არქიტექტურის ხალხისგან მიტოვებული შედევრები – დაუჯერებელი ისტორიები

2 წუთიანი წაკითხვა

არქითექტურის შედევრები, რომლებიც დღეს მიტოვებულია

თითქმის ყველგან გხვდება სახლები, რომლებიც ერთ დროს სავსე იყო ადამიანებით, მაგრამ ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს. ასეთი შენობების დანახვისას, ალბათ, ყველას სევდა გვეუფლება. ეს მიტოვებული კედლები ხომ ერთ დროს იქ მცხოვრები ხალხის ისტორიებს ინახავს?…

ახლა ასეთ რამდენიმე მაგალითს წარმოგიდგენთ. მართლაც დაუჯერებელია, რომ დღეს ასეთი სახლები თუ სასახლეები ცარიელია.

  1. ლენოქსის ციხესიმაგრე (გლაზგო, დიდი ბრიტანეთი)

არქიტექტურის ხალხისგან მიტოვებული შედევრები - დაუჯერებელი ისტორიები

ლენოქსის სასახლე 1837-1841 წ.წ-ში შენდებოდა. ის დევიდ ჰამილტონმა ააგო ჯონ ლენოქს კინკეიდისთვის. თუმცა, სასახლე სულ სხვა ამბით არის ცნობილი, აქ 1927 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სკოლა გაიხსნა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, სკოლის ექთნები სტუდენტებს ცუდად ექცეოდნენ, ამიტომ დაწესებულება დაიკეტა. 2002 წლიდან ეს სასახლე სრულიად მიტოვებულია.

  1. ლინვუდ ჰოლი (პენსილვანია, აშშ)

არქიტექტურის ხალხისგან მიტოვებული შედევრები - დაუჯერებელი ისტორიები — ფოტო 2 არქიტექტურის ხალხისგან მიტოვებული შედევრები - დაუჯერებელი ისტორიები — ფოტო 3

ეს უზარმაზარი ნეოკლასიკური სტილის სახლი 1897-1900 წლებში შენდებოდა არქიტექტორ ჰორას ტრუმბაუერის მიერ. სახლი გემ ,,ტიტანიკის“ ინვესტორ პიტერ ვიდენერს ეკუთვნოდა. ისე მოხდა, რომ ვიდენერის ერთ-ერთი ვაჟი და შვილიშვილი ტიტანიკის ჩაძირვის დროს დაიღუპნენ. 1915 წელს პიტერ ვიდენერის გარდაცვალებასთან ერთად ამ სასახლის დიდების დღეებიც უკან დარჩა და საბოლოოდ 1950-იანი წლებიდან ეს შენობა პრაქტიკულად მთლიანად მიტოვებულია.

  1. სასტუმრო სახლები (შენიანგი, ჩინეთი)
არქიტექტურის ხალხისგან მიტოვებული შედევრები - დაუჯერებელი ისტორიები — ფოტო 4
ეს მიტოვებული სახლები პეკინიდან 400 მილში შენიანგში მდებარეობს და მას ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ. თუმცა მოულოდნელად მშენებლობები შეჩერდა. ამის მთავარ მიზეზად კორუფცია დასახელდა. როგორც ფოტოებზე ჩანს, ეს სახლები ამჟამად სრულიად უპატრონოდაა დარჩენილი, ხოლო მის გარშემო მდებარე მიწებს ადგილობრივი გლეხები სახნავ-სათესად იყენებენ.

ავტორი: გიორგი პაპუაშვილი

წყარო: https://www.housebeautiful.com/lifestyle/g28422032/creepy-abandoned-mansions/

https://www.veranda.com/travel/g34344856/abandoned-mansions/

 

 

ი-ნ-ტ. ტ-რ-ე-ნ-დ-ი 2026

ბ-ი-ო-ფ-ი-ლ-ი-ა, Quiet Luxury, Japandi — 3 ტ-რ-ე-ნ-დ-ი რ-ო-მ-ლ-ე-ბ-ი-ც ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ი ო-ჯ-ა-ხ-ე-ბ-ი-ს-თ-ვ-ი-ს ი-დ-ე-ა-ლ-ი-ა.

READ  Papasan Chair – უნიკალური სტილი, ბოჰემური დიზაინი თუ უბრალოდ,…

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *