რა უნდა გავითვალისწინოთ ეზოს მოწყობისას

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title
საკუთარი სახლი, აგარაკი, ერთგვარი შესაძლებლობაა ადამიანისთვის, განიხილოს ნებისმიერი იდეა ლანდშაფტის დიზაინის შესაქმნელად. ამ სფეროში სტილის არჩევანი შეუზღუდავია. ეზოს გამწვანების პროცესში ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ, რომელთაგან თითოეული განსაზღვრავს საბოლოო შედეგს.

– საიდან უნდა დაიწყოთ?
– როგორ მიაღწიოთ სასურველ შედეგს?
წაიკითხეთ სასარგებლო რჩევები ლელა კაჭარავასგან, რომელმაც მებაღეობის ჰობი ახალ პროფესიად აქცია

რა უნდა გავითვალისწინოთ ეზოს მოწყობისას

რა უნდა გავითვალისწინოთ ლანდშაფტის დიზაინის დავგეგმვამდე?

– პირველ რიგში, სანამ ბაღის გამწვანებას გადაწყვეტთ და დაიწყებთ, უნდა განსაზღვროთ როგორი ტიპის ბაღი გჭირდებათ. იქნება ეს სეზონური, სადაც მხოლოდ დასასვენებლად გაატარებთ დროს, თუ მუდმივი საცხოვრებელი. ამის მიხედვით უნდა დაიყოს ბაღი სხვადასხვა ზონებად: მოსასვენებელი, საბავშვო ზონა, საცეცხლური, სპორტული მოედანი, დეკორატიული კუთხე, წყლის სარკე და სხვ.
მნიშვნელოვანია მკაფიოდ გადაწყვიტოთ, რა გსურთ. ხეხილისთვის და ბოსტნისთვის ცალკე უნდა გამოყოთ ზონები. ასევე, გასათვალისწინებელია საპარკინგე ადგილი, საფეხმავლო და ფუნქციური ბილიკები, რომელთა საშუალებითაც სხვადასხვა ზონა ერთმანეთს დაუკავშირდება.
ამის შემდეგ, უკვე უნდა გაითვალისწინოთ ბაღის/ეზოს ადგილმდებარეობა, თუ საიდან ამოდის მზე, დასავლეთი მხარეა თუ აღმოსავლეთი. ამ პარამეტრების გათვალისწინებით უნდა მოხდეს მცენარეების შერჩევა.
მაგალითად, დასავლეთის ზოგიერთ მცენარეს ძალიან უჭირს აღმოსავლეთის მშრალ ჰავასთან და ნიადაგთან შეგუება. ასეთი მცენარეებია: ჰორტენზია, კამელია, გარდენია. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ მაღალმთიან რეგიონში გსურთ ბაღის მოწყობა თუ ბარში, რომ იმ ჰავის მიმართ გამძლე მცენარეები შეარჩიოთ.

როგორ შეიძლება გავამწვანოთ ეზო შეზღუდული ბიუჯეტით?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

– შეზღუდული ბიუჯეტით ეზოს გამწვანება ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ მრავალწლიან და მარადმწვანე მცენარეებს ჩარგავთ, ყოველწლიური ხარჯი აღარ გექნებათ. ყოველწლიურ ხარჯში ვგულისხმობ: შეწამლვას, გასხვლას, კვებას ..
შეგიძლიათ დარგოთ ბზა, ტუიები, მრავალწლიანი მოყვავილე ბუჩქები, მრავალწლიანი ყვავილბი, ბოლქვოვანები.

რა უნდა მოვასწროთ გაზაფხულზე?

– პირველ რიგში, გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს ეზოს სანიტარული დასუფთავება.ბაღიდან ყველა დაავადებული ფოთოლი უნდა გავიტანოთ. უნდა გავსხლათ ხეხილი, ვარდები, ვაზი, დეკორატიული ბუჩქები.
მცენარეებს გარშემო უნდა გაუფხვიეროთ ნიადაგი. ასევე, უნდა ჩატარდეს გაზაფხულის წამლობა და კვება.

READ  რატომ ვრთავთ ნაძვს და არა სხვა ჯიშის ხეს? საინტერესო თქმულება…

რა უნდა გავითვალისწინოთ ეზოს მოწყობისას — ფოტო 2

როგორ დავრგოთ და მოვუაროთ მცენარეებს

– მცენარის დარგვისას უნდა გაითვალისწინოთ ის პირობები, რომელიც იმ კონკრეტულ ჯიშს უყვარს. ზოგი მცენარე მზის მოყვარულია, ზოგიც პირიქით, ჩრდილის.
მზის მოყვარულ მცენარეებს მიეკუთვნება: ვარდი, მარადმწვანე ტუები, პიონები.
ჩრდილი უყვარს: ბზას, ფიტოსპორუმს, ჰოსტებს, ჰორტენზიებს.
ჩარგვის დროს უნდა ამოთხაროთ საკმაოდ ღრმა და განიერი ორმო, ჩაყაროთ დრენაჟი. ჩარგვა აუცილებლად ნოყიერ ნიადაგში უნდა მოხდეს.
თუ მაღალ მცენარეს რგავთ, უნდა გაუკეთოთ საყრდენი, მინიმუმ სამი წელი მაინც. როცა მცენარე ფესვს კარგად გაიდგამს შეგიძლიათ საყრდენი მოხსნათ.

რა გავრცელებულ შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ბაღის გამწვანებისას?

– ყველაზე გავრცელებული შეცდომები, ძირითადად არასწორად შერჩეული მცენარეებია.
მაღალმთიან რეგიონში აუცილებლად უნდა დარგოთ ყინვაგამძლე მცენარეები. ჩრდილის მოყვარული მცენარეები კი აუცილებლად ჩრდილში უნდა დაირგოს.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). რა უნდა გავითვალისწინოთ ეზოს მოწყობისას. 15 ნოემბერი, 2024. https://sheniinterieri.ge/ra-unda-gavitvalistsinot-ezos-motsyobisas/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რა უნდა გავითვალისწინოთ ეზოს მოწყობისას [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ra-unda-gavitvalistsinot-ezos-motsyobisas/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network