კონტემპორარის სტილი ინტერიერში

1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კონტემპორარი, როგორც ინტერიერის დიზაინის სტილი, ზოგისთვის იდუმალი სიახლეა, ხოლო ზოგისთვის ინტერიერის ყველაზე სასურველი სტილი. კონტემპორარის საკმაოდ ბუნდოვანი საზღვრები აქვს, ამიტომ რთულია ის კონკრეტულ ჩარჩოებში მოაქციო, თუმცა მაინც აქვს დამახასიათებელი აუცილებელი შტრიხები.

კონტემპორარი არის თანამედროვე სტილი ინტერიერში, რომელსაც მკაფიო განმარტება და ისტორიული ელფერები არ გააჩნია. ეს სტილი ზუსტად ასახავს ჩვენი დროის, ჩვენი ათწლეულის ინტერიერის ტენდენციებს. ის არის თანამედროვე და სრულად ითვალისწინებს კომფორტული და ერგონომიული საცხოვრებლის ორგანიზების ყველა კანონს. მისი ქვაკუთხედია – სიმარტივე, ფუნქციურობადა პრაქტიკულობა. ამავდროულად, ასეთი ინტერიერის ზოგადი ატმოსფერო გამოირჩევა არისტოკრატიულობით, ესთეტიკით და დახვეწილი ფორმებით. კედლები, ჩვეულებრივ, შეღებილია მშვიდ და თბილ ფერებში, ხოლო ჭერი თეთრი ბათქაშით არის დაფარული. შერჩეულია ძვირადღირებული სასიამოვნო მასალის მშვიდი, სწორი ფორმების მქონე ავეჯი და საგულდაგულოდაა გააზრებული ბინაში განათება, იმისთვის, რომ ის კომფორტული იყოს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. განათება ცალ-ცალკე უნდა შეესაბამებოდეს სახლის თითოეულ ზონას. მაგალითად, ცალკე სამუშაო ადგილის განათება სამზარეულოში, მისაღებ ოთახში კომფორტული თბილი განათება და იატაკის შედარებით ბნელი ნათურები კომფორტული საღამოებისთვის.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://house.ge

READ  საინტერესო ფერები, რომლებიც მისაღებ ოთახს განსაკუთრებით უხდება

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *