“გიორგი ფხაკაძის რეზიდენციის ეზოს დაგეგმარება ჩემთვის, როგორც…

4 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მედიაჰოლდინგი “შენი” გთავაზობთ ინტერვიუს ლანდშაფტის დიზაინერ ნანიკო ჯოლოხავასთან, რომელიც პროფესორ გიორგი ფხაკაძის თბილისის რეზიდენციის ეზოს ლანდშაფტის დაგეგმარების პროცესშია ჩართული და მკითხველს საინტერესო და საჭირო რჩევებს უზიარებს:

ნანიკო, მოგესალმებით, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ…

– ვაკეთებ ლანდშაფტის დიზაინს ეზოებში… ვამწვანებ ეზოებს, სწორ მიმართულებას ვაძლევ მომხმარებელს, პირველ რიგში, სად რა უნდა დარგონ და შემდეგ როგორ მოუარონ მცენარეებს. მცენარეების სიყვარული ძალიან დიდი ისტორიაა…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ვიდეო დამკვრელი

00:00
00:52

ასე გავიცანით მე და გიორგი ფხაკაძემაცერთმანეთი. ახლა გიორგის ეზოს ვამწვანებ, გავალამაზებ და ასევე ვუხელმძღვანელებ მის მოვლას, მებაღეობას, რომ არ დაზიანდეს მცენარეები, არ გაგვიფუჭდეს, არ გაგვიხმეს…

“გიორგი ფხაკაძის რეზიდენციის ეზოს დაგეგმარება ჩემთვის, როგორც… | შენი ინტერიერი
გიორგი ფხაკაძის ეზო თბილისის რეზიდენციაში

– მცენარის დარგვა ერთია, მაგრამ სწორი მოვლა ყველაზე მნიშნელოვანია, ხომ ასეა?
– კი, მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ასპექტში იმიტომ, რომ თუ სწორად არ დაირგო და სწორად არ მოვუარეთ, ყველა მცენარე არის კანდიდატი “გარდაცვალების”…
–  ბატონი გიორგი ფხაკაძის რეზიდენციის ეზო მართლაც ფანტასტიურია და ალბათ, ძალიან საინტერესოა თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ეს ადგილი…
– კი ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ძალიან რთული ლოკაციაა სამუშაოდ, რადგან თითქმის კლდოვანია გიორგის ეზო, მაგრამ ძალიან ეფექტური და საინტერესოა ამავე დროს…

“გიორგი ფხაკაძის რეზიდენციის ეზოს დაგეგმარება ჩემთვის, როგორც… | შენი ინტერიერი
გიორგი ფხაკაძის ეზო თბილისის რეზიდენციაში

 ნარიყალას გასწვრივ მდებარეობს, ქართლის დედის მიმდებარედ, მკითხველმა რომ კარგად გაიგოს… ბეთლემის ტაძართან…
– დიახ. ის კლდე არის და დიზაინს ვარჩევთ ისე, რომ ეს კლდოვანი მცენარეები ზამთარშიც მწვანე იყოს…

გიორგის მარადმწვანე მცენარეები სურს, რათა ზამთარშიც გამწვანებული იყოს მისი ეზო…

“გიორგი ფხაკაძის რეზიდენციის ეზოს დაგეგმარება ჩემთვის, როგორც… | შენი ინტერიერი
გიორგი ფხაკაძის ეზო თბილისის რეზიდენციაში

მახსოვს, ბატონო გიორგი სანამ ჩამოვიდოდა საქართველოში, სთავაზობდა ლანდშაფტის დიზაინერებს მისი ეზოს გამწვანებას და რადგანაც თქვენ შეგარჩიათ, ესე იგი, ძალიან დიდი პროფესიონალი ბრძანდებით – ამაში ეჭვი არ მეპარება…
– ვიცი, რომ გიორგის ძალიან სწორი ხედვა აქვს და ეს ძალიან გვეხმარება, რომ მშიდად ვიმუშავოთ. შეიძლება ძალიან ბევრი აზრი გამოვთქვათ, თუმცა ითვალისწინებს ჩემს აზრს…

ვიდეო დამკვრელი

00:00
00:19

საინტერესოა, რამდენად არის მოთხოვნადი ლანდშაფტის დიზაინერობა? მხოლოდ თბილისში მუშაობთ თუ რეგიონებშიც გადიხართ?
– რეგიონებშიც გავდივართ. ჩვენს ქვეყანაში, მოგეხსენებათ, ძალიან მოთხოვნადი გახდა და ძალიან გაიზარდა ეს სპეციალობა, მცენარის შემოტანაც, დარგვაც, თუმცა, ბევრი არაპროფესიონალია, სამწუხაროდ…

READ  როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ყვავილების გამოსახულება ინტერიერში…
“გიორგი ფხაკაძის რეზიდენციის ეზოს დაგეგმარება ჩემთვის, როგორც… | შენი ინტერიერი
ნანიკო ჯოლოხავას ნამუშევარი

ვცდილობთ, სწორი დაგეგმარება მივცეთ, სასწავლო კურსებიც ტარდება ამის შესახებ რამდენიმე კომპანიაში. გავდივართ რეგიონებში და ვცდილობთ, რომ სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანებს. არამარტო მცენარის მოვლაზე, ასევე დარგვაზე და სწორ დაგეგმარებაზე გვაქვს აქცენტი, რომ აუცილებლად იყოს სწორი მიმართულება…
 გარდა ესთეტიკური კუთხისა, ძალიან მნიშნელოვანია გარემოს დაცვის, ეკოლოგიის კუთხითაც მცენარეების სწორად მოვლა, ამიტომ მოვუწოდოთ საზოგადოებას – სწორად დარგონ მცენარეები და სწორად მოუარონ…

 ნანიკო, გაზაფხულია და სოფელში მამაჩემი უკვე ნერგების დარგვას იწყებს… რას ურჩევდით ჩვეულებრივ მებაღეებს, თუნდაც სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, ნერგების შერჩევის, სწორად მოვლის შესახებ?
– ყველაზე მნიშნელოვანს ვურჩევდი: ყველას, თუნდაც მებაღეებს, გამოცდილს, გამოუცდელს – აუცილებელია სწორი დაგეგმარება. სწორი დაგეგმარების გარეშე, აზრი არ აქვს არც შეძენას, არც დარგვას და ა.შ. იმიტომ, რომ თუ სწორად არ არის მცენარე დარგული, ძალიან რთულია იმ ეზოში მუშაობა. ქართველებს გვახასიათებს უკუღმა დაწყება საქმის, მერე ყველაფერი თავიდან რომ არის გასაკეთებელი და ძალიან გვიჭირს.

როცა არქიტექტორთან ვიწყებთ მუშაობას, სახლის შენების პროცესში, ვაგეგმარებთ ეზოსაც, რაც არის ძალიან კომფორტული და სასიამოვნო…
ვიცი, რომ ზოგ მცენარეს ჩრდილი არ უყვარს, ზოგს კი პირიქით – ასეა ხომ?
– რა თქმა უნდა. ზოგს ერთი მცენარის ძირში უყვარს და უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ზოგი მცენარე კი პირიქით – არ ხარობს იმის ძირში და იჩაგრება. რაღაც დიდი, სოლო ხე რომ არის და იქვე რაღაც პაჭი-პუჭა პატარა მცენარეებს დარგავ, იჩაგრება თავისებურად ხომ?…
 რჩევა მიეცით ოთახის მცენარეების პატრონებსაც…  
– კი, გაზაფხული ოთახის მცენაარებისთვის არის ძალიან მნიშნელოვანი იმიტომ, რომ გამობრძანდებიან გარეთ ახალ ჟანგბადზე და ცოტა შეჩვევის მომენტი აქვთ. როგორც ზამთარში რომ შებრძანდებიან შიგნით და არაკომფორტულად გრძნობენ თავს, ისე არის გაზაფხულზეც. ამიტომ აუცილებლად სჭირდება ვიტამინები და განახლება მიწის. ამას უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება, რომ მცენარე წავიდეს ზრდაში და არ დაიჩაგროს გაზაფხულზე… განვაახლოთ და გავალამაზოთ ჩვენი მცენარეები მკვებავებით, აუცილებელია ეს ყველაფერი.

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). “გიორგი ფხაკაძის რეზიდენციის ეზოს დაგეგმარება ჩემთვის, როგორც…. 5 ივნისი, 2017. https://sheniinterieri.ge/giorgi-fkhakadzis-rezidentsiis-ezos-dagegmareba-chemtvis-rogorts/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. “გიორგი ფხაკაძის რეზიდენციის ეზოს დაგეგმარება ჩემთვის, როგორც… [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/giorgi-fkhakadzis-rezidentsiis-ezos-dagegmareba-chemtvis-rogorts/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network