ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგააფორმეთ სახლი ყვავილებით - აიმაღლეთ განწყობა sheniinterieri.ge-თან ერთად

გააფორმეთ სახლი ყვავილებით – აიმაღლეთ განწყობა sheniinterieri.ge-თან ერთად

სახლის სხვადასხვა ოთახში ლამაზი და ფერადი ყვავილებით გაფორმება ამაღლებს ჩვენს განწყობასა და სახლის დეკორაციას. ზოგი ამას ელეგენტურობის გამო აკეთებს, ზოგი ფუფუნების ან თუნდაც სიმყუდროვის გამო – ნებისმიერ შემთხვევაში, ყვავილებს სასწაულების მოხდენა შეუძლია.

ყვავილები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გარემოში. მოათავსეთ ისინი ზედაპირებზე, როგორიცაა ყავის ან საოფისე მაგიდა. ასევე, შეგიძლიათ დაკიდოთ ქოთნის მცენარე ან გაავრცელოთ პატარა თაიგულები მთელ სახლში.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თქვენი სახლის ყვავილებით გაფორმებისათვის.

ყვავილები მისაღები ოთახისთვის

გააფორმეთ სახლი ყვავილებით - აიმაღლეთ განწყობა sheniinterieri.ge-თან ერთად
მისაღები ოთახი ალბათ ის ოთახია, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა, რათა დაისვენოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ცნობილია, რომ მცენარეებს შეუძლიათ შეამცირონ სტრესი, ბუფერული ხმაური, გაასუფთავონ ჰაერი და ხელი შეუწყონ უფრო პოზიტიურ ენერგიას ოთახში. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მისაღები ოთახისთვის შესაფერისი ყვავილებისა და მცენარეების არჩევა.

ყვავილები სასადილო ოთახისთვის

გააფორმეთ სახლი ყვავილებით - აიმაღლეთ განწყობა sheniinterieri.ge-თან ერთადჩვენს სასადილო ოთახში არსებული გარემო აყალიბებს განწყობას და შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს მადასა თუ გამოცდილებაზე. სასადილო მაგიდაზე ყვავილების მოწყობა კარგი იდეაა. თუ ჩვენ გართობისთვის ვემზადებით, მაგიდის შექმნას ლამაზი ყვავილებით ცენტრალურ ნაწილში (ან რამდენიმე პატარა დეტალით) შეუძლია სტუმრებს თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოს.

ასევე, შეგიძლიათ იყოთ ძალიან კრეატიულები და შეისწავლოთ სეზონური ფერები თუ სადღესასწაულო ტენდენციები, ახალი ყვავილებისა და სხვა ნივთების შერწყმა ლამაზი ინტერიერის შესაქმნელად.

ყვავილები სააბაზანო ოთახისთვის

გააფორმეთ სახლი ყვავილებით - აიმაღლეთ განწყობა sheniinterieri.ge-თან ერთად

საპირფარეშოები ჩვეულებრივ არ იქცევს ჩვენს ყურადღებას, როდესაც საქმე ეხება გარემოს მიმზიდველობას. ისინი ძირითადად მუქი, პატარა და ხშირად ნოტიოა, რაც ნამდვილად არ შთაგვაგონებს. თუმცა, თუ ცოტა შემოქმედებითად შევხედავთ, ეს შეუმჩნეველი ოთახი შეიძლება გახდეს სასიამოვნო და დასასვენებელი სივრცე.

საპირფარეშოს ზოგადი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მცენარეებისა და ყვავილების არჩევისას, რომლებიც მოითმენს დაბალ განათებას და მაღალ ტენიანობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ გირჩევთ ულამაზესი აბრეშუმის ყვავილების კომპოზიციების დამატებას, რათა ნებისმიერი საპირფარეშო უფრო მომხიბვლელი გავხადოთ. თუ სააბაზანოში გაქვთ ფანჯარა, დაამატეთ სიმწვანე, ეს დაგეხმარებათ შექმნათ უფრო დიდი სივრცის ილუზია.

ყვავილები საძინებლისთვის

გააფორმეთ სახლი ყვავილებით - აიმაღლეთ განწყობა sheniinterieri.ge-თან ერთად

საძინებელი არ არის მხოლოდ ის ოთახი, სადაც გვძინავს. მას ვიყენებთ დასასვენებლადაც. ეს ის ადგილია, სადაც ნიღბის ტარება არ გვჭირდება.

ამ თვალსაზრისით, საძინებლის ახალი ყვავილებით მოწყობა, შეგიქმნით განწყობას იმისკენ, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს საძინებელში და მოარგებს მას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპს.

გაითვალისწინეთ თქვენი ოთახის დეკორი, ფერთა სქემები, ბუნებრივი განათების რაოდენობა და თქვენი ზოგადი განწყობაც კი, როცა იღვიძებთ და იძინებთ. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ თავისუფალი ზედაპირები და ის თუ რამდენ ადგილას გსურთ თქვენი განწყობა გამოხატოთ ყვავილებით.

ყვავილები შესანიშნავი გზაა ლამაზი და რბილი ენერგიის შესაქმნელად. მათ, ასევე, შეუძლიათ უფრო მგრძნობიარე ატმოსფეროს შექმნა.

ავტორი – ანი დავიდიანი

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები