შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობათბილისის სამხატვრო აკადემიის ზღაპრული ინტერიერი, რომელიც ევროპული და აღმოსავლური სტილის ნაზავია

თბილისის სამხატვრო აკადემიის ზღაპრული ინტერიერი, რომელიც ევროპული და აღმოსავლური სტილის ნაზავია

ევროპული ფასადი და აღმოსავლური ინტერიერი – ერთ ნაგებობაში შეხამებული ეს ორი კულტურა დროში ამოგზაურებს მნახველს. სასახლე მდებარეობს დღევანდელი გრიბოედოვის 22-ში.

თავდაპირველად, იგი მდიდარი სომეხი ვაჭრის, ვარდან არშაკუნის, დაკვეთით აშენდა ირანელი ოსტატების მიერ, რომლებიც იმ დროს თბილისში ცხოვრობდნენ. თავად ვარდან არშაკუნის ფესვები ირანიდან იყო, ამიტომაც სურვილი ჰქონდა, სასახლე აღმოსავლურ სტილში აეგო. ინტერიერი დაუკვეთა ბროლის კედლებით, სარკეებიანი ჭერითა და მარგალიტის შადრევნებით. ასევე სამეჯლისო დარბაზებით, რომელთა ჭერზეც ასახულია რიტუალური სცენები. იმ დროისთვის, ზღაპრული სასახლის ყველა დარბაზს ჰქონდა თავისი დანიშნულება.

თავად ვარდან არშაკუნი სასახლის მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო. ბროლის სასახლემ თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი სახეცვლილება განიცადა. ორსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობა, ამჟამად, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაა. იქ მყოფ სტუდენტებს ყოველ დღე უწევთ ამ საოცრად ლამაზ დარბაზებში მოგზაურობა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

წყარო

ავტორი: თეონა შაინიძე

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  ეს არის საშუალება, რომლითაც მესამე ტალღას ადვილად გადავიტანთ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები