კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიროგორ შევქმნათ საზღვაო სტილის ინტერიერის დიზაინი

როგორ შევქმნათ საზღვაო სტილის ინტერიერის დიზაინი

საზღვაო სტილით მარტივად იქმნება იმის შეგრძნება, რომ ზღვა არასდროს არის შორს და ამ განწყობას ქმნის ინტერიერში გამოყენებული ფერები, დეკორაცია და ავეჯი.

მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო სტილი ძირითადად სანაპიროზე მდებარე პატარა სახლებისთვის არის იდეალური, მას სხვა შემთხვევაშიც ბევრი მიმდევარი ჰყავს.

თუ თქვენ გსურთ თქვენი საცხოვრებლის ამ სტილში მოწყობა უნდა გაითვალისწინოთ საზღვაო სტილითვის დამახასიათებელი ნიშნები:

განათება

ამ სტილისთვის აუცილებელია უხვი სინათლე. ბევრი და მასიური ფანჯარა სახლში, რომ შეიქმნას ის მყუდრო და ნათელი გარემო, რაც აუცილებელია ამ სტილისთვის და ზოგადად თვენი სიმყუდროვისთის.

პატარა სივრცეებისთვის შეიძლება სარკეების გამოყენება, როგორც ამრეკლავის, ბუნებრვი განათების გასაზრდელად.

ფერები

საზღვაო სტილში თეთრი ფერი ყველაზე დიდ დატვირთვას ატარებს, ხაზს უსვამს ინტერიერში გამოყენებულ სხვა ფერებს, კრემისფერსა და ჩალისფერს, რომელსაც ფართოდ იყენებენ.

საზღვაო თემატიკის ხაზგასასმელად იყენებენ ყვითელს, რომელიც მზიან სანაპიროს მოგაგონებთ.

ასევე ცისფერი, მუქი ლურჯი და ფირუზისფერიც ერთ-ერთი დამახასიათებელი აქცენტებია.

მასალა

საზღვაო ინტერიერში ხშირად იყენებენ ხის მასალას და ბუნებრივ მასალებს, რომლებიც კარგად ერწყმის იმ ფერებს, რომელიც დომინირებს ინტერიერში.

დეკორაცია

დეკორაციებით წინ წევენ საზრვაო თემატიკას და ახალისებენ გარემოს. ბამბის ფარდაგები თუ მიტკლის ფარდები კომფურტულ გარემოს ქმნის.

ზოლიანი ბალიშები, ყვითელი ან ლურჯი საზღვაო კონცეფციის დეკორატიული ნივთები და კედლებზე ნაზი ხალიჩები მყუდრო ელფერს ძენს გარემოს.

წყარო:https://spectrum.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები