დაკიდული მცენარეები ინტერიერის დიზაინში

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დაკიდული მცენარეები სიმწვანის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ გიყვართ მცენარეები, თქვენი ბინის სივრცე კი ამის საშუალებას არ გაძლეთ, დაკიდული მცენარეები პრაქტიკული და ულამაზესი ვარიანტი იქნება სივრცის დასაზოგად თუ ორიგინალური დიზაინის შესაქმნელად.

 

კედლის საყვავილეები

 

 

კედლის საყვავილეები დეკორატიულ მაღაზიებში ხშირად შეგხვდებათ. მათი საშუალებით კედელს ხელოვნების ნიმუშად გადააქცევთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მცენარეების მორწყვისას, საყვავილეები ჯობს კედელს მოაცილოთ, რათა წყალმა არც ისინი და არც კედელი არ დააზიანოს.

 

ჭერზე დაკიდული საყვავილეები

 

 

 

მინის ან სუფთა კონტეინერების მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ ახალი მცენარეები ორიგინალური ხერხით გამოჩინოთ. მსგავსი კონსტრუქცა დაკიდეთ ჭერზე, ფარდების საკიდზე ან კედელზეც კი.

 

კოკედამა – იაპონური ხავსის ბურთები

 

კოკედამა – ეს არის იაპონური დეკორატიული ოთახის მცენარე, რომელიც ბონსაის წააგავს. ბონსაისგან განსხვავებით, კოკედამას გაკეთება ბევრად მარტივია, რომლის მომზადებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. კოკედამას ხავსის ბურთებს უწოდებენ და ეს ასეც არის. ხავსის ბურთები ასრულებენ ქოთნის ფუნქციას და მათში მცენარე იზრდება. კოკედამა იდეალური ვარიანტია ინტერიერი ორიგინალურად გააფორმოთ.

 

შექმენით „ცოცხალი ფარდები“

 

გაქვთ მზიანი, ნათელი ფანჯარა და ფიქრობთ, რომ მას რამე აკლია? ფარდების ნაცვლად შეგიძლიათ ბიუჯეტური ვარიანტი, მცენარეები, აირჩიოთ. დარწმუნდით, რომ ფარდების საკიდი იმდენად მყარია, რომ მასზე რამდენიმე საყვავილე დაკიდოთ. ასევე, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფანჯრის მხარე მარტივად არ ინესტებოდეს, განსაკუთრებით კი – ზამთარში. შეარჩიეთ სეზონური მცენარეებიც, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები თავიდან აირიდოთ.

 

სუკულენტების კედელზე დასაკიდი ქოთნები

 

სუკულენტების კედელზე დასაკიდი ქოთნები თქვენი ხელითაც შეგიძლიათ შექმნათ. ეს აქტივობა სულ ცოტაოდენ ძალას ითხოვს იმისთვის, რომ სუკულენტები ერთ სივრცეში მოაქციოთ. ისინი ინტერიერის ნებისმიერი სტილს უხდება. გაითვალისწინეთ, რომ სუკულენტებს უყვართ მზე და პირდაპირი განათება.

 

დაკიდული ტერარიუმი

 

 

 

დაკიდული ტერარიუმი თქვენს სახლში ორიგინალურ დიზაინს შექმნის. რაც მთავარია, მისი დახმარებით თქვენს საყვარელ მცენარეებს გამოსაჩენ ადგილს მიუჩენთ. ტერარიუმისთვის იდეალური მცენარეებია: სუკულენტები, კაქტუსები და ნესტის მოყვარული მცენარეები, როგორებიცაა, გვიმრები და სურო. თუ თქვენ ქმნით ტერარიუმს კაქტუსითა და სუკულენტებით, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ისინი იშვიათად მორწყათ. ნესტის მოყვარული მცენარეები კი აუცილებლად ხშირად მორწყეთ ხოლმე.

READ  რა უნდა გააკეთოთ მარტის დამდეგს მცენარეებისთვის

წყარო:https://archi.ge

 

ეზოს ზონირება

სარეკრეაციო (ტერასა, ბარბექიუ) + სამეურნეო (ბოსტანი) + ლანდშაფტი (ყვავილები). სამი ზონა ეზოს “ცოცხალ ოთახად” გარდაქმნის.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *