გზამკვლევი დღესასწაულის შემდეგ სახლის მოსაწესრიგებლად

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სადღესასწაულო სამზადისი, საახალწლოდ სახლის მორთვა ყველას გვიყვარს, საოცარ განწყობას გვიქმნის. მაგრამ დღესასწაულის დღეები მთავრდება და დეკორაციების მოხსნის, სახლისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების დრო დგება. აი, ეს პროცესი კი მგონი არავის გვეხალისება. თუმცა, შეგიძლიათ ამ გენერალურ დალაგებას პოზიტიურად შეხედეთ, რადგან გაქვთ შესაძლებლობა თქვენს ბინას ახლებური იერსახე მისცეთ და ახალი წელი სიახლეებით დაიწყოთ. ჩვენი ბლოგი საახალწლო დღეების მიერ დატოვებული აურზაურის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

 

როგორ უნდა მოვაწყოთ ბინა ახალი წლის შემდეგ?

დასრულდა დასვენების დღეები, შევხვდიით ახალ წელს ზარ-ზეიმით და ახლა ვუყურებთ არეულ ბინებს. უმრავლესობას გვიჩნდება კითხვები: საიდან დავიწყო? ამდენ რამეს როგორ დავალაგებ? როგორ მოვაწყო სახლი? ბინის მოსაწყობად პირველ რიგში მისი მოწესრიგებაა საჭირო. ამის გასამარტივებლად გირჩევთ სამუშაო სია შეადგინოთ. რა უნდა გაითვალისწინოთ სიის შედგენისას:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

1. შეარჩიეთ მოსაწესრიგებელი არეალი.

2. იფიქრეთ და ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც ამ არეალში უნდა გააკეთოთ.

3. დაყავით სია პატარა ამოცანებად იმის გათვალისწინებით, რომელს რამდენი დრო სჭირდება.

ეს სია დაგეხმარებათ სისტემურ მიდგომაში, რაც პოსტსადღესასწაულო დალაგების მთავარი გასაღებია. სისტემური მიდგომით გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ და პროცესში დაბნეულობასა თუ არეულობას თავიდან აირიდებთ. ამასთან ერთად, თქვენ უკეთ დაიმახსოვრებთ, რომელი ნივთი სად განათავსეთ და სახლი მომავალშიც უფრო მოწესრიგებული იქნება.

 

როგორ მოვაწესრიგოთ ბინა?

დღესასწაულის შემდგომი დასუფთავება შეიძლება რთულ ამოცანად გესახებათ, მაგრამ ეს არის საშუალება ორგანიზებული სახლით დაიწყოთ ახალი წელი. თუ სწორად გადაანაწილებთ რესურსებს და საფუძვლიანად მოაწესრიგებთ სახლს, შემდეგი დალაგებები გაცილებით გაგიმარტივდებათ.

  • დაიწყეთ საახალწლო დეკორაციის ჩამოხსნით და შეფუთვით. გაითვალისწინეთ წინა წლების გამოცდილება, როცა სახლის მორთვასის დაწყებისას გხვდებოდათ აბლანდული განათება, გაფუჭებული დეკორაციები და არეულობა. თუ ახლა უფრო ორგანიზებულად და ყურადღებით მოათავსებთ საახალწლო დეკორაციებს, შემდეგი წლისთვისაც გაიმარტივებთ საქმეს.
  • დაათვალიერეთ სახლი, გადააწყვეთ მიღებული საჩუქრები და დაფიქრდით, რა გჭირდებათ და რას არ გამოიყენებთ? ძირითადად, პოსტსადღესასწაულო დალაგების მალე დასრულება გვსურს და ყველაფერს ერთიანად ვინახავთ ხოლმე. ეს შეცდომა აღარ დაუშვათ, კიდევ მეტი ნივთი დაგემატებათ და შემდეგში უფრო გაგირთულდებათ სახლის მოწესრიგება.
  • ფოკუსირდით იმ ადგილებზე, სადაც სტუმრები იკრიბებოდნენ. ხშირად ამ ადგილებში ერთი შეხედვით შეუმჩნეველ ლაქებსა და მტვერს ისეთ დროს აღმოვაჩენთ ხოლმე, როცა დასალაგებლად აღარც გვცალია.
READ  შეცდომები, რომლებიც არ უნდა დავუშვათ სამზარეულოს მოწყობისას

დამატებითი რჩევა: თუ მისალოცი ბარათები მიიღეთ გამოყენება შეგიძლიათ დეკორაციად, მაგალითად მაცივარზე დამაგრებით. შედეგად ლამაზ დეკორაციასთან ერთად ყოველი შეხედვისას სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

 

სამზარეულოს მოწესრიგება

 

სამზარეულოს ნებისმიერი დიდი დღესასწაულისას მნიშვნელოვანი როლი აქვს – გემრიელი, შესაფერისი კერძები! შესაბამისად, ახალი წლის აღნიშვნის შემდეგაც მოსაწესრიგებელი იქნება სამზარეულო. რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება სამზარეულოს დალაგებისას?

 

  • სამზარეულოს დალაგების უმნიშვნელოვანესი ნაწილი მაცივრის მოწესრიგებაა. პირველ რიგში გამოალაგეთ მაცივრიდან ყველაფერი, რაც აღარ გამოგადგებათ გადაყარეთ და გამოასუფთავეთ. ახალი წლისთვის მომზადებული საკვები დიდი ხნის განმავლობაში რჩება ხოლმე მაცივრებში და დიდ ადგილს იკავებს. შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, როცა აღმოაჩენთ, რამხელა ადგილი ყოფილა თქვენს მაცივარში. მისი მოწესრიგება ყოველდღიური კომფორტისთვის აუცილებელია.
  • დღესასწაულის დღეებში ჩვეულებრივზე მეტად გამოიყენება სამზარეულოს ტექნიკა. დაუთმეთ დრო, შეამოწმეთ თითოეული მოწყობილობა და საჭიროების შემთხვევაში სველი ქსოვილით გაწმინდეთ.
  • საკვების დახარისხების, მაცივრისა და სხვა ტექნიკის გაწმენდის შემდეგ ჭურჭლის ჯერიც დგება. დღესასწაულის შემდეგ საკვების გარდა დიდი ხნით გვრჩება არასაჭირო ჭურჭელიც და რა თქმა უნდა, სამზარეულოში არეულობას იწვევს. სწორედ ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის დახარისხება, გადაწყობა.
სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). გზამკვლევი დღესასწაულის შემდეგ სახლის მოსაწესრიგებლად. 15 დეკემბერი, 2024. https://sheniinterieri.ge/gzamkvlevi-dghesastsaulis-shemdeg-sakhlis-mosatsesrigeblad/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. გზამკვლევი დღესასწაულის შემდეგ სახლის მოსაწესრიგებლად [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/gzamkvlevi-dghesastsaulis-shemdeg-sakhlis-mosatsesrigeblad/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  რას გვეუბნება ფერი თქვენი პიროვნების შესახებ?

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network