როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე

4 წუთიანი წაკითხვა

ფერების ფსოქოლოგია – სახლში ფერების გამოყენება არა მხოლოდ აცოცხლებს სივრცეს, არამედ ძლიერად ზემოქმედებს მაცხოვრებლის ემოციურ მდგომარეობაზე.

დღეს ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ფერი სწორად და იზრუნოთ საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

ფერების ფსიქოლოგია დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ფერები თქვენი ინტერიერისათვის.

სხვადასხვა ფერების გამოუენება ფერების ფსიქოლოგიაში

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თეთრი

თეთრი სისუფთავესა და სიმსუბუქესთან ასოცირდება. ის შესანიშნავია პატარა სივრცეებისთვის, რადგან თეთრი ხელს უწყობს ოთახის ფართობის ვიზუალურად გაზრდას. გარდა ამისა, ღია ელფერები ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს: ისინი ადამიანებს ენერგიას მატებს, მათ შიშებთან და არათავდაჯერებლობასთან გამკლავებაში ეხმარება, ასევე, ასტიმულირებს ენდოკრინულ სისტემას. და მაინც, ყველაფერში უნდა დაიცვათ ზღვარი – თეთრის სიჭარბე დაღლილობასა და სწრაფ გაღიზიანებას იწვევს.

როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე | შენი ინტერიერი

წითელი

გასაკვირია, რომ მკვეთრი და, ერთი შეხედვით, აგრესიული წითელი, რეალურად, ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ეს ფერი კეთილდღეობის განცდას ქმნის და ადამიანს აქტიური მუშაობისთვის განაწყობს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ წითლის სიჭარბე მტრულ და დამთრგუნველ გარემოს აყალიბებს. ამიტომ, თუ მშფოთვარე ბუნება გაქვთ, გირჩევთ, აქცენტი უფრო თიხისფერ ტონებზე გააკეთოთ.

როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე | შენი ინტერიერი

ყვითელი

ყვითელი ტვინის აქტივობას ასტიმულირებს და განწყობას აუმჯობესებს, ასევე, ის დახარჯული ემოციური რესურსების აღდგენას უწყობს ხელს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ, შესაძლოა, ეს ფერი ოჯახის პატარა წევრებს არ მოსწონდეთ – ყვითელი ბავშვების ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.

როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე | შენი ინტერიერი

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერს, შეიძლება, სამართლიანად ვუწოდოთ ანტიდეპრესიული ფერი. ამ ტონის ყველა ელფერი სტრესისა და გაღიზიანების დონეს ამცირებს, ზრდის შრომისუნარიანობას და აძლიერებს ნერვულ სისტემას. ასევე, ნარინჯისფრის ტონები ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებას და სახლში მხიარული ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს. პრაქტიკულად, ამ ფერს გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს, თუმცა სჯობს ამ შემთხვევაშიც ზღვარი დავიცვათ: ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მისი ყველაზე ნათელი ელფერების გარემოცვაში ყოფნამ, შესაძლოა, შაკიკი გამოიწვიოს.

READ  რას უნდა მივაქციოთ დიდი მნიშვნელობა ინტერიერში

ფერების ფსიქოლოგია

როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე | შენი ინტერიერი

მწვანე

აღმოსავლური ფილოსოფიის თანახმად, მწვანე ფინანსური კეთილდღეობისა და აყვავების ფერია. აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ ინტერიერში მალაქიტის ტონების გამოყენება სახლში წარმატებას იზიდავს. გარდა ამისა, ეს ფერი სიმშვიდის განცდას ქმნის და გვეხმარება, რომ ზედმეტ მღელვარებასა და შფოთვას დავემშვიდობოთ. თუმცა, ინტერიერში მწვანე ფერის სიჭარბეს, შესაძლოა, ჰიპნოზური ეფექტი ჰქონდეს, ამიტომ უმჯობესია, რომ ეს ფერი კაბინეტისა და მისაღები ოთახის დიზაინში არ გამოიყენოთ.

როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე | შენი ინტერიერი

ლურჯი

ფერების ფსიქოლოგიას თუ გავითვალოსწინებთ, ლურჯი იდეალურია საბავშვო ოთახისთვის – განსაკუთრებით ჰიპერაქტიური ბავშვების შემთხვევაში. ლურჯი ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ამცირებს აგრესიის დონეს და ადამიანს პოზიტიურად განაწყობს. გარდა ამისა, წყლისა და ცის ტონები ყურადღების ფოკუსირებას უწყობს ხელს. ლურჯი დადებითად მოქმედებს მოზარდებზეც, მათ არტერიული წნევისა და სიცხის მომატებასთან გამკლავებაში ეხმარება. თუმცა, ამ ფერის სიჭარბე უარყოფითად მოქმედებს ჰარმონიულ ფონზე, ამიტომ, უმჯობესია, ზომიერება დაიცვათ.

როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე | შენი ინტერიერი

შავი

ინტერიერში მუქი ელფერების გაბატონება, შესაძლოა, დეპრესიისა და სერიოზული ნერვული აშლილობის გამომწვევი მიზეზი იყოს, ამიტომ შავს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. მიუხედავად ამისა, ის შეიძლება ელეგანტურად და მოდურად გამოიყურებოდეს – განსაკუთრებით სხვა აქცენტურ ფერებთან შერწყმისას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსი ის არის, რომ შავი ფერის გამოყენება ხელს უწყობს არათანაბარი კედლების ან დაუდევრად დაგებული პარკეტის დამალვას.

როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე | შენი ინტერიერი

ვარდისფერი

ეს ფერი ქალურობასთან, ნაზ გრძნობებთან, ფაქიზ სიყვარულთან და სენტიმენტალურობასთან ასოცირდება. ნაზი ვარდისფერი ტონები იდეალურია საბავშვო ოთახის მოსაწყობად – ის ბავშვს დაცულობისა და სიმშვიდის განცდას მიანიჭებს. გარდა ამისა, ვარდისფერი ხელს უწყობს მოდუნებას, დადებითად მოქმედებს ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე, მხედველობასა და სმენაზე. გარდა ამისა, ვარდისფერი ხსნის თავის ტკივილს და აძლიერებს იმუნიტეტს.

როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე | შენი ინტერიერი

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

READ  შთამაგონებელი იდეები სამზარეულოს მოსაწყობად

შენი ინტერიერი. (2022). როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე. 15 ივნისი, 2022. https://sheniinterieri.ge/rogor-moqmedebs-interieris-ferebi-tqvens-fsiqikaze/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2022 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-moqmedebs-interieris-ferebi-tqvens-fsiqikaze/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network