საკვები პროდუქტებისგან შექმნილი საშობაო დეკორაციები ინტერიერისთვის

2 წუთიანი წაკითხვა
საშობაო დეკორაციების შექმნაზე არსებული მითები ხშირად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. გავარკვევთ რეალობას საკვები პროდუქტებისგან დამზადებული ორნამენტების შესახებ.

ალბათ არც ერთი დღესასწაულის დეკორაციებია ისეთი მრავალფეროვანი, როგორც  საშობაო… ერთი შეხედვით, თუ მოვინდომებთ, შობისთვის თითქმის ყველაფრის დეკორაციად გადაქცევას შევძლებთ. ეს ეხება საკვებსაც – ხშირად, სწორედ რომ საკვებ პროდუქტებს იყენებენ ამ დღესასწაულის გასალამაზებლად. ამ ფაქტმა კი, მოგვცა შთაგონება, საკვები პროდუქტისგან დამზადებული საშობაო დეკორაციები გაგიზიაროთ, რომლებიც ხშირად ინტერიერისთვის ხასიათის მიმცემი დეტალები ხდებიან. მაშ, ასე:

1. ჯინჯერის ორცხობილები

საკვები პროდუქტებისგან შექმნილი საშობაო დეკორაციები ინტერიერისთვის | შენი ინტერიერი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჯინჯერის მთლიან სახლთან ერთად, ამავე მასალისგან დამზადებული ორცხობილები საახალწლო განწყობის განუყოფელი ნაწილია. მისი მდგრადი კონსისტენცია და ჯინჯერის საახალწლო არომატი საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის სასურველი ფორმისა და ზომის დეკორაცია-ორცხობილები გამოვაცხოთ. შემდეგ კი შეგვიძლია, ისინი თოკზე ავაცვათ და ჩამოვკიდოთ ნაძვის ხესთან ახლოს, ან უბრალოდ სახლის რომელიმე კუთხეში დავალაგოთ.

2. გამომშრალი ფორთოხალი

საკვები პროდუქტებისგან შექმნილი საშობაო დეკორაციები ინტერიერისთვის | შენი ინტერიერი

ფორთხოლისა და, ზოგადად, ციტრუსის არომატი ნამდვილადაა ახალი წლის თანმდევი. სწორედ ამიტომ, ინტერიერის გასალამაზებლად ამ დროს ხშირად იყენებენ ფორთოხლის გამომშრალ ნაჭრებს, იგივე ფორთოხლის ჩირებს. ისინი შეგიძლიათ დაკიდოთ როგორც ნაძვის ხეზე, ასევე ჯინჯერის ორცხობილების მსგავსად, ააცვათ თოკზე და ჩამოკიდოთ სასურველ ადგილას, მაგალითად ფანჯარასთან. ფორთოხლის ჩირები ასევე შეგიძლიათ საახალწლო მაგიდაზე დარიჩინის ჩხირებთან ერთად მოათავსოთ.

3. საახალწლო პიტნის კანფეტები

საკვები პროდუქტებისგან შექმნილი საშობაო დეკორაციები ინტერიერისთვის | შენი ინტერიერი

ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და გავრცელებული საახალწლო დეკორი არის პიტნის ხვეულა კანფეტები, რომლებიც უფრო მეტად სივრცის გასალამაზებელ ნივთს წარმოადგენს, ვიდრე საკვებ პროდუქტს, მიუხედავად მისი შემადგენლობისა. ისინი შეგიძლიათ სახლის ნებისმიერ ადგილას დადოთ – ნაძვის ხიდან დაწყებული, მცირე მაგიდებით, კარადებითა თუ საახალწლო სუფრით დამთავრებული.

4. თეთრი შოკოლადის ფიფქები

საკვები პროდუქტებისგან შექმნილი საშობაო დეკორაციები ინტერიერისთვის | შენი ინტერიერი

აი, ეს კი, ისეთი დეკორია, რომელიც რთულია, არ შემოგვეჭამოს. თუკი ხელი მიგიწვდებათ ფიფქების ფორმებზე, აუცილებლად სცადეთ მისი თქვენით დამზადება. შოკოლადი ხომ ნაძვის ხესაც ისევე უხდება, როგორც სუფრას!

5. მარწყვის ნაძვის ხე

საკვები პროდუქტებისგან შექმნილი საშობაო დეკორაციები ინტერიერისთვის | შენი ინტერიერი

საშობაო დესერტები თან დეკორატიული და თან მარტივი უნდა იყოს. დიდი შანსია, მარწყვითა და შოკოლადით დამზადებული ნაძვის ხით შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენს სტუმრებზე ახალ წელს. თანაც – ის ხომ სწორედ იმ ფერებშია, რა ფერებიც ახალ წელს უხდება!

READ  რა ქმნის კომფორტს ოთახში? – რამდენიმე მთავარი დეტალი

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2021). საკვები პროდუქტებისგან შექმნილი საშობაო დეკორაციები ინტერიერისთვის. 15 დეკემბერი, 2021. https://sheniinterieri.ge/sakvebi-produqtebisgan-sheqmnili-sashobao-dekoratsiebi-interieristvis/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. საკვები პროდუქტებისგან შექმნილი საშობაო დეკორაციები ინტერიერისთვის [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2021 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/sakvebi-produqtebisgan-sheqmnili-sashobao-dekoratsiebi-interieristvis/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network