თუ ყვავილები გიყვართ, ეს ბლოგი თქვენთვისაა

2 წუთიანი წაკითხვა

გაინტერესებთ, რომელი ყვავილი რომელ ოთახში მოათავსოთ? – ექსკლუზიურად sheniinterieri.ge-ს წარმატებული ქართველი ფლორისტი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, სასარგებლო რჩევებს უზიარებს:

შემოსასვლელი და დერეფანი

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ბუნებრივი შტრიხების შეტანა თქვენი სახლის დიზაინში, უპირატესობა მიანიჭეთ ოთახის მწვანე მცენარეებს, ვინაიდან ეს ულამაზესი დეკორატიული ობიექტი, კიდევ უფრო მეტ სტილს შესძენს თქვენს ინტერიერს.

თუმცა არც ისე ადვილია უამრავი სახეობის მცენარეებიდან არჩევანის გაკეთება. პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ მცენარე რომელმაც უნდა გაგვილამაზოს, გაგვიხალისოს სახლში ატმოსფერო, ცოცხალი ორგანიზმია და სჭირდება თავისებური მოვლა, რის გაეშეც ის, უბრალოდ, დაიღუპება.

ზოგი მცენარე ხარობს სინათლით სავსე ოთახში, ზოგს კი იურჩევნია დაჩრდილული ადგილი. ზოგიერთი კარგად იტანს ტენიანობას, ზოგზე კი უარყოფითად მოქმედებს ზედმეტი მორწყვა.

თუ მიჰყვებით ფლორისტების რჩევებს, შეძლებთ, სწორედ განალაგოთ თქვენი საყვარელ ოთახის მცენარეები თქვენსავე იტერიერში.

დავიწყოთ შემოსასვლელითა და დერეფნით, რაც ხშირ შემთხვევაში ბნელ და ცივ ადგილს წარმოადგენს ბინაში. ასეთ შემთხვევაში არჩევანი უნდა შევაჩეროთ კალათეაზე (calathea), რომელიც სრულებით არ განიცდის მზის სინათლის გარეშე ცხოვრებას.

თუ ყვავილები გიყვართ, ეს ბლოგი თქვენთვისაა

მისი მრგვალი, ოვალური თუ წაწვეტებული ფოთლები, სახეობის მიხედვით, გადაწყვეტილია კონტრასტულ ფერებში: ღია მწვანე, მუქი მწვანე, ვარდისფერი ან ყავისფერი.

თუ ყვავილები გიყვართ, ეს ბლოგი თქვენთვისაა — ფოტო 2
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მცენარე, რომელიც იდეალურად შეეფერება მცირე განათებიან ოთახსა და ნოტიო გარემოს, არის Spathipyllum ანუ „მთვარის ყვავილი„…

თუ ყვავილები გიყვართ, ეს ბლოგი თქვენთვისაა — ფოტო 3

ხოლო დიდ დერეფანში, კედლის მთელ სიმაღლეზე, შეგიძლიათ მოათავსოთ Ficus Elastica. ის თქვენს ინტერიერში შემოიტანს ეგზოტიკურ ელფერს.

თუ ყვავილები გიყვართ, ეს ბლოგი თქვენთვისაა — ფოტო 4თუ ყვავილები გიყვართ, ეს ბლოგი თქვენთვისაა — ფოტო 5

სტატიის ავტორი: ფლორისტი საფრანგეთიდან, ნინო ირემაძე.

ეზოს ზონირება

სარეკრეაციო (ტერასა, ბარბექიუ) + სამეურნეო (ბოსტანი) + ლანდშაფტი (ყვავილები). სამი ზონა ეზოს “ცოცხალ ოთახად” გარდაქმნის.

READ  სადღესასწაულო განათების 5 ძირითადი შეცდომა

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *