვნო ის დამალული ნიჭი, რომელიც დაგეხმარება სხვაგვარად შეხედო უსულო საგნებს და შენს წარმოსახვაში სიცოცხლე მიანიჭო მათ. ჩემი ნამუშევრები ძალიან მიყვარს, ისინი მეტ სიმყუდროვეს და სიამოვნებას მგვრი , ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ… ამიტომ დავარქვი ჩემს გვერდს ,,მყუდრო ”…”

გაიცანით დიზაინერი, სოფო მგალობლიშვილი

გაიცანით დიზაინერი, სოფო მგალობლიშვილი — ფოტო 2

გაიცანით დიზაინერი, სოფო მგალობლიშვილი — ფოტო 3

ავეჯი 2026

Lmart, Formo — ევრ-ზე 20-40% იაფი. ვინტაჟი mymarket.ge-ზე — ახლის 30-50%-ად. IKEA (Baltic Trading) — +20-35% ტრანსპ. + მაინც ხელმ.

READ  მარტივი დეკორის იდეები სახლში საგაზაფხულო ინტერიერის შესაქმნელად

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *