როგორ გავწმინდოთ გაზქურა? – 5 მარტივი მეთოდი

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გაზქურა – გაზქურის გაწმენდას მწარმოებლები საპნის ხსნარებით ან სპეციალური საწმენდი საშუალებებით გვირჩევენ, რადგან ისინი არა მხოლოდ ასუფთავებენ ზედაპირს, არამედ ტექნიკას ბზინვარების ეფექტსაც ანიჭებენ და ქმნიან ჭუჭყის საწინააღმდეგო ფენას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომლებიც თქვენს გაზქურას მინიმალური ძალისხმევის დახმარებით გაწმენდენ.

მეთოდი 1: გაწმინდეთ გაზქურა ყოველდღე

ეს ის უნივერსალური მეთოდია, რომლის გამოყენებასაც ყველა მწარმოებელი გირჩევთ. კერძის მომზადების შემდეგ, სანამ გაზქურა ჯერ კიდევ ცხელია, მოაცილეთ ცხიმი ან დამწვარი ნაწილაკები სველი ქსოვილის ან უხეში ღრუბლის დახმარებით.

როდესაც გაზქურა გაცივდება, ჭუჭყიანი ადგილები დაამუშავეთ საპნიანი ხსნარით და გახეხეთ, თუმცა ეს ყველაფერი დიდი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს, რათა ზედაპირი არ დააზიანდეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

როგორ გავწმინდოთ გაზქურა? – 5 მარტივი მეთოდი | შენი ინტერიერი

მეთოდი 2: სოდა

გაითვალისწინეთ რომ მინის ზედაპირის სოდით გაწმენდა არ შეიძლება, რადგან სოდის ნაწილაკები მინაზე უარყოფითად მოქმედებენ. სხვა შემთხვევაში, სოდა კარგი საშუალებაა გაზქურის გასაწმენდად. ამისთვის საჭიროა, რომ მთელ ზედაპირზე მოაყაროთ სოდა.

ცალკე თასში უნდა მოამზადოთ ცხელი წყლისა და ჭურჭლის სარეცხი სითხის ხსნარი. ბოლოს კი რბილი ქსოვილი კარგად დაასველეთ მომზადებულ ხსნარში და გააჩერეთ გაზქურაზე 15-30 წუთის განმავლობაში. პროცედურის დასრულების შემდეგ გაზქურა გაწმინდეთ თბილი წყლითა და სუფთა ქსოვილით.

როგორ გავწმინდოთ გაზქურა? – 5 მარტივი მეთოდი | შენი ინტერიერი

მეთოდი 3: 9%-იანი ძმარი

ძმარი შესანიშნავი საშუალებაა ცხიმის ლაქების მოსაშორებლად და უფრო ეფექტურია, ვიდრე უბრალოდ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. როდესაც ღუმელი გაცივდება, მასზე არსებულ ლაქებს შეასხურეთ 9%-იანი სუფრის ძმარი და გაწმინდეთ რბილი ქსოვილის დახმარებით.

მეთოდი 4: კბილის პასტა

მათეთრებელი კბილის პასტები შეიცავენ დელიკატურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ ცხიმისა და დამწვარი ნაწილაკების მოშორება.

კბილის პასტა წაუსვით უშუალოდ ლაქებზე, გახეხეთ ღრუბლის დახმარებით და გაწმინდეთ სუფთა, თბილი წყლის გამოყენებით.

როგორ გავწმინდოთ გაზქურა? – 5 მარტივი მეთოდი | შენი ინტერიერი

მეთოდი 5: მინის საწმენდი

ამიაკზე დაფუძნებული მინის საწმენდი ეფექტურად აშორებს ცხიმს და ჭუჭყის ლაქებს და აღადგენს გაზქურის ბზინვარებას.

READ  3 საშემოდგომო ფერთა კომბინაცია სამზარეულოსთვის

ეს მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი გაზქურის ზედაპირი მუდმივად სუფთად და ბზინვარედ გამოიყურებოდეს.

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). როგორ გავწმინდოთ გაზქურა? – 5 მარტივი მეთოდი. 15 აგვისტო, 2024. https://sheniinterieri.ge/rogor-gavtsmindot-gazqura-5-martivi-metodi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ გავწმინდოთ გაზქურა? – 5 მარტივი მეთოდი [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-gavtsmindot-gazqura-5-martivi-metodi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network