წიგნები ინტერიერზე და ინტერიერში

3 წუთიანი წაკითხვა

თუ არქიტექტურა ან ინტერიერის დიზაინი გაინტერესებს ამ ბლოგში დავით ხიდურელი, ინტერიერის დიზაინის სტუდია “აუკის” თანადამფუძნებელი თავის რჩეულ წიგნებს გიზიარებს.

 

რა მნიშვნელობა აქვს წიგნებს ინტერიერში? სახლის ინტერიერში წიგნებს სტილის, პიროვნების, ტექსტურის, ფერის, ინტერესის, სითბოსა და შთაგონების გადმოცემა შეუძლიათ. წიგნი ინტერიერში, თავისი მნიშვნელობით და გავლენით, შეგვიძლია დავაპოზიციონიროთ როგორც ავეჯი და არა როგორც უბრალო ნივთი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

წიგნი ავეჯია

 

 

ინტერიერის პერსონალიზაციის ერთ-ერთი ტენდენცია სწორედ წიგნებია, რომლებიც დამატებით აქცენტებს აჩენს ოთახში. ადამიანებს ძალიან უყვართ თავიანთი სახლი, ამის მიზეზი კი სწორედ ის დეტალებია, რომლებიც ამ კედლებშია მოქცეული.

 

იმისთვის, რომ სახლს ის შეგრძნება ჰქონდეს, რომელიც მასთან სიახლოვეს გვაგრძნობინებს საჭიროა გავცდეთ ინტერიერის მოწყობის გაგებას ისე, თითქოს ეს უბრალოდ სავარძლის ან რომელიმე კონკრეტული ავეჯის შერჩევაა.

 

წიგნები არის და ყოველთვის იყო ავეჯი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ე.წსამაგიდო წიგნებზე ვსაუბრობთ. ისინი გამორჩევა განსხვავებული დიზაინის ყდით, მრავალფეროვანი ფერებით და ა.შ. მათი ინტერიერში ქონა წარმოაჩენს როგორც იქ მცხოვრები ადამიანის ინტერესებს, ისე ქმნის ესთეტიკას, რომელიც აუცილებლად იპყრობს ყურადღებას.

ინგლისურენოვანი სამაგიდო წიგნები ინტერიერსა და არქიტექტურაზე

Pretty Small 

წიგნები ინტერიერზე და ინტერიერში

 

რადგან უდიდესი ქალაქები ყოველდღიურად უფრო მჭიდროდ დასახლებული ხდება, ადამიანებიც უპირატესობას უფრო პატარა ბინებს ანიჭებენ. მცირე სივრცის მოწყობა კი ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული.

 

Pretty Small-ში წარმოდგენილია რამდენიმე ინოვაციური გზა, თუ როგორ აწყობენ თანამედროვე ქალაქების მაცხოვრებლები თავიანთ სივრცეებს. წიგნი, შეიძლება აღიქვა როგორც ინსპირაცია, ასევე ერთგვარი გზამკვლევი სახლის მოსაწყობად.

 

When A Factory Becomes A Home: Adaptive Reuse For Living

 

წიგნები ინტერიერზე და ინტერიერში — ფოტო 2

 

არქიტექტურითა და ინტერიერის დიზაინით დაინტერესებული ადამიანებისთვის საჩუქრად კარგი არჩევანი ეს წიგნი იქნება, მასში ბევრი ინსპირაცია და რეალური მაგალითია ნაჩვენები.

READ  გაგაცნობთ კლასიკურ სტილს ინტერიერის დიზაინში

 

მისგან როგორც ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, ისე ესთეტიკური სიამოვნების უბრალოდ ვიზუალების თვალიერებისგან.

 

 

 

Concrete Playground, In Memory Of Betoncentrale Ghent: Street Art Over The Years

 

წიგნები ინტერიერზე და ინტერიერში — ფოტო 3

 

ამ წიგნის შექმნის მიზანი “გრაფიტის სამოთხის” დამახსოვრებაა. Აქ ნაჩვენებია ვიზუალები, რომლებიც ქუჩის მხატვრებმა ქარხნის კედლებზე მის დანგრევამდე შექმნეს.

 

ქუჩის ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს Concrete Playground, In memory of Betoncentrale Ghent: street art over the yearsგანსაკუთრებით მოეწონებათ.

 

Hidden Architecture

წიგნები ინტერიერზე და ინტერიერში — ფოტო 4

 

ეს წიგნი წარმოგიდგენთ შენობების ინოვაციურ მაგალითებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ ჩაიკარგოს დიდ სივრცეში. შენობები შეიძლება დაიმარხოს მიწისქვეშეთში, დამალული იყოს ხეებს შორის, დაფარული იყოს გამწვანებით, ან თუნდაც ჩაძირული იყოს ზღვაში.

 

Hidden Architecture იკვლევს ისეთ პროექტებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ჭკვიანურად არის შენიღბული, მაგრამ მაინც ლამაზად დახვეწილად და შესამჩნევადაა შესრულებული.

თუ არქიტექტურა გაინტერესებს ეს წიგნი შენთვის კარგი ინსპირაციის წყარო იქნება,

შეარჩიე სამაგიდო ინგლისურენოვანი წიგნები ველის ციფრულ თაროებზე და მიიღე შენაძენი თბილისში იმავე დღეს.

წყარო:https://veli.store

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). წიგნები ინტერიერზე და ინტერიერში. 15 აპრილი, 2024. https://sheniinterieri.ge/tsignebi-interierze-da-interiershi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. წიგნები ინტერიერზე და ინტერიერში [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/tsignebi-interierze-da-interiershi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  როგორ დავუკავშიროთ სამზარეულოს წინსაფარი სამუშაო ზედაპირს

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network