თუ არქიტექტურა ან ინტერიერის დიზაინი გაინტერესებს ამ ბლოგში დავით ხიდურელი, ინტერიერის დიზაინის სტუდია “აუკის” თანადამფუძნებელი თავის რჩეულ წიგნებს გიზიარებს.
რა მნიშვნელობა აქვს წიგნებს ინტერიერში? სახლის ინტერიერში წიგნებს სტილის, პიროვნების, ტექსტურის, ფერის, ინტერესის, სითბოსა და შთაგონების გადმოცემა შეუძლიათ. წიგნი ინტერიერში, თავისი მნიშვნელობით და გავლენით, შეგვიძლია დავაპოზიციონიროთ როგორც ავეჯი და არა როგორც უბრალო ნივთი.
წიგნი ავეჯია
ინტერიერის პერსონალიზაციის ერთ-ერთი ტენდენცია სწორედ წიგნებია, რომლებიც დამატებით აქცენტებს აჩენს ოთახში. ადამიანებს ძალიან უყვართ თავიანთი სახლი, ამის მიზეზი კი სწორედ ის დეტალებია, რომლებიც ამ კედლებშია მოქცეული.
იმისთვის, რომ სახლს ის შეგრძნება ჰქონდეს, რომელიც მასთან სიახლოვეს გვაგრძნობინებს საჭიროა გავცდეთ ინტერიერის მოწყობის გაგებას ისე, თითქოს ეს უბრალოდ სავარძლის ან რომელიმე კონკრეტული ავეჯის შერჩევაა.
წიგნები არის და ყოველთვის იყო ავეჯი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ე.წსამაგიდო წიგნებზე ვსაუბრობთ. ისინი გამორჩევა განსხვავებული დიზაინის ყდით, მრავალფეროვანი ფერებით და ა.შ. მათი ინტერიერში ქონა წარმოაჩენს როგორც იქ მცხოვრები ადამიანის ინტერესებს, ისე ქმნის ესთეტიკას, რომელიც აუცილებლად იპყრობს ყურადღებას.
ინგლისურენოვანი სამაგიდო წიგნები ინტერიერსა და არქიტექტურაზე
Pretty Small
რადგან უდიდესი ქალაქები ყოველდღიურად უფრო მჭიდროდ დასახლებული ხდება, ადამიანებიც უპირატესობას უფრო პატარა ბინებს ანიჭებენ. მცირე სივრცის მოწყობა კი ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული.
Pretty Small-ში წარმოდგენილია რამდენიმე ინოვაციური გზა, თუ როგორ აწყობენ თანამედროვე ქალაქების მაცხოვრებლები თავიანთ სივრცეებს. წიგნი, შეიძლება აღიქვა როგორც ინსპირაცია, ასევე ერთგვარი გზამკვლევი სახლის მოსაწყობად.
When A Factory Becomes A Home: Adaptive Reuse For Living
არქიტექტურითა და ინტერიერის დიზაინით დაინტერესებული ადამიანებისთვის საჩუქრად კარგი არჩევანი ეს წიგნი იქნება, მასში ბევრი ინსპირაცია და რეალური მაგალითია ნაჩვენები.
მისგან როგორც ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, ისე ესთეტიკური სიამოვნების უბრალოდ ვიზუალების თვალიერებისგან.
Concrete Playground, In Memory Of Betoncentrale Ghent: Street Art Over The Years
ამ წიგნის შექმნის მიზანი “გრაფიტის სამოთხის” დამახსოვრებაა. Აქ ნაჩვენებია ვიზუალები, რომლებიც ქუჩის მხატვრებმა ქარხნის კედლებზე მის დანგრევამდე შექმნეს.
ქუჩის ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს Concrete Playground, In memory of Betoncentrale Ghent: street art over the yearsგანსაკუთრებით მოეწონებათ.
Hidden Architecture
ეს წიგნი წარმოგიდგენთ შენობების ინოვაციურ მაგალითებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ ჩაიკარგოს დიდ სივრცეში. შენობები შეიძლება დაიმარხოს მიწისქვეშეთში, დამალული იყოს ხეებს შორის, დაფარული იყოს გამწვანებით, ან თუნდაც ჩაძირული იყოს ზღვაში.
Hidden Architecture იკვლევს ისეთ პროექტებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ჭკვიანურად არის შენიღბული, მაგრამ მაინც ლამაზად დახვეწილად და შესამჩნევადაა შესრულებული.
თუ არქიტექტურა გაინტერესებს ეს წიგნი შენთვის კარგი ინსპირაციის წყარო იქნება,
შეარჩიე სამაგიდო ინგლისურენოვანი წიგნები ველის ციფრულ თაროებზე და მიიღე შენაძენი თბილისში იმავე დღეს.
წყარო:https://veli.store
მასალის გამოყენების პირობები