კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიარასტანდარტული სტილის მუზეუმი თბილისში, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავს

არასტანდარტული სტილის მუზეუმი თბილისში, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავს

ბევრმა არ იცის, რომ თბილისში არსებობს უნიკალური სივრცე, სადაც  შეგიძლიათ გადაიღოთ შთამბეჭდავი, სახალისო და განსხვავებული ფოტოები. „სელფის მუზეუმი“ არის ადგილი, სადაც სელფის გადაღება ფერად ჭურებთან, ფიროსმანის ნახატებთან, ჩოხაში გამოწყობილ მარკ ცუკერბერგთან და სხვა საინტერესო კონცეფციის სივრცეში შეგეძლებათ.

მუზეუმი 600 კვარდატული ფართობისაა და მასში 30 სხვადასხვა თემატიკის დეკორაციაა წარმოდგენილი, რომლებიც ითვალისწინებს ნებისმიერი ასაკის ადამიანის გემოვნებას.  აღსანიშნავია, რომ ადგილი მართლაც განსხვავებული და კრეატიულია.

არასტანდარტული სტილის მუზეუმი თბილისში, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავს

    სელფის მუზეუმზე მისი გენერალური მენეჯერი საუბრობს:

„სელფის მუზეუმის“ დამფუძნებლები არიან ლაშა კვანტალიანი და სოფო კვანტალიანი. ეს იდეა კი კალიფორნიაში დაიბადა, სადაც ლაშა ცხოვრობდა. ამერიკაში ბევრი მსგავსი მუზეუმია,საქართველოში კი  – არა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რატომაც არა? ჩვენც გვინდოდა ყოფილიყო თბილისში. ასევე გვინდოდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. მუზეუმი დაარსდა 2020 წელს.

ჩვენი მუზეუმი იმ სეგმეტისთვისაა უფრო გათვლილი, ვისაც უყვარს ფოტოების გადაღება. სტანდარტულ მუზეუმში როცა შევდივართ, ვათვალიერებთ,ინფორმაციებს ვიღებთ. აქ კი ცოტა სხვაგვარადაა, თქვენ შეგიძლიათ სასურველი ფოტოსესია მოაწყოთ, დაათვალიეროთ, გაერთოთ. ჩვენ ამ ყველაფრის შესაძლებლობას ვაძლევთ სტუმრებს.

მუზეუმის ინტერიერზე მხატვარ-დიზაინერებმა: ქეთევან ნადიბაიძემ, თამრი ოხიკიანმა და ლევან კვარაცხელიამ იმუშავეს.

არასტანდარტული სტილის მუზეუმი თბილისში, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავს

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://versia.ge/index.php/sazogadoeba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები