პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით, რათა სიმყუდროვე და დადებითი ენერგია შევინარჩუნოთ

როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით, რათა სიმყუდროვე და დადებითი ენერგია შევინარჩუნოთ

ფენ-შუი უძველესი ჩინური სწავლებაა სამყაროს ჰარმონიის კანონების შესახებ. ეს მეცნიერება მრავალათასწლოვან ცხოვრებისეულ დაკვირვებებზეა აგებული და ითარგმნება, როგორც ქარი- წყალი ანუ ფენ-შუი.

ჩინელები ჯერ კიდევ უძველეს ხანაში მიხვდნენ, რომ მთელი სამყარო ერთი და იგივე ენერგიის სხვადასხვა ფორმაა, რომ სამყარო ერთი წერტილიდან გაფართოვდა და ისევ ერთ წერტილში მოექცევა. ახლა განვიხილავთ იმას, თუ როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის წესების დაცვით.

ფენ-შუის მიხედვით სახლის მოწყობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ბევრს აინტერესებს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სახლი იყოს მყუდრო და დადებითი ენერგიის მატარებელი. რაც მთავარია, ამ ყველაფერს მარტივად და ხალისით უნდა მიუდგეთ, სიამოვნება უნდა მიიღოთ პროცესით და ფენ-შუის დედაბითი ენერგიებიც არ დააყოვნებს.

მოაშორეთ ზედმეტი ნივთები
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ჰარმონია.  ეცადეთ, რომ სახლი ზედმეტი ნივთებისგან  გაათავისუფლოთ. მოაშორეთ ყველაფერი, რაც არ მოგწონთ და შექმენით გარემო, რომელიც თქვენთვის კომფორტულია.
ჰაერი და სინათლე

ფენ-შუის დადებითი ენერგიის მისაღებად ჰაერი და სინათლე ორი მთავარი ელემენტია.

არ აქვს მნიშვნელობა ზამთარია თუ ზაფხული, გააღეთ ფანჯრები ხშირად, შემოუშვით იმდენი ბუნებრივი  სინათლე, რამდენიც შესაძლებელია. ასევე, პოზიტიური განწყობის შექმნაში ოთახის მცენარეებიც დაგეხარებიან.
შექმენით თქვენი რუკა

შექმენით ფენ-შუის ენერგიის რუკა სახლისთვის. სხვადასხვა კუთხე თუ ოთახი თქვენთვის სხვადასხვა ენერგიასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, რომელიმე ადგილი გიქმნით მეტ სიმყუდროვეს, სიმშვიდეს; ზოგი ადგილი გავსებთ სიცოცხლის ხალისით და ენერგიით; ზოგი გეხმარებათ კონცენტრირებაში და პროდუქტიულობის გაზრდაში და ა. შ. ამ კუთხეების/ოთახების განსაზღვრა დაგეხმარებათ, რომ საჭირო დროს საჭირო ენერგია მიიღოთ თქვენი სახლისგან და თავი კომფორტულად იგრძნოთ ნებისმიერ კუთხეში, ხასიათის შესაბამისად.
ფენ-შუის 5 ელემენტი

გამოიყენეთ ფენ-შუის ელემენტები. ესენია: ხე, ცეცხლი, დედამიწა, მეტალი, წყალი. შექმენით ბალანსი და ძლიერი ენერგია მთელ სახლში. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია კეთილდღეობა, შეგიძლიათ ფენ-შუის ელემენტები – წყალი და ხე მოათავსოთ სახლის სამხრეთ ნაწილში. თუ გინდათ  გაიუმჯობესოთ  ჯანმრთელობა, მაშინ ყვავილოვანი მცენარეები ან ხის ინვენტარი უნდა მოათავსოთ სახლის აღმოსავლეთ ნაწილში.

რომელ სტიქიას მიეკუთვნებით? თუ თქვენი ზოდიაქო მიეკუთვნება ცეცხლის სტიქიას, სახლის მოწყობისას გამოიყენეთ შემდეგი ფერები: წითელი, სტაფილოსფერი, ვარდისფერი და ყვითელი. სახლის ინტერიერში შეიტანეთ ხის ელემენტებიც. სხვა სტიქიების შემთხვევაშიც ეცადეთ, შესაბამისი ფერები და მასალა გამოიყენოთ.

ფენ-შუის ე.წ. “სამება”

ყურადღება მიაქციეთ ენერგიის ხარისხს და მის გავლენას თქვენს კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით ფენ-შუის ე.წ. “სამებას” – საძინებელს, სამზარეულოსა და აბაზანას – რომელიც პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასთან. ენერგიის სამყაროში სტატიკური არაფერია. ამიტომ, ყოველთვის იფიქრეთ ამ სამი ოთახის მდგომარეობაზე, მათ მნიშვნელობაზე და სწორად მოწყობაზე. მიიღეთ და შექმენით სწორი ენერგიები, რათა გარემო, სადაც ცხოვრობთ, ჯანსაღი და ბედნიერი ენერგიით აავსოთ.

წყარო

#sheniinterieri #gochadze #drpkhakadze #sheniambebi @sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები