გაგაცნობთ ხელნაკეთი, ეკომეგობრული სათამაშოების ბრენდს

2 წუთიანი წაკითხვა

მე ვარ ია შენგელია, “იკოქიდსის” დამფუძნებელი. ვამზადებთ საბავშვო-განმავითარებელ სათამაშოებს და განწყობის ასამაღლებელ ოთახის დეკორაციებს.

ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ბავშვებს შესანიშნავი მოგონებების შექმნაში და აქტიურ თამაშში, რომლის დროსაც ბავშვებს შეუძლიათ, გამოიგონონ წარმოსახვითი და როლური თამაშები. ჩვენი სათამაშოებით სახლის ატმოსფერო ხდება ჯანსაღი და ჯადოსნური.

პროდუქცია ხელნაკეთია და მზადდება ეკომეგობრული მასალებით. ჩვენი ქსოვილის ნარჩენებს ვაბარებთ საწარმოში მეორადი გადამუშავების მიზნით. შესაფუთად ვიყენებთ ბიოდეგრადირებად ჩანთებს. ვცდილობთ წარმოების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეკოლოგიური და ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოზე ზრუნვაში. 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გაგაცნობთ ხელნაკეთი, ეკომეგობრული სათამაშოების ბრენდს | შენი ინტერიერი

ჩვენი გუნდის ყველა თანამშრომელს გვაერთიანებს ერთნაირი ფასეულობები და გვაბედნიერებს ის საქმე, რასაც ვემსახურებით. ყოველთვის ვიყავი გატაცებული სათამაშოებით. ბავშვობაში ჩემი ინტერესების სფეროს სათმაშოებთან მიმართებაში  ვპოულობდი მარტივად. ეს საკმაოდ ზრდასრულ ასაკში გავაცნობიერე და ასევე მივხვდი, რომ ბავშვობაში განცდილი დადებითი ემოციები დაუვიწყარია და ბევრი სწორედ საყვარელ სათამაშოებს უკავშირდება. ამას ჩემი ხელსაქმისადმი დიდი სიყვარული დაემატა და გადავწყვიტე შემექმნა უსაფრთხო, განმავითარებელი და დაუვიწყარი სათამაშო – ეს იყო საბაშვო კარავი. გაამართლა, კარავმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ბიზნესი დავიწყე 43 წლის ასაკში და ფაქტობრივად 0 კაპიტალით. იმის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გაღრმავებას და გაფართოებას საჭიროებდა. თუმცა, რაც მეტს ვსწავლობ და სიახლეებს ვეცნობი, მით მეტად მაქვს იმის შეგრძნება, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე სასწავლი და გასაკეთებელი მაქვს. მჯერა, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები. მჯერა, რომ ბავშვების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი და დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩემს განმავითარებელ და ეკომეგობრულ პროდუქტებს.

გაგაცნობთ ხელნაკეთი, ეკომეგობრული სათამაშოების ბრენდს | შენი ინტერიერი

ავტორი: თაკო არდოტელი, ინტერიერის დიზაინერი და ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებული.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). გაგაცნობთ ხელნაკეთი, ეკომეგობრული სათამაშოების ბრენდს. 15 თებერვალი, 2024. https://sheniinterieri.ge/ekomegobruli-satamasho/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. გაგაცნობთ ხელნაკეთი, ეკომეგობრული სათამაშოების ბრენდს [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ekomegobruli-satamasho/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network