გზამკვლევი გაზაფხულზე სახლის საფუძვლიანად დასასუფთავებლად

4 წუთიანი წაკითხვა
გაზაფხულზე სახლის საფუძვლიანი დასუფთავება მნიშვნელოვანია ალერგენების გამოსაყოფად და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. ჩვენი ვარჯიშით გეგმა დაგეხმარებათ სისტემატურად მიუდგეთ ყველა ზონის წმენდას.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად სახლის გენერალურად დასუფთავების დროც მოვიდა. ახლა უკვე შეგიძლიათ თავისუფლად გამოაღოთ ფანჯრები,  სახლი გაანიავოთ და ჰაერზე დააწყოთ ნივთები, რომლის გარეცხვაც საკმაოდ რთულია. გაზაფხულზე სახლის დასუფთავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ სეზონზე ბინა ალერგენებით ივსება. ამას ისიც ემატება, რომ ზამთარში სახლის საფუძვლიანად დალაგება გვიჭირს და მიუწვდომელ ადგილებში მტვერი გროვდება. დიახ, გაზაფხული საუკეთესო დროა სახლის ღრმა წმენდისა და საფუძვლიანი დასუფთავებისთვის, ამაში თქვენი გზამკვლევი და მეგზური ჩვენი ბლოგი იქნება.

 

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

როგორ მოვემზადოთ სახლის დასასუფთავებლად?

 

ბუნებრივია, თუ ბინის საფუძვლიანად დასუფთავება გსურთ, მაგრამ სახლი გაზაფხულზე ძალიან არეული გხვდებათ და არ იცით, საიდან უნდა დაიწყოთ დასუფთავება. არეულობა ზამთარში ნაკლებად შესამჩნევია, ახლა კი ნამდვილად ხელს შეგიშლით. სწორედ ამიტომ, საგაზაფხულო დასუფთავებამდე სახლი უნდა მოაწესრიგოთ.  მოწესრიგების შემდეგ კი აუცილებელია დასუფთავების გეგმის შემუშავება. გეგმა დაგეხმარებათ განსაზღვროთ პრიორიტეტები, აღმოაჩინოთ პრობლემური ადგილები და დაიწყოთ დასუფთავება თანმიმდევრულად.

 

 

სახლის დასუფთავების მეთოდები

 

ზამთარში დაგროვილ მტვერს ემატება სეზონური ალერგენები, რამაც სეიოზულად შეიძლება დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა. ჩვენ გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც ალერგენების მოშორებასა და სახლის საფუძვლიანად დასუფთავებაში დაგეხმარებათ:

 

1. ფანჯრები – ფანჯრების გასასუფთავებლად შეარჩიეთ ღრუბლიანი ამინდი, რადგან მცხუნვარე მზე საწმენდ ხსნარს სწრაფად გააშრობს და ფანჯარაზე ზოლები დარჩება. თუ ქიმიკატების გამოყენება არ გსურთ, დაამზადეთ ხსნარი: ¼ ჭიქა სპირტი, 1/3 ჭიქა ძმარი და გამოხდილი წყალი. ეს ხსნარი არ გამოიწვევს ალერგიას და ფანჯარასაც საფუძვლიანად გაწმენდს.

2. ზედაპირები – წელიწადში ერთხელ კარგად უნდა გაასუფთაოთ დაფები, კარების ჩარჩოები და კედლები. დასასუფთავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღრუბელი და თბილ წყალში შერეული ჭურჭლის სარეცხი ხსნარი.

3. ხალიჩები – ხალიჩები ძალიან იზიდავს მტვერს ამიტომ, 12-18 თვეში ერთხელ აუცილებელია პროფესიონალური წმენდის ჩასტარება. გარდა იმისა, რომ სახლში სისუფთავეს დაიცავთ ალერგენებს აარიდებთ თავს და ხალიჩას ხარისხს შეუნარჩუნებთ.

READ  სამზარეულოს 5 ჭურჭელი, რომლებსაც არასწორად ვინახავთ

4. კუთხეები – ყველა სახლში არის კუთხეები, რომლამდე მიღწევაც დასუფთავებისას გვეზარება ხოლმე და თავს ვარიდებთ, რადგან ისედაც არ ჩანს. გაითვალისწინეთ, რომ ეს კუთხეები ალერგენების თავშესაფარია და აუცილებლად საფუძვლიანად გამოასუფთავეთ.

 

 

ყველა ოთახის დასუფთავება

 

თითოეული ოთახის დასუფთავებას თავისებური მიდგომა სჭირდება. რადგან გაზაფხულზე სახლის გენერალური დასუფთავება გადაწყვიტეთ მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას, რათა რაიმე დეტალი არ გამოგრჩეთ:

 

  • საძინებლის დასუფთავება – ლეიბების ქვეშ მტვერი ბუდობს, ამიტომ გადმოატრიალეთ, ოდნავ სველი ნაჭრით გაწმინდეთ და ჰაერზე გაანიავეთ. ლეიბები, საბნები და ბალიშები ან სამრეცხაოში შეგიძლიათ წაიღოთ, ან ჰაერზე გაიტანოთ. არ დაგავიწყდეთ ფარდების გარეცხვაც.
  • სააბაზანოს დასუფთავება – სააბაზანოს მოწესრიგება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თუმცა ახლა საუკეთესო დროა ისეთი ნივთების გადასაყრელად, რომლებსაც აღარ იყენებთ. შეცვალეთ აბაზანის ხალიჩები და შხაპის ფარდები, ან გარეცხეთ და გააშრეთ. სპეციალური ხსნარებით გაწმინდეთ ფილები, რადგან იქ ყოველთვისაა ჭუჭყი ჩამჯდარი და მომავალში შეიძლება დაობდეს კიდეც.
  • სამზარეულოს დასუფთავება – თქვენი სამზარეულოს გაზაფხულზე დასასუფთავებლად დაალაგეთ საკუჭნაო, სამზარეულოს კარადები და უჯრები. აუცილებლად გადაყარეთ მოძველებული სუნელები და ვადაგასული პროდუქტი. არ დაგავიწყდეთ, საფუძვლიანად გაასუფთავეთ მაცივარი და საყინულე, რადგან სწორედ მაცივრის სისუფთავე ქმნის სუფთა სამზარეულოს. მტვერსასრუტით გაწმინდეთ იატაკი მაცივრის ქვეშ და მის უკან.

 

გაითვალისწინეთ, შემდეგში რომ მარტივი დასასუფთავებელი იყოს სახლი, აუცილებლად შეინარჩუნეთ მინიმალური წესრიგი და არ დააგროვოთ ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამ მიდგომით არც ერთ სეზონზე აღარ იქნება სახლი ძალიან დასალაგებელი და მტვერსაც დააღწევთ თავს.

წყარო:https://archi.ge/ka/blogs/saxlis-dasuftaveba

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). გზამკვლევი გაზაფხულზე სახლის საფუძვლიანად დასასუფთავებლად. 23 მარტი, 2017. https://sheniinterieri.ge/gzamkvlevi-gazafkhulze-sakhlis-safudzvlianad-dasasuftaveblad/

READ  შავი მეტლახი - თანამედროვე ელეგანტურობა თქვენი ინტერიერისთვის
სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. გზამკვლევი გაზაფხულზე სახლის საფუძვლიანად დასასუფთავებლად [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/gzamkvlevi-gazafkhulze-sakhlis-safudzvlianad-dasasuftaveblad/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network