რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ინტერიერის ხასიათი ადამიანის განწყობაზე მოქმედებს.

ინტერიერის დიზაინს შეუძლია, დიდი გავლენა მოახდინოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სწორ დიზაინს შეუძლია შექმნას მშვიდი გარემო, რომელიც ხელს უწყობს მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესაბას.

არასწორი დიზაინი, მეორე მხრივ, შეიძლება იყოს ქაოტური და სტრესული, რაც აუარესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

კარგი ინტერიერის დიზაინი ითვალისწინებს მაცხოვრებლების საჭიროებებს და ქმნის სივრცეს, რომელიც ერთდროულად ფუნქციონალურია და ესთეტიკურად სასიამოვნო. კარგად შემუშავებული სივრცე ადამიანს ეხმარება როგორც სტრესის შემცირებაში, ასევე დადებით ემოციებისა და კეთილდღეობის განცდის შექმნაში.

ყოველდღიურად შესაძლებელია, არაერთი სახის სტრესს განვიცდიდეთ, რაც თავის მხრივ მოქმედებს ჩვენს განწყობაზე და ხშირად ნეგატიური ემოციები იმდენად ილექება ჩვენში, რომ ჩვენს ხასიათზეც ახდენს გავლენას.

სკოლაში ხარ, უნივრსიტეტში, სამსახურში, თუ, უბრალოდ, მეგობრების წრეში გასართობად და  გარკვეული ფაქტორის გამო თავს ცუდად გრძნობ? ასეთ დროს, სავარაუდოდ, პირველი რაც გვინდა, სახლში დაბრუნებაა, იმ ადგილზე, სადაც თავს ყველაზე მშვიდად უნდა ვგრძნობდეთ.

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე | შენი ინტერიერი

გარეთ ყოფნის დროს, მოწყენისთანავე, რამდენჯერ გინატრია სახლში ყოფნა?

ეს სავსებით ნორმალურია, რადგან ადამიანისთვის სახლი იქ არის, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს. ასეთი სივრცეს კი ცდილობს  შეურჩიოს ისეთი დიზაინი,  რომლის დანახვისთანავე იმ ემოციას იგრძნობს, რაც ნებისმიერი განწყობის დროს დასჭირდება.

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე | შენი ინტერიერი

დღესდღეობით, არაერთი ინტერიერის დიზაინერი ქმნის ისეთ ნამუშევრებს, რომელიც ადამიანს მენტალური ჯანმრთელობის ორ მთავარ პრობლემის: შფოთვისა და დეპრესიის შემცირებაში ეხმარება.

ერთ-ერთი და ამასთანავე უმთავრესია ნათელი ოთახების იდეა, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით, სივრცეს მეტ მოცულობას აძლევს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი ადამიანებს დადებითი ემოციებით მუხტავს.

აღსანიშნავია, ბუნების ელემენტების შემოტანა დიზაინში, რაც გარემოს სიმშვიდის ფაქტორადაც მოიაზრება.

ინტერიერს რომ შეუძლია გარკვეული ფსიქოგიური ეფექტების მოხდენა  მეცნიერულად დადასტურებულია. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კოლეჯის სტუდენტების სწავლის ხარისხზე მოქმედებდა მათი სასწავლო გარემოს ინტერიერის ფერები.

ფერები კი დიზაინის მთავარი გასაღებია, ინტერიერის ხასიათის შესაქმნელად.

READ  სამი აქტუალური ფერი 2025 წელს, რომელიც საძინებელში უნდა გამოვიყენოთ

წყარო

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე. 15 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/ra-gavlenas-akhdens-interieris-dizaini-mentalur-janmrtelobaze/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ra-gavlenas-akhdens-interieris-dizaini-mentalur-janmrtelobaze/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network