კვირა, მაისი 31, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიავეჯი/აქსესუარები8 საუკეთესო მცენარე ინტერიერში, რომელიც სილამაზესთან ერთად ჯანმრთელობისთვის საჭირო თვისებებით გამოირჩევა

8 საუკეთესო მცენარე ინტერიერში, რომელიც სილამაზესთან ერთად ჯანმრთელობისთვის საჭირო თვისებებით გამოირჩევა

მცენარეები მიმზიდველი და ჯანსაღი ინტერიერის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ხშირად სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. როდესაც ფიქრობთ, რომ თქვენს სახლს სიმყუდროვე აკლია, დაფიქრდით, გაქვთ თუ არა საკმარისი მცენარები ოთახში?! ბუნებრივი გამწვანება ინტერიერში სილამაზესთან ერთად თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია. 

“ზოგადად, მცენარეების გარშემო დროის გატარება დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე”, ამბობს ემი როტენბერგი, მასაჩუსეტსის ნატუროპათიური ექიმების საზოგადოების პრეზიდენტი. 

მცენარეები აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს, შემოაქვთ სილამაზე სახლებში და აძლიერებენ თქვენს ემოციურ და სულიერ კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი მცენარე კარგია და სასარგებლო თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, გთავაზობთ ექსპერტების მიერ არჩეულ რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს:

    1. ობობა მცენარე. ობობა მცენარე, იგივე ქლოროპიტუმ კომოსუმი, ძალიან მარტივი მოსავლელია. არ საჭიროებს მუდმივ ყურადღებას და ხარობს თქვენი მხრიდან მხოლოდ მცირედი ყურადღებით. მათ სჭირდებათ არაპირდაპირი სინათლე და ზომიერად მორწყვა. მცენარეებს გრძელი და ვიწრო ფოთლები აქვთ და სახელიც სწორედ აქედან მიიღეს, ისინი ხომ ობობებს ჰგვანან. NASA-ს კვლევამ შეისწავლა რამდენიმე ინტერიერის მცენარე და დაადგინა, რომ მცენარეებს შეუძლიათ იმოქმედონ როგორც ბუნებრივი ფილტრები ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების შესამცირებლად. კვლევამ აჩვენა, რომ ობობა მცენარეებმა 24 საათის განმავლობაში ჰაერიდან ამოიღეს ტოქსიკური ფორმალდეჰიდის 95%.
    2. მშვიდობის შროშანი. სახელი “მშვიდობის შროშანი” ნამდვილად იწვევს სიმშვიდის გრძნობას. ის ესთეტიკურად ძალიან ლამაზია და, აგრეთვე, შეუძლია ყვავილობა. მშვიდობის შროშანი ხელს უწყობს ჰაერიდან ნახშიროჟანგის და აქროლადი ორგანული ნაერთების ამოღებას. ის მრავალწლოვანი მცენარეა და განუწყვეტლივ შეუძლია ფართო თეთრი ყვავილების წარმოება. მათ არ სჭირდებათ ბევრი სინათლე, ამიტომ შესანიშნავია დაჩრდილულ სივრცეებში განსათავსებლად. 
    3. კაუჩუკოვანი ხე. კაუჩუკოვანი ხე, იგივე ფიკუს ელასტიკა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ინტერიერისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ აქვთ ჰაერის გაწმენდის თვისებები. მათ სჭირდებათ არაპირდაპირი, გაფანტული სინათლე და იშვიათი მორწყვა.
    4. გველის მცენარე. დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი, როგორც “დედამთილის ენა”, გველი მცენარე, ან სანსევიერა გამოირჩევა მაღალი ფოთლებით, რომლებიც ვერტიკალურად იზრდება. მათ ძირითადად დეკორატიული ფუნქცია აქვთ და უკიდურესად მცირე მოვლა სჭირდებათ. მცენარეებს მხოლოდ მაშინ სჭირდებათ მორწყვა, როდესაც ნიადაგი ძალიან მშრალია. იზრდებიან ნებისმიერი სახის სინათლეზე და, ზოგადად, “ყვავილობენ უგულებელყოფით”. გველის მცენარე შესულია ნასას ზემოხსენებულ ფართო კვლევაში ინტერიერის მცენარეების შესახებ და დადასტურებულია, რომ დროთა განმავლობაში აშორებს ტოქსინებს ჰაერიდან. 
    5. გვიმრები. 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გვიმრებს შორის ბოსტონის ნაირსახეობამ საუკეთესო შედეგი დადო ჰაერიდან აქროლადი ორგანული ნაერთების შემცირებაში. აღნიშნული მცენარეები მარტივად იზრდებიან და საუკეთესოდ გამოიყურებიან დაკიდულ მდგომარეობაში. მათ სჭირდებათ საშუალო კაშკაშა განათება და მუდმივად ტენიანი ნიადაგი, ასე რომ შესაძლოა მათ ცოტა მეტი დრო დასჭირდეთ. 
    6. პოთოსი. პოთოსი, ცნობილი, როგორც “ეშმაკის სურო” ან “ოქროს პოთოსი” ერთ-ერთი უმარტივესი მცენარეა მოსავლელად. მცენარეებს აქვთ გულის ფორმის ფოთლები. მათ სჭირდებათ მზის არაპირდაპირი შუქი და იშვიათი მორწყვა. კვლევებმა აჩვენა, რომ პოთოსს შეუძლია შეამციროს ოზონის დონე შიდა სივრცეებში, რაც აადვილებს სუნთქვას და ამცირებს რესპირატორული დაავადებების რისკს.
    7. ინგლისური სურო. ინგლისური სურო, იგივე ჰედერა ჰელიქსი, არის, როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის მცენარე. ის ამცირებს ოთახში ნახშიროჟანგის, ფორმალდეჰიდისა და ტოქსინების დონეს. ინგლისური სურო განსაკუთრებით ლამაზია ჩამოკიდებულ კალათებში. საუკეთესოდ იზრდება მზის პირდაპირ შუქზე და ნიადაგის გაშრობის შემდეგ საჭიროებს საფუძვლიან მორწყვას.  
    8. სუკულენტები და კაქტუსები. ეს მცენარეები გვალვაგამძლეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდებათ რეგულარული მორწყვა. აქვთ მრავალი ფორმა და ზომა, რათა დაამშვენონ თქვენი ინტერიერები. ზოგიერთ ჯიშს, მათ შორის ნეფრიტის მცენარეს, შეუძლია გაზარდოს ტენიანობა ოთახში. ალოე ვერას მცენარეებს აქვთ სამკურნალო თვისებები და ხელს უწყობენ ჭრილობების, დამწვრობის და კანის სხვა დაავადებების განკურნებას. 
READ  რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სამუშაო ოთახი

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

წყარო

 

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.