სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე…

2 წუთიანი წაკითხვა

სოფელში ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციული არქიტექტურა, ქალაქთან შედარებით, უკეთესადაა შენარჩუნებული და შემონახული. საქართველოც სავსეა ასეთი პატარა და ლამაზი სოფლებით. დღეს ერთ-ერთ მათგანზე – ქვემო მაჩხაანზე გიამბობთ, რომელიც კახეთში, უფრო კონკრეტულად კი ქიზიყის მხარეში მდებარეობს.

ამ პატარა სოფელში დღემდეა შემორჩენილი ძველი ტრადიციული სტილის სახლები და ბევრი მათგანი მნიშვნელოვან ისტორიასაც ინახავს. მართლაც, აქ სტუმრობისას იმდენ ძველ შენობას შეხვდებით, რომ შეიძლება თავი სულ სხვა დროში გეგონოთ.

სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე…

 

ქვემო მაჩხაანი დღეს უმეტესად დაცლილია ხალხისგან, ალბათ, ეს ყველა სოფლის საერთო პრობლემაა, მაგრამ ერთ დროს აქ მართლაც სიცოცხლე ჩქებდა და ეს ადგილი ამ მხარისთვის ერთგვარი სავაჭრო ცენტრიც იყო. ქვემოთ მოცემული ფოტოებით ვეცდები ქვემო მაჩხაანსა და მის არქიტექტურაზე ზოგადი ვიზუალური წარმოდგენა შეგიქმნათ.

მაჩხაანის თეატრი

სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე… — ფოტო 2

ფოტოს – გვერდი, ქვემო მაჩხაანი.

ფოტოზე გამოსახული თეატრი ერთ-ერთი უძველესია თავისი ისტორიით. თეატრის დაარსებამდე სოფელში ადგილობრივი ბანკიც დაარსდა. ხოლო 1899 წელს უკვე ამ თეატრმაც დაიწყო ფუნქციონირება. ეს ადგილი იმ დროისთვის ერთგვარი თავისუფლების კუნძული იყო. შემდეგში ის ცნობილი იმითაც გახდა, რომ აქ პირველად დადგა თავისი სპექტაკლი დიდმა ქართველმა რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა. ფოტოზეც კარგად ჩანს და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მის კლასიკურ შიდა ინტერიერს თითქოს შორეულ წარსულში გადავყავართ.

სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე… — ფოტო 3

სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე… — ფოტო 4

ეს ძველი ქართული სტილის სახლი, რომელიც ამ ორ ფოტოზე ჩანს, გადმოცემით, ქართველი ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთ შეფიცულს, ვასო თამაზაშვილს ეკუთვნოდა და როგორც ადგილობრივები ყვებიან, თვითონ ქაქუცა და სხვა შეფიცულები ანტი-საბჭოთა აჯანყების დასაწყისში აქ ხშირად იკრიბებოდნენ. ეს პატარა სახლიც ამავე სოფელში მდებარეობს.

სოფელში სხვა მრავალი შენობა თუ საცხოვრებელია, რომლებიც ძველი ქართული სტილის არქიტექტურასა და ინტერიერს ინახავს.

სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე… — ფოტო 5 სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე… — ფოტო 6

ფოტო – გვერდი ქვემო მაჩხაანი.

ფოტოზე გამოსახულია ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმის შიდა ინტერიერი.

სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე… — ფოტო 7

ფოტოს წყარო – გვერდი ქვემო მაჩხაანი

READ  განსხვავებული სტილის სახლი ბრაზილიაში

სწორედ ქვემო მაჩხაანი შეარჩია რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ლეგენდარული ფილმის „ნატვრის ხის გადასაღებად“.

სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე… — ფოტო 8

ვის არ ახსოვს წყაროსთან მდგარი მშვენიერი მარიტა?! სხვათაშორის, ეს წყარო დღეს ისევ შემორჩენილია და ფოტოზე სწორედ მას ხედავთ.

სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე… — ფოტო 9

ამ პატარა სოფელში მოგზაურობა წლის ყველა დროს კარგი აზრია, მაგრამ განსაკუთრებით შემოდგომაზე რთვლობისას გირჩევთ…

ავტორი: გიორგი პაპუაშვილი

სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე… — ფოტო 10

ი-ნ-ტ. ტ-რ-ე-ნ-დ-ი 2026

ბ-ი-ო-ფ-ი-ლ-ი-ა, Quiet Luxury, Japandi — 3 ტ-რ-ე-ნ-დ-ი რ-ო-მ-ლ-ე-ბ-ი-ც ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ი ო-ჯ-ა-ხ-ე-ბ-ი-ს-თ-ვ-ი-ს ი-დ-ე-ა-ლ-ი-ა.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *