შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერისიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

სიმეტრია თუ ასიმეტრია- როგორ უნდა მოაწყოთ მისაღები ოთახი — სიმეტრიის მკაცრი წესების დაცვით, თუ მოდუნებული, არასტრუქტურირებული ატმოსფერო უფრო შეესაბამება თქვენს სტილს?

დღეს ორივე სიმეტრია თუ ასიმეტრია მიდგომის შესახებ ვისაუბრებთ და თითოეული შედეგის მისაღწევად პრაქტიკულ რჩევებს გაგიზიარებთ.

 

სიმეტრიული სტილი

ზოგიერთი ადამიანისთვის, ფორმალური მისაღები, მკაცრად სიმეტრიულად განლაგებული ავეჯით, დახვეწილი დიზაინის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს. სიმეტრია ათასწლეულების განმავლობაში დიზაინის ფუნდამენტური ნაწილი იყო. ის ბერძნული სიტყვიდან — symmetros მომდინარეობს. არქიტექტორები ძველი საბერძნეთიდან რენესანსის პერიოდამდე მხარს უჭერდნენ სარკისებურ დიზაინს და ზუსტ პროპორციებს. ბუნებაც ასე ქმნის — გაიხსენეთ პეპლის ფრთები.

 

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

იქიდან გამომდინარე, რომ სიმეტრია ჩვენს სამყაროში ღრმად არის ჩადებული, ამ მიდგომის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ გონება ისვენებს მაშინ, როდესაც ასე დაპროექტებულ ოთახში ვართ. ისევე, როგორც ბავშვებს, ჩვენც გვჭირდება საზღვრები.

 

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

 

3 წესი სიმეტრიული მისაღები ოთახის შესაქმნელად

  1. შეარჩიეთ ცენტრალური ღერძი. განსაზღვრეთ ოთახის მთავარი ფოკუსი და წარმოიდგინეთ ხაზი, რომელიც მისკენ არის გავლებული. ის შეიძლება მიმართული იყოს ბუხრისკენ ან სხვა არქიტექტურული მახასიათებლისკენ.
  2. უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ავეჯი, არამედ განათებაც.დიზაინერები გვირჩევენ, ოთახში სანათები სიმეტრიულად განვალაგოთ, რათა შუქი სივრცეში კარგად განაწილდეს.
  3. ნუ გახდებით შეპყრობილი თითოეული სანტიმეტრით. ეს მხოლოდ გონების აღქმაა და მასზე ზემოქმედებს ბევრი ფაქტორი, მაგალითად, ბუნებრივი განათება, ხედები, ფანჯრების, თუ კარების პოზიცია და ა. შ.

 

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

 

ასიმეტრიული ინტერიერი

ამ მიდგომის მომხრეები ამბობენ, რომ ასიმეტრია ქმნის თავისუფლებას როგორც დიზაინერისთვის, ასევე დამკვეთისთვის. როდესაც მისაღები ოთახის ავეჯი სიმეტრიული და იდეალურია, ის შეიძლება ძალიან ხისტი ჩანდეს. შესაძლოა ქვეცნობიერად ძალიან უხერხულად იგრძნოთ თავი, თუ ამ განლაგებაში რაიმეს შეცვლით, ეს კი საკუთარ სახლში თავისუფლებას შეგიზღუდავთ.

 

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

 

შედარებისთვის, ფორმალური სტრუქტურის ნაკლებობამ შეიძლება სივრცე უფრო სტუმართმოყვარე გახადოს. ზოგიერთი დიზაინერის აზრით, ასიმეტრია ოთახში სასიამოვნო სიურპრიზების შემოტანის საშუალებას იძლევა. ისინი ფიქრობენ, რომ დიზაინი ძალიან მკაცრი არ უნდა იყოს, რადგან ეს არ ასახავს იმას, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანთა უმეტესობა.

3 რჩევა ასიმეტრიული მისაღები ოთახის შესაქმნელად

  1. ავეჯის და განათების წყვილ რაოდენობებსაც კი მოერიდეთ. კენტი რაოდენობის ნივთები სივრცეში უკვე თავისთავად ასიმეტრიას ქმნის და ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ასეთი ეფექტის მისაღებად.
  2. გამოიყენეთ მოულოდნელი ფერები.უცნაური ფერების გამოყენება დაგეხმარებათ ოთახში შექმნათ სწორედ ის კონტრასტი, რომლის მიღწევაც გსურთ.
  3. მაინც გაითვალისწინეთ ბალანსი, ეს ასიმეტრიული დიზაინის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია.მაგალითად, თუ თქვენი მისაღები ოთახის ერთ კედელზე მოთავსებულია დიდი ნახატი, ხოლო მოპირდაპირე მხარეს — პატარა სარკე, ბალანსისთვის შეიძლება მუქი, მძიმე ჩარჩო და სივრცის ქვედა ნაწილში სანათის დამატება დაგჭირდეთ.

 

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში
წყარო
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები