რამდენიმე რჩევა თეთრი ფერის ნაძვის ხის მორთვის შესახებ

3 წუთიანი წაკითხვა
თეთრი ნაძვის ხე თანამედროვე ინტერიერის ტენდენციაა, რომელიც ელეგანტურობას და გარემოსდაცვით მიდგომას აერთიანებს. გაიგეთ მისი მორთვის პროფესიონალური მიდგომები და შექმენით სახლში განსაკუთრებული ატმოსფერო.

შობა-ახალი წელი სულ მალე გვესტუმრება, ჩვენ კი მას საახალწლო გარემოთი და გაორმაგებული თბილი და მყუდრო შეგრძნებებით ვხვდებით. ყველაზე ცნობილი და ტრადიციული საახალწლო ატრიბუტი მწვანე ნაძვის ხეა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მის ზღაპრულ ალტერნატივად თეთრი ფერის ნაძვის ხე გვევლინება.

რამდენიმე რჩევა თეთრი ფერის ნაძვის ხის მორთვის შესახებ

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რა უპირატესობები აქვს თეთრ ნაძვის ხეს?

  • ის ბინის ინტერიერს უჩვეულო, ორიგინალურ და ელეგანტურ შტრიხებს მატებს.
  • თეთრი ნეიტრალურ ფერებში შედის, ის უპრეტენზიო ფერია და ინტერიერის ნებისმიერ სტილს უხდება.
  • რაც მთავარია, თეთრი ფერის ნაძვის ხე არასოდეს არაა ბუნებრივი და მისი დადგმით გარემოს დაცვაში ჩვენი წვლილიც შეგვაქვს.

 

რა ფერის დეკორაციები და სათამაშოები უხდება თეთრ ნაძვის ხეს?

რამდენიმე რჩევა თეთრი ფერის ნაძვის ხის მორთვის შესახებ — ფოტო 2

ფერთა თეორიაში თეთრი ყველა ფერის კომბინაციას წარმოადგენს. სწორედ, აქედან გამომდინარე, თეთრი ნაძვის ხის მორთვისას საკუთარი გემოვნებით უნდა იხელმძღვანელოთ და ფერების შერჩევისას თავი არ შეიზღუდოთ. ფერთა პალიტრამ თქვენი ხასიათი და სტილი უნდა გამოკვეთოს, თეთრის ნეიტრალურობა კი სწორედ ამაში დაგეხმარებათ. მეტი შთაგონებისთვის და ელეგანტური ფონის შესაქმნელად გამოიყენეთ ის ფერები, რომლებშიც შესრულებულია ბალიშები, ხალიჩები, სავარძლის ქსოვილები თუ სურათები. მაგალითად, თუ რომელიმეს ფერია ფირუზისფერი, ლაიმისფერი მწვანე თუ ფორთოხლისფერი, ნაძვის ხის დეკორირებისას ეს ფერები აუცილებლად გაითვალისწინეთ.

 

თეთრი ნაძვის ხის დეკორირება

თეთრი ნაძვის ხე ელეგანტური ვიზუალისაა და მისი დეკორირების უამრავი შესაძლებლობა არსებობს. სწორედ ორნამენტებსა და დეკორზეა დამოკიდებული, თუ ნაძვის ხეს რომელ სტილს მიანიჭებთ: ეს იქნება გლამურული, ვინტაჟური, მინიმალისტური, ტრადიციული თუ სხვა.

გლამურულ თეთრ ნაძვის ხეს პასტელური ორნამენტები ამშვენებს, გირლანდები კი სწორედ ორნამენტების ფერებშია გადაწყვეტილი. ვინტაჟური თეთრი ნაძვის ხისთვის დაგჭირდებათ ამავე სტილში შესრულებული დეკორი, განათებები და ორნამენტები. მინიმალისტური ნაძვის ხის დეკორირებისას თეთრი და შავი ფერის ორნამენტები ჭარბობს, რომლებიც ომბრე სტილს ქმნიან. შავი, თეთრისა და ოქროსფერი დეკორის ნაზავი თეთრ ნაძვის ხეზე ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.

READ  თანამედროვე დიზაინის ფარდები მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად

რამდენიმე რჩევა თეთრი ფერის ნაძვის ხის მორთვის შესახებ — ფოტო 3

კლასიკური სტილის თეთრ ნაძვის ხეს დახვეწილი ფერთა პალიტრა და მეტალის აქცენტები ქმნის. შედეგად თქვენ იღებთ განათებულ ნაძვის ხეს, რომელსაც საახალწლო სანათები საერთოდ არ სჭირდება და ოთახს მათ გარეშეც ანათებს.

 

თუ უფრო რეტრო სტილისკენ მიდიხართ, დაამატეთ ფერადი აქსესუარები და მკვეთრი ფერის ორნამენტები. გამოიყენეთ ჰაეროვანი ყვავილებისა და მეტალის ფიფქების დეკორი, რომლებიც უნიკალურ ნაძვის ხეს შექმნიან.

 

რამდენიმე რჩევა თეთრი ფერის ნაძვის ხის მორთვის შესახებ — ფოტო 4

თეთრი ნაძვის ხის ყველაზე მთავარი უპირატესობა ისაა, რომ, თუ მას მცირე ფართის ბინაში დადგამთ, ის სივრცეს განა შეისრუტავს, არამედ პირიქით – ვიზუალურად გაზრდის.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). რამდენიმე რჩევა თეთრი ფერის ნაძვის ხის მორთვის შესახებ. 15 დეკემბერი, 2024. https://sheniinterieri.ge/ramdenime-rcheva-tetri-feris-nadzvis-khis-mortvis-shesakheb/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რამდენიმე რჩევა თეთრი ფერის ნაძვის ხის მორთვის შესახებ [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ramdenime-rcheva-tetri-feris-nadzvis-khis-mortvis-shesakheb/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network