რომელია საზაფხულო მცენარეები, რომლებიც სახლში უნდა გქონდეთ

2 წუთიანი წაკითხვა

ზაფხულში სახლის განახლება მცენარეებით შეგიძლიათ დაიწყოთ. რადგან ამ სეზონზე დასასვენებლად მიდიხართ, ისეთი მცენარეები შეარჩიეთ, რომლებსაც სიცხე უყვართ და ხშირად მორწყვა არ სჭირდებათ. ეს კი ხელს შეგიწყობთ შვებულება კომფორტულად და ზედმეტი დარდის გარეშე გაატაროთ. გაგაცნობთ იმ მცენარეებს, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა გქონდეთ.

 

ალოე

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

რომელია საზაფხულო მცენარეები, რომლებიც სახლში უნდა გქონდეთ

 

რა შეგრძნება გეუფლებათ, როდესაც ბაღში სეირნობთ? სავარაუდოდ, ყველაზე მეტად სიმშვიდესა და სიწყნარეს გრძნობთ. სწორედ, მსგავსი შეგრძნებები შეგიძლიათ გადმოიტანოთ სახლშიც. ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ ალოეს მცენარე, რომელსაც ჰაერში გავრცელებული მავნე ნივთიერებების აღმოჩენა შეუძლია. მაგალითად, თუ ჰაერი ძალიან დაბინძურებულია, ალოეს ფოთლებზე ყავისფერ ლაქებს შეამჩნევთ.

 

სანსევიერა იგივე „გველი“ მცენარე

 

სახელის მიუხედავად, ეს მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვიზუალურად კარგად გამოიყურება. ეს მცენარე ჰაერს საუკეთესოდ ასუფთავებს, მორწყვა კი ორ კვირაში ერთხელ უნდა. შესაბამისად, როგორც სხვა სუკულენტები, ისიც თავისუფლად შეგიძლიათ დროებით დატოვოთ და შვებულება მშვიდად და კომფორტულად გაატაროთ.

 

სუკულენტები და კაქტუსი

 

რომელია საზაფხულო მცენარეები, რომლებიც სახლში უნდა გქონდეთ — ფოტო 2

 

სუკულენტები მარტივად მოსავლელი მცენარეებია, რომლებსაც ხშირი მორწყვა არ უნდათ. ზაფხულში, როდესაც დასასვენებლად წახვალთ, ისინი თავისუფლად შეგიძლიათ დატოვოთ სახლში და იმის იმედიც გქონდეთ, რომ თქვენს ჩამოსვლამდე არაფერი მოუვათ. სუკულენტები და კაქტუსები ინტერიერის დიზაინს ძალიან უხდება. რადგანაც ისინი ხშირად მცირე ზომის გვხვდება, შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ჭერზე ან დატოვოთ ფანჯრის რაფაზე.

 

დრაცენა სანდერა იგივე ბამბუკის მცენარე

 

უჩვეულო ფორმის დრაცენა სანდერა ზაფხულში ყვავილობას იწყებს. ის არის ოთახის მცენარე და იმდენად სასიამოვნო სურნელება აქვს, რომ მთელ სახლში ვრცელდება. გაითვალისწინეთ, რომ დრაცენა სწრაფად იზრდება როგორც სიგრძეში, ასევე სიგანეში. ის ნებისმიერ კუთხეს დაამშვენებს, დამატებით კი ჰაერს კი დაბინძურებული ტოქსინებისგან გაწმენდს.

 

ფილოდენდრონი

 

რომელია საზაფხულო მცენარეები, რომლებიც სახლში უნდა გქონდეთ — ფოტო 3

გულის ფორმის მცენარე ნებისმიერი სახლის ინტერიერს ალამაზებს და საზაფხულო მუხტიც შემოაქვს. თუ სათანადოდ მოუვლით, ისინი წლების განმავლობაში ცოცხლობენ. ზაფხულში მას კენჭები ჩაუწყვეთ და ჩაუსხით წყალი. ეს მის ზრდას ხელს შეუწყობს.

READ  საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). რომელია საზაფხულო მცენარეები, რომლებიც სახლში უნდა გქონდეთ. 15 ივნისი, 2024. https://sheniinterieri.ge/romelia-sazafkhulo-mtsenareebi-romlebits-sakhlshi-unda-gqondet/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რომელია საზაფხულო მცენარეები, რომლებიც სახლში უნდა გქონდეთ [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/romelia-sazafkhulo-mtsenareebi-romlebits-sakhlshi-unda-gqondet/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network