დახვეწილი საცხოვრებელი სივრცე ყოფილი გამაგრილებელი სასმელების…

1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ისეთი ადგილის მოწყობა, სადაც სიმშვიდე და სიმყუდროვეა, ნებისმიერ ადგილას შეიძლება. იქნება ეს სამუშაო სივრცე, სახლი, რაიმე შენობა თუ ა.შ.

ამსტერდამში მდებარე ყოფილ გამაგრილებელი სასმელების ერთ ქარხანაზე მოგიყვებით, რომელიც დღეს დახვეწილ  საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენს. მისი ფართობი 109 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობის ისტორიიდან გამომდინარე, ბინას საკმაოდ მაღალი ჭერი ამშვენებს, რაც ოთახების ორ სართულზე გადანაწილების შესაძლებლობას იძლევა, ინტერიერის კუთხით კი აპარტამენტი მთლიანად ლოფტის სტილშია მოწყობილი.

დახვეწილი საცხოვრებელი სივრცე  ყოფილი გამაგრილებელი სასმელების…

ბინა 2019 წელს გარემონტდა, სადაც საკმაოდ თამამი და საინტერესო მასალებია გამოყენებული. სწორედ ეს ხდის ამ ძველ ქარხანას განსხვავებულს და  მის ულამაზეს ინტერიერს კიდევ უფრო გამოკვეთს. სახლში ნამდვილად მყუდრო ატმოსფერო სუფევს.

დახვეწილი საცხოვრებელი სივრცე  ყოფილი გამაგრილებელი სასმელების… — ფოტო 2

რემონტის ეტაპზე ქვედა სართულის თითქმის მთელი გეგმა გადაკეთდა და ღია დაგეგმარება შემუშავდა. ფანჯრებისა და ღია სივრცეების წყალობით, საცხოვრებელი ძალიან ნათელია. რემონტის ეტაპზე სახლში განთავსდა უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი სამზარეულოს ავეჯი, რომელიც შეხამებულია თეთრ კერამიკულ ფილებთან. აპარტამენტის მისაღებ სივრცეს თანამედროვე, დახვეწილი ბუხარი ამშვენებს, რომელიც სახლში უფრო მყუდრო და მომხიბლავ განწყობას ქმნის.

დახვეწილი საცხოვრებელი სივრცე  ყოფილი გამაგრილებელი სასმელების… — ფოტო 3

ინტერიერი საკმაოდ მარტივი, სადა და ელეგანტურია. კიბისა და ვიწრო დერეფნების წყალობით, სივრცეები მაქსიმალურად არის ათვისებული, რაც საბოლოო ჯამში, სახლში კომფორტულ და მყუდრო ხასიათს აღვიძებს.

დახვეწილი საცხოვრებელი სივრცე  ყოფილი გამაგრილებელი სასმელების… — ფოტო 4

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო https://www.homeis.ge/lophtis-stilis-bina-qarkhanashi/

რემონტი 2026 — ფასები

კოსმეტ.: 1,500-5,000 ₾. საშ.: 5,000-15,000 ₾. კაპ.: 15,000-60,000 ₾. მასალები 8-12%-ით გაძვირდა — ადგ. ვარიანტი (Temia, ქართ. კერ.) ყველაზე ხელმ.

READ  ნივთები ინტერიერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *