როგორ შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის

3 წუთიანი წაკითხვა

თითოეული საძინებელის მთავარი ელემენტი – საწოლია, რომელიც ნებისმიერი ტიპის საძინებლის ფოკუსს წარმოადგენს. სწორედ საწოლზეა დამოკიდებული საძინებელი ოთახის სტილი . სწორი მასალა და ფერი ავსებს ინტერიერის დიზაინს, მაგრამ უმთავრესი პარამეტრი – საწოლის ზომაა.

როგორ უნდა აირჩიოთ იდეალური საწოლი? – საიდან დაიწყოთ?

 

მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი სივრცე. საწოლის ზომა გადამწყვეტია საძინებელ ოთახში. თუ თქვენი საძინებელი არ არის დიდი, მაშინ გჭირდებათ კომპაქტური და მყუდრო საწოლი, რომელიც მცირე ადგილს დაიკავებს.საწოლი ინტერიერის მთავარი და განუყოფელი ელემენტია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
როგორ  შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის

როდესაც საქმე ზომის არჩევას ეხება, დარწმუნდით, რომ საკმარისი ადგილი გაქვთ საძინებელში. შეინარჩუნეთ საძინებლის ფუნქციონალი. შერჩეული საწოლის ზომები ჩაიწერეთ, გაზომეთ ოთახი და წარმოიდგინეთ, რომ საწოლის ჩარჩო უკვე დადგით.

TWIN

როგორ  შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის — ფოტო 2

ერთადგილიანი საწოლი იდეალურია ბავშვებისთვის, არის კომპაქტური და მცირე ზომას დაიკავებს თქვენ საძინებელში. ბავშვებისთვის  ეს ზომა საკმარის ადგილს დატოვებს თამაშისთვის მათ სივრცეში. ასეთი ოთახები ხშირად ორმაგი დანიშნულებით გამოიყენება, როგორც სტუმრის დასარჩენად, ასევე სახლის ოფისად.

FULL

როგორ  შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის — ფოტო 3

ამ ზომის საწოლი ნაკლებ კვადრატულ მეტრს იკავებს, ვიდრე King ან Queen საწოლები. ეს ზომა იდეალურია როგორც მოზარდის ოთახისთვის, ასევე სტუდიოს ტიპის ბინისთვის და პატარა საძინებლისთვის.

QUEEN

როგორ  შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის — ფოტო 4

თუ ოთახში არ გაქვთ საკმარისი სივრცე დიდი საწოლის დასადგამად,მაშინ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ფართის დასაზოგად QUENN size საწოლი.

KING

როგორ  შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის — ფოტო 5

«king-size» საწოლი განკუთვნილია დიდი ოთახისთვის და დიდი სივრცისთვის,king size წყვილისთვის კომფორტულ და სრულ ძილს უზრუნველყოს. ასევე საწოლის არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ჭერის სიმაღლეც.

განლაგება

შემდეგ ეტაპზე, თქვენი სივრცის ზომიდან და თქვენთვის სასურველი საწოლის ზომიდან გამომდინარე, განიხილეთ სხვადასხვა განლაგება.

ვარიანტი 1

როგორ  შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის — ფოტო 6

დგამთ  საწოლს სივრცის ცენტრში. ასეთი განლაგება  საშუალებას იძლევა ოთახში განათავსოთ  როგორც ტუმბოები ასევე კომოდი სარკით.

READ  იტალიური დიზაინი: მახასიათებლები და გამორჩეული სტილი

ვარიანტი 2

როგორ  შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის — ფოტო 7

მეორე ვარიანტი შესანიშნავია მათთვის, ვისაც სურს დაზოგოს სივრცე საძინებელში. თუ თქვენ ცხოვრობთ პატარა ბინაში ან სტუდიოს ტიპის ბინაში , კედელთან მიდგმული საწოლი არ დაგირღვევთ პირადი სივრცეს.

მასალა

საწოლის კარკასის მასალის არჩევით, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ სტილი, რომლისკენაც ისწრაფვით. განსაზღვრული მასალები გამოიყენება ინტერიერის დიზაინის მრავალ ესთეტიკურ ელემენტებში.

ხე

როგორ  შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის — ფოტო 8

 

საწოლის ჩარჩოს სტილი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ხის მასალისგან, შესანიშნავი გზაა სტილის ორგანული განცდის მისაღწევად. თუ თქვენ შთაგონებული ხართ ბოჰემური, ვინტაჟური , ან თანამედროვე სტილით, ეს კატეგორია თქვენთვისაა.

 

 UPHOLSTERED

როგორ  შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის — ფოტო 9

გლამურული სტილის მოყვარულებისთვის, იდეალურია რბილი, ნაჭრის თავიანი საწოლები. ეს სტილი თქვენ საძინებელს შემატებს ელეგანტურობას და დახვეწილობას.

 

 

მეტალი

როგორ  შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის — ფოტო 10

 

მეტალის  საწოლის შესანიშნავია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მოსწონთ სხვადასხვა სტილის დიზაინი. უხეში, მკვეთრი ინდუსტრიული დიზაინით შთაგონებული სივრცეებიდან დაწყებული, მინიმალისტური სტილით დამთავრებული.

 

იდეალური საწოლის არჩევა დაგეხმარებათ თქვენი სტილის ჩამოყალიბებაში. თქვენი საძინებელი არის კომფორტის და დასვენების ადგილი დღის ბოლოს, ამიტომ, დაუთმეთ დრო თქვენთვის შესაფერისი ვარიანტის არჩევას.

წყარო:https://ashleyhome.ge

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). როგორ შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის. 15 აპრილი, 2024. https://sheniinterieri.ge/rogor-shevarchiot-komfortuli-satsoli-chveni-sadzineblistvis/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ შევარჩიოთ კომფორტული საწოლი ჩვენი საძინებლისთვის [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-shevarchiot-komfortuli-satsoli-chveni-sadzineblistvis/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  5 ელემენტი, რომლებიც არ უნდა იყოს მისაღები ოთახის ინტერიერში

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network