რაზე საუბრობს მომღერალი ანუკა გვალია

2 წუთიანი წაკითხვა

“შენიინტერიერი” ანუკა გვალიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ… საოცრად პოზიტიური ანუკა სოციალურ ქსელში პოპულარული სიმღერითა და განსაკუთრებული იუმორით გახდა… ერთი სიამოვნებაა, მისგან თბილისში, ბებიასთან გატარებული ბავშვობის კურიოზების მოსმენა… ანუკა არაჩვეულებრივად მღერის, გერმანულ “Voice”- შიც მონაწილეობდა… ამჟამად კი ცნობილ ბენდში სოლისტია… საინტერესო ისაა, რომ ჩვენს რესპონდენტს ინტერიერის აფრიკული სტილი იზიდავს... 

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

აფრიკული დეკორაციის მნიშვნელოვან ნაწილს ცხოველების ფიტულები, ტყავები, ბეწვები და ბუნების ინსპირაციით შექმნილი ელემენტები წარმოადგენს. თქვენ თუ ფლობთ რომელიმეს ამათგან და რომელ დეკორს გამოარჩევდით თქვენი სახლის ინტერიერში? 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დეკორებიდან გამოვარჩევდი ჩემს შვილთან ერთად გაკეთებულ რკოს ნათურას. დავალება გვქონდა ბაღში, სახელად “გამინათე დღე”. გადავწყვიტე, რომ სანათი გამეკეთებინა. მოვაგროვეთ რკოები და შევღებეთ თეთრად. დავუტოვე თავები, რითაც დავაწებე პატარა პლასტმასის ხეზე და გავუკეთე განათება. ეს ხე კი ლარნაკში მოვათავსე. ვერც ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა მსგავსი რაღაც გამომსვლოდა. მე, ზოგადად, ყველაფრის მოვლა და შეყვარება ვისწავლე ცალკე გადმოსვლის შემდეგ… ყველა ჭანჭიკს შენ რომ უჭერ, ამ სიმწრით სწავლობ ცხოვრებას, აფასებ, გიყვარს შენი ნაშრომი და პატივს სცემ სხვის შრომას. 

– დიახ, გეთანხმებით.. აფრიკას ეკლექტიზმიც უხდება, ფერებით თამაში და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებით სახლის გაფორმება. თქვენ თუ გიყვართ ასეთი ექსპერიმენტები ინტერიერში?

– ძალიან. ყველანაირ ექსპერიმენტს ვატარებ ცხოვრებაში, თუ რამე შეიძლება, რომ ჩატარდეს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობ, რომ ყველაფერი ამოვაყირავო. ამ ბინაში რომ შემოვედი, არაფერი არ იყო. ელექტროგაყვანილობიდან დაწყებული, კარადების აწყობით დამთავრებული აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი ხელით შევქმენი, ერთი კაცის დახმარების გარეშე. სახლში აქცენტის კედელიც მე შევღებე, რომელიც სურათებისთვის გამოვყავი. ვფიქრობ, საშენი მასალა რომ მქონდეს, ძალიან დიდ სახლს ავაშენებდი და ყველა დეტალს თავად გავაკეთებდი, იმდენად გავიწაფე…

ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ. 

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). რაზე საუბრობს მომღერალი ანუკა გვალია. 15 თებერვალი, 2024. https://sheniinterieri.ge/raze-saubrobs-momgherali-anuka-gvalia/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რაზე საუბრობს მომღერალი ანუკა გვალია [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/raze-saubrobs-momgherali-anuka-gvalia/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network