ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობა5 კითხვა, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა დასვათ

5 კითხვა, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა დასვათ

რემონტი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, ის ხშირად თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და ყოველ ეტაპზე საჭიროებს დაკვირვებას. რემონტის მსვლელობისას არის მომენტები, როდესაც პროცესი მოულოდნელად ჭიანურდება. სწორედ ამიტომ რემონტის დაწყებამდე დასმულ სწორ კითხვებს და მასზე გაცემულ პასუხებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და აისახება როგორც რემონტის პროცესზე, ისე საბოლოო შედეგზეც. შემოგთავაზებთ რამოდენიმე კითხვასა და დეტალს, რომელზეც პასუხის გაცემაც, დადებითად იმოქმედებს თქვენი სახლის რემონტზე.


რომელი ოთახების რემონტი მსურს?

ეს კითხვა შეიძლება არასერიოზულად მოგეჩვენოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ რემონტი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და სასურველია სხვადასხვა ოთახებს განსხვავებული სარემონტო პრიორიტეტი მივანიჭოთ, ხშირად ვხვდებით პრობლემას როცა რემონტი აუცილებელია, ამ შემთხვევაში იგი პრიორიტული უნდა გახდეს სახლის სხვა ზონებთან შედარებით. ოთახებთან, სადაც რემონტი მხოლოდ და მხოლოდ სასურველია და არა აუცილებელი.



არის ჩემი ფინანსები რემონტისთვის საკმარისი?


რემონტის შედეგი საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებაა, სწორედ ამ შეგრძნების სურვილია ის, რამაც შესაძლოა დაუფიქრებლად გადაგადმევინოთ ნაბიჯები რემონტის დაწყებისკენ. მოარგეთ რემონტის მასშტაბი თქვენს ბიუჯეტს. განსაზღვრეთ რემონტის ტიპი, დროებითი თუ კაპიტალური? ამის შემდეგ კი ჩამოწერეთ სია, სადაც დაიანგარიშებთ მიახლოებით ხარჯებს, რათა პროცენტულად გადაანაწილოთ სარემონტო ხარჯები. სარემონტო მასალისა და ხელოსნის ანაზღაურების გარდა არ დაგავიწყდეთ პროდუქციის მიტანისა და სარემონტო ნარჩენების გადაყრისთვის საჭირო ხარჯები.  ხელოსნის შესარჩევად აუცილებლად გამოიყენეთ ინტერნეტი და რეკომენდაციები, შეადარეთ ფასები ერთმანეთს და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეთ ვისთან გსურთ თანამშრომლობა. გაითვალისწინეთ, რომ ახლოებელ ხელოსნებთან თანამშრომლობა ხშირად არ არის მომგებიანი და არსებობს რიგი მიზეზები, თუ რატომ არ უნდა გავაკეთებინოთ რემონტი ნაცნობებს.


რა დრო დამჭირდება რემონტისთვის?

რემონტის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე – მისი ხანგრძლივობაა. სტატისტიკის თანახმად რემონტი იმაზე 30%-ით დიდხანს გრძელდება, ვიდრე ეს ჩანაფიქრშია. სანამ რემონტს დაიწყებდეთ, წინასწარ გათვალეთ რემონტისთვის საჭირო დაახლოებითი პერიოდი. კითხეთ ხელოსნებს თუ რა დროა საჭირო მათი საქმიანობისთვის. შეაჯამეთ სხვადასხვა ხელოსნისთვის განკუთვნილი დრო, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის შესაძლებელი რამოდენიმე ხელოსნის ერთდროულად მუშაობა, ეს კონკრეტული შეგიმცირებთ ხარჯებს და რაც მთავარია რემონტისთვის განკუთვნილ დიდ დროს დაზოგავთ. ამასთან ერთად შესაძლოა თქვენი ხარჯებიც საკმაოდ შემცირდეს, ვინაიდან ხშირად რემონტის დროს სხვაგან ცხოვრება გვიწევს, რაც ბუნებრივია დამატებით რესურსს მოითხოვს.



როგორ სახლში მინდა ცხოვრება? 


თუ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ თქვენს სახლს რემონტი აუცილებლად სჭირდება. ამ შეთხვევაში სასურველია გქონდეთ წარმოდგენა, თუ როგორი სახლი გინდათ რემონტის შემდეგ. ათვალიერეთ სურათები, ბლოგები, ინტერიერის ჟურნალები და შეიქმენით გონებაში სასურველი სახლის პროტოტიპი, თუმცა ეს არ კმარა, თქვენი წარმოსახვის ხელოსანთან გაზიარების დროს, აუცილებელია ფოტომასალის მოშველიებაც, რათა ადამიანმა, რომელმაც სამომავლოდ უნდა შეასრულოს სარემონტო სამუშაოები, ზუსტად იცოდეს და ნათელი იყოს თქვენი, როგორც ბინის მეპატრონის ჩანაფიქრი. ინტერიერის უამრავი მაგალითისა და მრავალფეროვანი დიზაინის სანახავად კი ეწვიეთ ჩვენს „ინტერიერის რჩევების“ ტიპის ბლოგებს ან გამოიყენეთ ინტერიერის დიზაინერის მომსახურება.

იქნებ შემიძლია რემონტში ჩავერთო?

იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვაზე ნაწილობრივ მაინც დადებითი პასუხი გაქვთ, თქვენ ნამდვილად აიცილებთ თავიდან დამატებით ხარჯებს. რემონტი უამრავ დეტალს მოიცავს, პროექტის მსვლელობისას ხშირად ვაწყდებით საქმეებს, რომლის შესრულებას არ სჭირდება პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება. მცირე სამღებრო სამუშაოებიდან დაწყებული იატაკის საფარის მონტაჟით დამთავრებული, შეგიძლიათ თქვენვე შეასრულოთ აღნიშნული სამუშაოები. ამისთვის კი უკვე არსებობს უამრავი ტიპის ხელსაწყო და ინსტრუმენტი, რომელიც საქმეს საკმაოდ გაგიმარტივებთ და სამუშაო პროცესსაც ბევრად კომფორტულს გახდის.

წყარო:https://mihouse.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა“ – მიხეილ სარჯველაძე

„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა“ – მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

27 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები