ფერისცვალების დღესასწაული – მნიშვნელობა და ტრადიციები

4 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დღესასწაული – 19 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო უფლის ბრწყინვალე ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ის 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. დღე, როცა მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება გამოცხადდა, კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს – სულიერ ფერისცვალებას.

ფერისცვალების დღესასწაული – მნიშვნელობა და ტრადიციები | შენი ინტერიერი

მაინც რას ნიშნავს ფერისცვალების დღესასწაული და რას უკავშირდება მისი წარმოშობა?

 ისტორია და მნიშვნელობა

“სახარების თანახმად მაცხოვარმა სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე წაიყვანა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას მათ ნახეს, რომ იესომ მათ წინაშე ფერი იცვალა. ფერისცვალებისას მისგან ისეთი ნათელი გადმოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. ფერისცვალების ჟამს მოციქულებმა დაინახეს, რომ უფალს მარჯვნივ და მარცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ, ზეციდან კი მამის ხმა მოისმა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვყავ; მაგისი ისმინეთ!” ამის შემდეგ მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულებს უბრძანა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ. მოციქულები განაცვიფრა ამ ხილვამ, უფლის ბრწყინვალებამ. იგივე დაემართებოდა ნებისმიერ ჩვენგანს, ამიტომ უფალმა მხოლოდ წამიერად გვიჩვენა თავისი ნამდვილი სახე – სახე, რომელსაც ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვიმალავდა. სწორედ ამ განუზომელი ნათლის გამო იყო, ჩვეულებრივი ადამიანივით რომ დადიოდა – სხვაგვარად მას ვერც კი შეხედავდნენ. ამავე დროს, იმის მაგალითსაც გვაძლევდა, რაოდენ თავმდაბალი უნდა იყოს ქრისტიანი” – (შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ მიქაელის ქადაგებიდან).

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფერისცვალების დღესასწაული – მნიშვნელობა და ტრადიციები | შენი ინტერიერი

მაინც რატომ გამოარჩია ქრისტემ ეს სამი მოწაფე? პეტრე – უფლის უსაზღვრო სიყვარულით, იოანე – ერთგულებით, იაკობი კი – იმ სიტყვების გამო, ძმასთან ერთად რომ უთხრა იესოს: ძალგვიძს, შევსვათ შენი სასმისი. იოანე დამასკელი სახარების ამ ადგილს ამგვარად ხსნის: მაცხოვარმა თან წაიყვანა პეტრე, რათა ეჩვენებინა, რომ მისი მოწმობა ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ მამის მოწმობითაც მტკიცდებოდა და დაერწმუნებინა იგი, რომ თვით ზეციურმა მამამ განუცხადა ეს მოწმობა; იაკობი – რაკი სხვა მოციქულებზე ადრე ჰქონდა სურვილი, მომკვდარიყო უფლისათვის და ბოლოს, იოანე – ქალწულებისა და ღვთისმეტყველების სიმბოლო, რათა ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისთვის და ეთქვა: “პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი”.

READ  5 მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც მუდამ მოდაშია

იესომ ფერისცვალება იმისთვის ინება, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა – ჩვენი ცხონება სულიერ ფერისცვალებასა და გაბრწყინებაში მდგომარეობს.

 ტრადიციები

ფერიცვალების დღესასწაულზე ეკლესიები ივსება მორწმუნეებით, რომლებიც დადიან ეკლესიაში აღსარებისათვის და ლოცვისათვის. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება, ხოლო ოჯახებში ასევე ხილის სუფრები იშლება. მრევლს ტაძარში მოაქვს ხილი, რომელსა კურთხევის შემდეგ ან ეკლესიაში ტოვებენ, ან ოჯახებში მიაქვთ. ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობლის გადახდის მიზნით უფალს სწირავდნენ.

ფერისცვალების დღესასწაული – მნიშვნელობა და ტრადიციები | შენი ინტერიერი

კულტურული მნიშვნელობა

ფერიცვალების დღესასწაული განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ კულტურასა და საეკლესიო ცხოვრების შუაგულში. ეს დღე ბევრ ოჯახში აღინიშნება მაღალი სიწმინდისა და მადლიერების გამოვლინებით. ტრადიციები და რიტუალები ამ დღესასწაულის შემადგენელი ნაწილი ხდის საზოგადოებრივი და რელიგიური ცხოვრების ერთობლიობას.

ფერიცვალების დღესასწაული ქრისტიანული რწმენის თვალსაზრისით მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ღვთის სინათლის ამოცნობას და ამაღლებულ სულიერ მდგომარეობას. მისი აღნიშვნა და ტრადიციები წარმოადგენენ სიწმინდის და მადლიერების გამოხატულებას, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს მორწმუნეების ცხოვრებაში.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). ფერისცვალების დღესასწაული – მნიშვნელობა და ტრადიციები. 15 აგვისტო, 2024. https://sheniinterieri.ge/feristsvalebis-dghesastsauli-mnishvneloba-da-traditsiebi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ფერისცვალების დღესასწაული – მნიშვნელობა და ტრადიციები [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/feristsvalebis-dghesastsauli-mnishvneloba-da-traditsiebi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  როგორ შევქმნათ ლამაზი ინტერიერი წიგნებით

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network