სახლში ფანტასტიკური სურნელისთვის და სიჯანსაღისთვის გასწავლით…

2 წუთიანი წაკითხვა

ოთახის ლიმონი და მისი მოვლა 🍋

ლიმონი მეტად სუსტი ყინვაგამძლე მცენარეა, თუ მისი მოყვანა ოთხის პირობებში გადავწყვიტეთ, კარგ მოსავალს მივიღებთ.
ოთახში არამარტო სასიამოვნო სურნელი იტრიალებს, არამედ მისი ფიტოციდები, მეცნიერების აზრით, მრავალი დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს მოსპობს.

👉 ნიადაგი უნდა იყოს კარგი სუბსტრატის, ნოყიერი და ყოველ გაზაფხულზე უნდა ხდებოდეს ნიადაგის განოყიერება, ზედაპირის გაფხვიერება და სასუქების დამატება. როცა ტემპერატურა ათ გრადუსზე ადის, მაშინ შეგვიძლია გარეთ გატანა. ოთახის პირობებში ლიმონი კარგად გრძნობს თავს გაბნეულ განათებაზე, ზაფხულში არ დადგათ პირდაპირ მზეზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დაიმახსივრეთ, რომ ნაკლებ განათებულ ადგილზე ნაყოფი ყოველთვის მჟავეა.

ზაფხულში ურჩევნია გარეთ ყოფნა, ხოლო ზამთარში გრილად ყოფნა. სიგრილეში კოკრებსაც გამოიტანს და ნაყოფსაც მოგვცემს – იდეალური პირობებია +5 +15°.

🍋მას უყვარს წყალი, ხშირი მორწყვა სჭირდება, ზაფხულში უხვად და ზამთარში კვირაში ერთხელ… არ უყვარს ქლორი,.არასოდეს მორწყოთ ქლორიანი წყლით, დამდგარი ან წვიმის წყალი გამოიყენეთ… თუ მიწა გამოშრა, ფოთოლი ეხვევა და სცვივა, ნაყოფიც სცვივა.

თუ ოთახში ჰაერი მშრალია, მას სჭირდება სპრეით დანამვა. გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგიც დასანამად… ოთახში დადგით ანადუღარი წყალი. ხელოვნურად გაზარდეთ ტენიანობა.

🍋🍋🍋🍋🍋🍋🍋

ლიმონს უყვარს მუდმივი კვება, ზაფხულში კვირაში ერთხელ ხოლო ზამთარში თვეში ერთხელ. გამოიყენეთ ბრინჯის, ჩაის ნაყენი, წიწვოვნების ექსტრატი, ბიო და ორგანული სასუქები.

🍋🍋🍋🍋🍋🍋🍋
დაავადებები

არასაკმარისი ტენიანობა ჰაერში იწვევს ლიმონის დაავადებებს, როგორიცაა: აბლაბუდა ტკიპით ან ფარიანით. ამიტომ არ გამოაშროთ ოთახი, დადგით თასით წყალი

მეიერის ჯიშის ლიმონი გავრცელებული ჯიშია, მისი უპირატესობა არის ის, რომ მუდმივად აქვს ნაყოფი, ყვავის მთელი წელი და უხვად გვაძლევს ნაყოფს…

🍋🍋🍋🍋🍋🍋

ლიმონს არ სჭირდება დიდი ქოთანი, ათ ლიტრიანი ჰყოფნის, მხოლოდ აფხვირეთ. შეუქმენით მჟავე ნიადაგი. (შავი ჩაის ნაყენით) გაუზარდეთ მჟავიანობა. ჩენჩო მოაყარეთ ჩაის ნაყენთან ერთად

ზაფხულში მიეცით ყველა ექსტრატი, მათ შორის ხავსების ნაყენი, ბალახების ნაყენები, ბლექჯეკი, ბიოგროუს და მსგავსი ბიოსასუქი.

READ  როგორ უნდა მოვუაროთ სახლის მცენარეებს

🍋 მავნებლებთან ბრძოლა.

თუ შენიშნავთ მავნებლებს, მოამზადეთ ხსნარი – სარეცხი საპონი, გახსენით ერთ ლიტრ წყალზე ორმოცი გრამი საპონი და ერთი კოვზი ნიშადურის სპირტი.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). სახლში ფანტასტიკური სურნელისთვის და სიჯანსაღისთვის გასწავლით…. 15 იანვარი, 2024. https://sheniinterieri.ge/sakhlshi-fantastikuri-surnelistvis-da-sijansaghistvis-gastsavlit/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. სახლში ფანტასტიკური სურნელისთვის და სიჯანსაღისთვის გასწავლით… [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/sakhlshi-fantastikuri-surnelistvis-da-sijansaghistvis-gastsavlit/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network