მსოფლიოს 8 ყველაზე ლამაზი სკოლა-ინტერნატი

3 წუთიანი წაკითხვა

სავარაუდოდ, ერთხელ მაინც გიოცნებიათ მოხვედრილივით ისეთ ფილმებში დახატულ ადგილებზე, როგორიცაა „მკვდარი პოეტების საზოგადოება“, „ჰარი პოტერი“ ან „დარჩენილები“.

ფილმების სცენარში ასახული სკოლა-ინტერნატები ნამდვილად საინტერესოა ყველა ბავშვისთვის. იმის წარმოდგენა, რომ ასეთ ადგილზე საუკეთესო მეგობრებთან ერთად უნდა იცხოვრო, ადამიანში, განსაკუთრებით კი ბავშვებში, განსახვავებულ და განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს.

ფილმებში გამოგონილი სკოლა-ინტერნატების რეალობაში გადმოტანის რადმენიმე მცდელობა არსებობს. ქვემოთ წარმოგიდგენთ მსოფლიოს 8 გასაოცარ სკოლა-ინტერნატს:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

1. ტასისი (მონტანიოლა, შვეიცარია)

ამერიკული სკოლა შვეიცარიაში, იგივე ტასისი, დაარსდა 1956 წელს. აღნიშნული პანსიონატი, ყოველდღიური სკოლა შეიქმნა ორივე სქესის ახალგაზრდებისთვის. სკოლა-ინტერნატი მდებარეობს კოლინა დოროზე (ოქროს გორაზე) და გადაჰყურებს ლუგანოს ტბას.

2. სასწავლებელი როზენბერგზე (სანქტ-გალენი, შვეიცარია)

ძველისა და ახალის ნაზავი, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, როგორც არტ ნუვოს ვილები, ასევე როზენბერგის კოსმოსური საცხოვრებელი (3D პრინტერის სტრუქტურა, რომელიც შექმნილია კოსმოსში ორი ადამიანის განსათავსებლად) და ასევე სასწავლო პავილიონი „ვიტრას“ ავეჯის კონცეფციით. „როზენბერგში პატივს ვცემთ ჩვენს არქიტექტურულ მემკვიდრეობას, რომელიც თანამედროვე დიზაინთან არის შერწყმული და ქმნის გამორჩეული საგანმანათლებლო გარემოს, რაც ახალგაზრდებს კრეატიულობისა და წარმოსახვის მოტივაციას აძლევს“, – აღნიშნა საბჭოს პრეზიდენტმა, ბერნჰარდ გედმანმა. „ეს შერწყმა ქმნის უნიკალურ სწავლისა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელიც ამაღლებს ისტორიის განცდას და ადამიანის ინოვაციების დაფასებას, უახლესი ტექნოლოგიების წარმოჩენით“.

3. ეტონის კოლეჯი (ეტონი, ბერკშირი)

ეტონის კოლეჯი ჰენრი VI-მ 1440 წელს დაარსა, რომელიც ცნობილია თავისი კურსდამთავრებულებით, იგივე ძველი ეტონელებით: 19 პრემიერ მინისტრი, მსახიობები და მათ შორის, თავად პრინცი უილიამი და ჰარი. სკოლას აქვს 500-ზე მეტი შენობა, სადაც გვხვდება არქიტექტურის ისეთი სტილები, როგორიცაა ნეოკლასიკური და ტუდორი.

4. სუბიაკოს აკადემია (სუბიაკო, არკანზასი)

ვაჟთა სკოლა-ინტერნატი, სუბიაკოს აკადემია, დაარსდა 1928 წელს, სადაც სწავლობენ 7-12 კლასის მოსწავლეები. სკოლა სუბიაკოს სააბატოს ნაწილია, ბენედიქტელთა მონასტერი, სადაც წარმოდგენილია შესანიშნავი კლუატრები.

5. ემა უილარდის სკოლა (ტროა, ნიუ-იორკი)

READ  Freya კოლექციის მოდერნული teak სავარძელი

ემა უილარდის გოგონათა (9-12 კლასების) სკოლა-ინტერნატი მდებარეობს ტროაში, ნიუ-იორკში, რომელიც დააარსა ემა უილარდმა, განათლების აქტივისტმა ქალმა. კამპუსის სამი შენობისთვის გოთიკური სტილია დამახასიათებელი, რომელიც აკრავს სკოლის მშვენიერ ეზოს.

6. წმინდა ენდრიუს სკოლა (მიდლთაუნი, დელავერი)

ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ სამი სკოლაა, სადაც ყველა სტუდენტს შეუძლია ისწავლოს და, ალბათ, მათ შორის ყველაზე ცნობადი წმინდა ენდრიუს სკოლაა მიდლთაუნში, დელავერის შტატში. იდილიური კამპუსი, რომელიც მოიცავს 2200 ჰექტარს, ცნობილია, როგორც Welton Academy, ფილმში „მკვდარი პოეტის საზოგადოება“.

7. რომის წმინდა სტეფანეს სკოლა (რომი, იტალია)

წმინდა სტეფანეს სკოლა მდებარეობს რომის ცენტრში. ამერიკული სკოლის დამფუძნებლებმა სკოლის დაარსება გადაწყვიტეს „მარადიულ ქალაქში“, რადგან ის არის „დასავლეთის ეთიკური, კულტურული და რელიგიური მუდმივი ფასეულობების სიმბოლო და საცავი“ და „თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტური საერთაშორისო გზაჯვარედინი“. სკოლა მდებარეობს ავენტინის გორაზე, შვიდი ბორცვიდან ერთ-ერთზე, რომელზედაც აშენდა ძველი რომი.

8. ვუდსტოკის სკოლა (მუსოორი, ინდოეთი)

ჰიმალაის მთისწინეთში მდებარეობს აზიის უძველესი საერთაშორისო სკოლა-ინტერნატი, ვუდსტოკის სკოლა. ერთხელ ნობელისა და პულიცერის პრემიის ლაურეატი, რომანისტი პერლ ბაკი ეწვია, რომელმაც სკოლის 1963 წლის წიგნში დაწერა წინასიტყვაობა: „შეიძლება კარგი იყოს მთების მწვერვალზე და ფრიალო კლდის პირას ცხოვრება – აქედანვე სწავლობ, რომ არ შეგეშინდეთ სიმაღლისა და სიღრმის“.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://www.architecturaldigest.com/gallery/the-worlds-most-beautiful-boarding-schools

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). მსოფლიოს 8 ყველაზე ლამაზი სკოლა-ინტერნატი. 15 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/msoflios-8-yvelaze-lamazi-skola-internati/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. მსოფლიოს 8 ყველაზე ლამაზი სკოლა-ინტერნატი [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/msoflios-8-yvelaze-lamazi-skola-internati/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  LEGO-ს უკვდავი ყვავილები თქვენი ინტერიერის გასალამაზებლად

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network