როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე

5 წუთიანი წაკითხვა

გთავაზობთ რჩევებს – როგორ შექმნათ სახლში სიგრილე

სახლში სიგრილე თქვენთვის მნიშვნელოვანია? გაინტერესებთ, როგორ დააღწიოთ თავი ამ ზაფხულის ცხელ დღეებს და როგორ შეინარჩუნოთ სიგრილე სახლში? მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

როგორც წესი, ზაფხული სილაღესა და დასვენებასთან არის დაკავშირებული. მზიანი დღეები, სიმწვანე და საზღვაო კურორტები მშვენივრად ჟღერს, განსაკუთრებით როცა გრძელი და ცივი ზამთარი სულ ახლახან მოვიტოვეთ უკან, თუმცა სიცხეების დადგომასთან ერთად, მზე არც თუ ისე სასიამოვნო ხდება და ამ დროს თითოეული ჩვენგანი გაგრილებულ სივრცეს აფარებს თავს.

ტემპერატურისა და მძიმე ჰაერის ატანა განსაკუთრებით რთული საღამოს საათებშია, როდესაც სიცხე ძილის საშუალებას არ იძლევა. კარგი ძილი კი უმთავრესია მომდევნო დღის გამოწვევებთან გასამკლავებლად. რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს კონდიციონერი გვაძლევს სიგრილეში ცხოვრების შესაძლებლობას, თუმცა მას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს, როგორც ბიუჯეტზე, ასევე გარემოზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ამ ბლოგში გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეგიძლიათ სახლში სიგრილე  შექმნათ, განსაკუთრებით საძინებელ ოთახში…

როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე

თხელი გადასაფარებელი

ზამთარში ტემპერატურის კლებასთან ერთად, ფუმფულა საბანში გამოხვევა სულ უფრო სასიამოვნო ხდება. თუმცა ზაფხულში უკანასკნელი რამ, რაც ლოგინში გჭირდებათ, მძიმე და თბილი საბანია. მშვიდი და გრილი ძილისთვის, ტემპერატურის მატებასთან ერთად 100% ბამბის ქსოვილის გადასაფარებელს გირჩევთ, რომელიც ჰაერს ატარებს და მაქსიმალურად დაგიცავთ გადახურებისგან. ასევე ოპტიმალური არჩევანია ე.წ. პირსახოცის გადასაფარებელი, რომელიც ასევე არაჩვეულებრივია ჰაერის ცირკულაციისათვის. რაც შეეხება გადასაფარებლის ფერს, ღია ფერის ქსოვილს ან სიგრილესთან ასოცირებული პრინტის მქონე ქსოვილებს გირჩევთ, რადგან ასე გაგრილების მეტ ეფექტს მიიღებთ. ქსოვილის შემადგენლობის გარდა, ვიზუალსაც დიდი წვლილი მიუძღვის სიგრილის ეფექტის შექმნაში, რადგან თვალის მიერ აღქმული გარემო გავლენას ახდენს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზეც.

 

 

როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე — ფოტო 2

გრილი ბალიში

ცხელი ბალიში მოუსვენარი ძილის მთავარი გამომწვევი მიზეზია, სწორედ ამიტომ გამაგრილებელ ბალიშს თქვენთვის შვების მოგვრა შეუძლია. იმისათვის, რომ სტანდარტული ბალიში გამაგრილებელი თვისებების მქონე ბალიშით ჩაანაცვლოთ მისი შეძენა და დიდი თანხის გადახდა სულაც არ არის საჭირო. გრილი ბალიშის შექმნა, სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ამისათვის დაგჭირდებათ ყინულის პაკეტი და გამაგრილებელი გელი რომელსაც ბალიშის ზედაპირის ქვეშ მოათავსებთ. დამატებითი სიგრილისათვის, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე ბალიშის მაცივარში შენახვა შეგიძლიათ. თუმცა გელი ოთახის ტემპერატურაზეც ინარჩუნებს სიგრილეს.

READ  როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე სახლში

 

 

როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე — ფოტო 3 კომპაქტური ვენტილატორი 

თუ ზაფხულის გრილი ნიავი გენატრებათ და კონდიციონერის ჩანაცვლება გსურთ, საძინებელ ოთახში პატარა მაგიდის ვენტილატორს გირჩევთ. კომოდის ან მაკიაჟის მაგიდაზე კომპაქტური ვენტილატორის განთავსებით, სასიამოვნო და საჭირო ნიავს აუცილებლად შეიგრძნობთ. სცადეთ ყინულის კუბებისა და გაცივებული წყლის თასის გამოყენება, რომელსაც ვენტილატორის წინ მოათავსებთ, რადგან ასე ჰაერის მუდმივი ნაკადი თქვენს სასუნთქ გზებს არ გამოაშრობს.
ოთახში გრილი ნიავის შესაქმნელად ჭერის ვენტილატორი გამოიყენება და რადგან ცხელი ჰაერი ჭერში გროვდება, ეს ალტერნატივა საკმაოდ ეფექტურია. გაგრილების ამ საშუალებას ბევრ ტროპიკულ ქვეყანაში იყენებენ.

 

 

როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე — ფოტო 4

შეამოწმეთ ფანჯრების ეფექტურობა

როდესაც ზაფხულის ცხელი ჰაერი თქვენს სახლში შემოღწევას ცდილობს, მხოლოდ კონდიციონერი ან გაგრილების სხვადასხვა საშუალებები ვერაფერს გახდება, თუ თქვენს ფანჯრებს ნაპრალები აქვს. ამიტომ შეამოწმეთ ისინი როგორც შიგნიდან, ისე გარედან. კარგად დაათვალიერეთ და მოიძიეთ ის ხარვეზები რომლებიც ჰაერს აპარებენ. იქნება ეს გრილი ჰაერის გარეთ გადინება თუ ცხელი ჰაერის შიგნით შემოდინება, პრობლემა მაინც საერთოა. თქვენი სახლი იქნება გადახურებული და გაგრილების საშუალებების მეტით ინტენსივობით გამოყენება გახდება საჭირო. ეს კი ზედმეტი რესურსის დახარჯვას მოითხოვს.

 

როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე — ფოტო 5

 

შუშის დაბურვა 

ფანჯრების დაცვის კიდევ ერთი ეფექტური საშუალება შუშების დაბურვაა. რა თქმა უნდა ეს სრულად არ იცავს მზის სხივების ოთახში შემოსვლისგან, თუმცა გიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან და გეხმარებათ მეტი სიგრილის შენარჩუნებაში. ამასთანავე ზამთრის პერიოდში ის პირიქით სითბოს ინარჩუნებს, ამიტომ მისი გამოყენება ცალსახად საკმაოდ მომგებიანია.

როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე — ფოტო 6

ზაფხულის ფარდები 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი სიგრილის შესანარჩუნებლად, მზისგან დამცავი ფარდებია. რადგან სიცხის ყველაზე დიდი ნაწილი უშუალოდ ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივებია, აუცილებელია, რომ დღის მანძილზე ჩამოაფაროთ სქელი, ღია ფერის და არა-გამჭვირვალე ფარდა, რომელიც სივრცეს მზის სხივების შემოდინებისგან იცავს. სცადეთ ეს მეთოდი და თავად დარწმუნდით, თუ რამდენად ეფექტურია დღის სქელი ფარდა სიგრილის შენარჩუნებაში.

 

READ  ფერთა 4 კომბინაცია, რომელთა გამოყენებას ინტერიერის დიზაინერები არ…

 

როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე — ფოტო 7

 

 

კონდიციონერის შემოწმება 

 

თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ კონდიციონერის ფილტრი საჭიროებს პერიოდულ წმენდას. იმისათვის, რომ კონდიციონერმა მაქსიმალურად გამართულად და ეფექტურად იმუშაოს, გამოიძახეთ პროფესიონალი და ენდეთ მას ფილტრის გაწმენდაში. ასე დაზოგავთ როგორც კონდიციონერის მოხმარებულ ენერგიას, ასევე გაუფრთხილდებით თქვენი ნივთის ხანგრძლივ ფუნქციონირებას.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე. 15 ივლისი, 2024. https://sheniinterieri.ge/rogor-shevinarchunot-sakhlshi-sigrile/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-shevinarchunot-sakhlshi-sigrile/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network