რა არის ომბრე და როგორია მისი ეფექტი ინტერიერში

3 წუთიანი წაკითხვა

ინტერიერის დიზაინში ახალ-ახალი ტრენდები ერთმანეთს ხშირად ენაცვლება. ომბრეს ეფექტი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ეს დიზაინერული ტექნიტექნიკური მრავალფეროვნება ინტერიერის ნებისმიერ სტილს ერგება, შესაბამისად, ის პოპულარობითაც სარგებლობს.

 

რა არის ომბრე?

 

რა არის ომბრე და როგორია მისი ეფექტი ინტერიერში

 

ომბრე ფერთა ისეთი ტექნიკაა, როდესაც ერთი ფერი მეორეში რბილად გადადის. ძირითადად, ეს ეხება მუქ ფერებს, რომლებიც გრადაციას ღია ფერებში განიცდიან ან პირიქით. ინტერიერების დიზაინერებისთვის ომბრე იმიტომ არის საყვარელი ტექნიკა, რომ ის ინტერიერის ნებისმიერ დეტალს ერგება.

გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ომბრე მას ეფექტურობას უკარგავს. თუ გადაწყვეტთ, რომ ამ ტექნიკით კედლები შეღებოთ, იატაკისა და ჭერისთვის სხვა ფერები გამოიყენეთ.

 

რომელი ფერები გამოვიყენოთ ომბრესთვის

 

ომბრე ეფექტის შესაქმნელად სწორი ფერების გამოყენება აუცილებელია, ასევე ისინი ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ესაბამებოდეს. იდეალური გადასვლისთვის, კონტრასტული ფერების გამოყენებას ერიდეთ. სანამ კედელზე გადაიტანთ, ფერები მანამდე ფურცელზე დატესტეთ. ასევე, შესანიშნავი ომბრეს ეფექტის შექმნის ერთ-ერთი ხრიკი კრემისფერის ან თეთრს დამატებული ერთი ტონით ღია ფერია.

 

საღებავი და ფილები კედლებზე

 

დიზაინერულ ტრენდებში კედლის შეღებვისას ომბრეს ტექნიკის გამოყენება პოპულარული ორი მთავარი მიზეზის გამო ხდება.

 

  1. ომბრეს ეფექტი კედლის უსწარმოსწორო ნაწილს ფარავს.
  2. ინტერიერის სხვა დეფექტებიდან ყურადღების გადასატანად

 

ომბრეს ეფექტით შესრულებული ფილები იდეალურია სააბაზანო ოთახისთვის. იმისთვის, რომ ეფექტი უფრო თვალშისაცემი იყოს, როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, უმჯობესია, თუ ამ კონკეტულ ოთახებში კედელი კერამიკული ფილებით აეწყობა.

 

შპალერი ომბრეს ეფექტით

 

რა არის ომბრე და როგორია მისი ეფექტი ინტერიერში — ფოტო 2

 

თუ ოდნავ მაინც გეშინიათ კედლის ომბრე ეფექტით შეღებვა, საბედნიეროდ, ამავე ეფექტის მქონე შპალერები არსებობს. მრავალფეროვანი არჩევანი განკუთვნილია ნებისმიერი ოთახისთვის: სამზარეულო, მისაღები, საძინებელი, საბავშვო, სამუშაო თუ სააბაზანო ოთახისთვისაც კი. შპალერი, რომელსაც გლუვი ზედაპირი აქვს, კედელზე უკეთესად გამოიყურება.

 

არ არის აუცილებელი, კედლები სრულიად ომბრეს ეფექტის მქონე შპალერით დაფაროთ. შეგიძლიათ კონკრეტული ნაწილი გამოყოთ, დანარჩენი კი მონოქრომატულ ფერებში გადაწყვიტოთ.

READ  გაგიმხელთ "საიდუმლოს" სასარგებლო მცენარეზე, რომელიც თქვენს ბაღშიცაა

 

ქსოვილები ომბრეს ეფექტით

 

ფარდებზე ომბრეს ეფექტი ორიგინალურად გამოიყურება. თუ ოთახის დიზაინი ნეიტრალურ ფერებში გაქვთ გადაწყვეტილი, ამ სტილის ფარდები სივრცეს გაამრავალფეროვნებს. ომბრეს ეფექტი ნებისმიერ ფარდას გარდაქმნის.

 

ასევე სხვა დაპრინტულ ქსოვილებზე, გრადაციის ეფექტის გამოყენება საინტერესო დიზაინს იძლევა. ბალიშები, ხალიჩა თუ საწოლის გადასაფარებელი – თუ ამ ქსოვილებს ომბრეს ეფექტს დაუმატებთ, სივრცეს მოცულობას მისცემთ.

 

ავეჯი და აქსესუარები

 

რა არის ომბრე და როგორია მისი ეფექტი ინტერიერში — ფოტო 3

 

ომბრეს ეფექტით შესრულებული ავეჯის არა მარტო ყიდვა, არამედ საკუთარი ხელით შექმნაც შეგიძლიათ. ასევე ეს იდეალური ხერხია, ძველი ავეჯის გასანახლებლად. ყველაზე მარტივად შესასრულებელი კომოდია, რომლის უჯრები სხვადასხვა, ერთმანეთთან მაახლობელ ფერებად შეგიძლიათ შეღებოთ. შედეგი კი ნამდვილად არავეულებრივად გამოიყურება.

 

თუ ბინა ახლახან შეიძინეთ და რემონტიც უკვე დაიწყეთ, ინტერიერში ომბრეს ეფექტის გამოყენება დაგეხმარებათ სრულფასოვანი და ორიგინალური დიზაინი შექმნათ.

წყარო

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *