მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში

2 წუთიანი წაკითხვა

ბრაზილიაში, იტაუნაში მდებარე ეს თვალწარმტაცი სახლი, რომელსაც „The RN residence“ ეწოდება დაპროექტებულია დიდი ოჯახისთვის – ცოლ-ქმრის, მათი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. სახლის 1250 კვადრატული მეტრის სივრცე საკმარისია, რათა ოჯახმა აქ უქმე დღეები და არდადეგები ერთად გაატაროს – ამ მიზეზით არქიტექტორებმა ისეთი პროექტი შექმნეს, რომლის მიხედვითაც შენობა სრულიად ეწყმის ბუნებას.

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში

 

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 2

 

„The RN residence“ დაგუბებული მდინარის პირას მდებარეობს, რაც ტერიტორიის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, ამიტომ ეს ადგილი საზაფხულო სახლების ასაშენებლად იდეალურია.  რეზიდენციის გეგმის შედგენისას არქიტექტორები შეეცადნენ, რომ სახლი წყალთან რაც შეიძლება ახლოს აეგოთ.

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 3

 

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 4

 

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 5

 

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 6

 

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 7

 

არიტექტორებმა გადაწყვიტეს, რომ სახლი ამავე ტერიტორიაზე მდებარე Vinhático–ს სახეობის მასიური ხის გარშემო აეშენებინათ, რაც მას კიდევ უფრო გამორჩეულსა და ბუნებასთან შერწყმულს გახდიდა. პროექტი მთლიანად ხის გარშემო დაიგეგმა.

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 8

 

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 9

 

 

ასიმეტრიული პირველი სართულიდან დიდი ეზოს ხედი იშლება, ისევე, როგორც ზედა სართულზე განლაგებული აივნებიდან და საძინებელი ოთახებიდან. სახლი სივრცული და თავისუფალია, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს იმ შეუდარებელ გარემოს, რომელშიც ის მდებარეობს.

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 10

 

არქიტექტორების კიდევ ერთი გენიალური გადაწყვეტილება, რომელიც სახლს ეზოსთან ბუნებრივად აკავშირებს, იყო ხის ძირში კონსტრუქციის დამონტაჟება. ეს ხისგან დამზადებული დეტალი ლანდშაფტის არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია, რაც სახლს ბუნების წიაღთან ჰარმონიულად ახამებს. კონსტრუქციის ცენტრში გუბურაა, რომლის ირგვლივ ხის ჩრდილში მფლობელებს სასიამოვნო შუადღეებისა თუ საღამოების გატარება შეუძლიათ.

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 11

 

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 12

 

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 13

 

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 14

 

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 15

 

 

მწვანეში ჩაფლული თვალწარმტაცი სახლი ბრაზილიაში — ფოტო 16

 

რეზიდენციის ფასადი და ინტერიერი ბრაზილიური ფერმის ტიპური მასალებითაა გაწყობილი. ქვის კედლებსა ეზოს იატაკზე გამოყენებულია გრანიტი. სახლის ჭერი და საძნებელი ოთახების ღრუ პანელები დამზადებულია Freijó-ს ხისგან. ზოგადად, ხე პროექტის მთავარი მასალაა, რომლის საშუალებითაც რეზიდენცია თანამედროვე, სივრცულ კონცეფციას იძენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერიერსა და ექსტერიერში სწორედ ხის გამოყენება აკავშირებს ამ ორ სივრცეს ერთმანეთთან და საბოლოო ჯამში თანამედროვე არქიტექტურის ნამდვილ ხელოვნების შედევრს ქმნის.

READ  სახლები განსხვავებული სტილითა და არქიტექტურით მსოფლიოს მასშტაბით

წყარო:https://www.homeis.ge

ი-ნ-ტ. ტ-რ-ე-ნ-დ-ი 2026

ბ-ი-ო-ფ-ი-ლ-ი-ა, Quiet Luxury, Japandi — 3 ტ-რ-ე-ნ-დ-ი რ-ო-მ-ლ-ე-ბ-ი-ც ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ი ო-ჯ-ა-ხ-ე-ბ-ი-ს-თ-ვ-ი-ს ი-დ-ე-ა-ლ-ი-ა.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *