განსაკუთრებული ინტერიერის სახლი ზღაპრული გარემოთი

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ზღაპრული გარემო დიზაინერი თამარ კოპალიანის განსაკუთრებულად ლამაზ სახლში, რომლის შესახებაც თავად საუბრობს.

ბინა ჩემი მეუღლის ძმას, ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილს ეკუთვნის. დიზაინი ჩემი გაკეთებულია. ლევანი ყველაფერში ძალიან გვენდობოდა მე და ჩემს მეუღლეს, ვისთანაც  ერთად ვიღებდი საბოლოო გადაწყვეტილებებს. თუ ბიჭები რამეში მეწინააღმდეგებოდნენ, მე მაინც ჩემი გამქონდა. ბინის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ოთხკუთხედი ფორმის ულამაზესი მისაღები ოთახია, რომელსაც კედლის უნიკალური  მხატვრობა ამშვენებს. კედლის მოხატულობა, სავარაუდოდ, 50-იანი წლებით თარიღდება. როგორც ამბობენ, იმ პერიოდში თბილისში ერმიტაჟის მხატვრები იყვნენ  ჩამოსული და გარკვეულ ბინებში კედლები და ჭერი მოხატეს.

განსაკუთრებული ინტერიერის სახლი ზღაპრული გარემოთი | შენი ინტერიერი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ყველაფრის თავიდან დაწყება

უნდა აღვნიშნო, რომ ბინა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავიბარეთ. მიუხედავად ამისა, ვეცადეთ, ყველაფერი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. რემონტის დაწყებისთანავე, ჩვენი მიზანი იყო სივრცე ისე დაგვემუშავებინა, რომ დროთა განმავლობაში მიმალული საგანძური ხილული გამხდარიყო. ჩვენი მთავარი მიზანი ყველა დეტალის გაფრთხილება, კარგად განახლება და თანამედროვე ცხოვრების ფუნქციურობასთან შერწყმა გახლდათ. თვითონ ბინამ გვიკარნახა  რა სჭირდებოდა და ჩვენც მივყევით ამ მინიშნებებს.

განსაკუთრებული ინტერიერის სახლი ზღაპრული გარემოთი | შენი ინტერიერი

სირთულეები

ოთახების განლაგება შევინარჩუნეთ და ტიხრებიც ყველგან იგივე დავტოვეთ. ერთადერთი, რაც შევცვალეთ, იყო მიშენება ეზოს მხრიდან, რომელიც შუშაბანდად გადავაკეთეთ და, ვფიქრობ, ბინის მთლიან დიზაინში ძალზედ ავთენტურად ჩაჯდა. შუშაბანდის გამო აქაურობა კაფე ჰგონიათ ხოლმე უბანში მოხეტიალე ტურისტებს და არაერთი სასაცილო სიტუაცია შექმნილა, როდესაც ყავის დასალევადაც კი ამოსულან.

განსაკუთრებული ინტერიერის სახლი ზღაპრული გარემოთი | შენი ინტერიერი

ჩემთვის ამ სახლში ყველაზე განსაკუთრებული მაინც მისაღები ოთახია. საბჭოთა სტილის კედლის ჩაშენებული კარადა ჩემი იდეა და სიამაყეა. ასეთი ტიპის კარადებს ე.წ. „შპონით“აკეთებდნენ, ,,ჩიტისთვალს“ რომ  ეძახდნენ ჩვენში. ეს იყო ხის თხელი ფენა, რომელსაც ავეჯზე აკრავდნენ, რაც განსაკუთრებულ ფაქტურას ქმნიდა. ბარიც კი გავუკეთე ამ კარადას, რაც დამახასიათებელი იყო მსგავსი ავეჯისათვის. მოხატული კედლების ქვედა ნაწილს ხის ამოკვრა აქვს „პლინტუსის“ მაგივრად. ასეთმა დეტალებმა, ვფიქრობ, სახლის მთლიანი ესთეტიკა შეკრა. ყვავილებიანი განათება ბრიუსელიდან არის ჩამოტანილი. მინიმალისტური სტილის სავარძელს ყვავილებიანი გადაკვრა აქვს. მოხატული კედლებიც ყვავილებშია ჩაფლული და ამიტომ მისაღებ ოთახს „ფლორალ რუმს“ ვეძახით. ტყავის სავარძელი ოტომანით-ვინთიჯია (vintage), ჟურნალის მაგიდა – შედარებით ახალი.

READ  სადა ელეგანტურობა – რაში მდგომარეობს სკანდინავიური სტილის საიდუმლო?

განსაკუთრებული ინტერიერის სახლი ზღაპრული გარემოთი | შენი ინტერიერი

ხის ფანჯრები და დარაბები საკეტებიანად ყველგან უცვლელად შევინარჩუნეთ, უბრალოდ, ორმაგი შუშა ჩავსვით. იატაკი ხელუხლებელი დავტოვეთ, რადგან კარგი პარკეტით იყო გაკეთებული. ერთადერთი, შუშაბანდის იატაკზე, ე.წ. „კროშკა“ დავასხით, რომელიც მარტივი გასაწმენდია. განათებები თბილისში, სხვადასხვა ანტიკვარულ მაღაზიაშია ნაყიდი. ბევრი რამ ჩემი სახლიდან გადმოვიტანე. ძველი ავეჯი, რომელიც ამ სახლის პატრონებს საბჭოთა დროს მოსკოვიდან ჰქონდათ ჩამოტანილი, კარგად მოერგო სახლის მთლიან ესთეტიკას და ამიტომ დავტოვეთ. ვფიქრობ, ყველა ოთახი სწორ წერტილებამდე დავსვით, რამაც მთლიანობაში სახლში ზღაპრული გარემო შექმნა.

განსაკუთრებული ინტერიერის სახლი ზღაპრული გარემოთი | შენი ინტერიერი

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://interierimagazine.ge

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). განსაკუთრებული ინტერიერის სახლი ზღაპრული გარემოთი. 15 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/gansakutrebuli-interieris-sakhli-zghapruli-garemoti/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. განსაკუთრებული ინტერიერის სახლი ზღაპრული გარემოთი [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/gansakutrebuli-interieris-sakhli-zghapruli-garemoti/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network