რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში

3 წუთიანი წაკითხვა

ოდესმე თუ შეგიმჩნევიათ, თუ როგორ მოქმედებს განათება ჩვენს ცხოვრებასა და ხასიათზე? ხშირად, სახლის მოწყობის დროს განათებაზე ზრუნვას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რეალურად კი სწორად შერჩეული განათების გარეშე გამართულად ვერ იმუშავებს სახლის ვერცერთი სხვა კომპონენტი.

სახლის აშენების,მოწყობისა თუ გარემონტების პროცესი მოითხოვს სხვადასხვა ელემენეტების ერთმანეთთან დაკავშირებას, რადგან საბოლოოდ მივიღოთ იდეალური შედეგი, განათების უგულვებელყოფით კი ინტერიერში სრულყოფილების მიღწევა ხშირად შეუძლებელია

 

რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში

 

რა როლს თამაშობს განათება სახლის დიზაინში და რა თვისებებს სძენს ის ჩვენს საცხოვრებელ გარემოს?!

სივრცის დიზაინის შექმნისას,ისევე როგორც რემონტისას საჭიროა განათების თავიდანვე განსაზღვრა, თუ რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს იგი, სად უნდა დამონტაჟეს და  როგორი ტიპის განათება უნდა იყოს.

რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში — ფოტო 2

განსხვავებული მიდგომებია საჭირო, როდესაც სხვადასხვა დაწესებულებებთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ოფისის სივრცეში განათებამ საჭიროა შემქნას მუშაობის ატმოსფერო, რომ ადამიანები იყვნენ ფხიზლად და არ მოდუნდნენ. იდეალურ შემთხვევაში საჭიროა, რომ შუქი დარეგულირდეს გარე სინათლესთან მიმართებაში.

რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში — ფოტო 3

როდესაც ჩვენი დავალება სახლის გადაკეთება და მოწყობაა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ცალკეული ოთახების ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინება. სამზარეულო და სამუშაო ოთახი მოითხოვს ძალიან ნათელ, მკაფიო განათებას, სადაც მარტივად არჩევ ფერებსა და ტონალობებს. ხოლო, მისაღებ ოთახში გვჭირდება მშვიდი და თბილი განათება, სადაც თვალსა და სხეულს დასვენებისა და განტვირთვის საშუალება მიეცემა.

რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში — ფოტო 4

მნიშვნეოვანია, ასევე, შემოსასვლელში არსებული განათების როლი. შემოსასვლელი ოთახი წარმოადგენს სივრცეს, რომელსაც ადამიანი ბუნებრივი მზის სინათლიდან შემოყავს ხელოვნურ განათებაში, ამიტომ სახლის ამ ნაწილში საჭიროა გარდამავალი განათების დამონტაჟება, რაც თვალს სახლის სივრცეში მხედველობის ინტეგრირებას გაუადვილებს.

რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში — ფოტო 5

სასურველია, რომ საძინებელ ოთახში განათება არ იყოს მძიმე, არამედ ძალიან რბილი და მშვიდი, რადგან ძილის წინ ადამიანი დაძაბულობისგან დაიცალოს.

რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში — ფოტო 6

რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში — ფოტო 7

რადგან აბაზანა ყველაზე იზოლირებულია გარე სინათლისგან აუცილებელია მასში ნათელი და მკაფიო განათების შემოტანა. ამასთან ერთად, სივრცის გასალამაზებლად კარგი იქნება სხვადასხვა მცირე ზომის თბილი განათებების დამონტაჟება.

READ  5 იდეა, თუ როგორ გავალამაზოთ ჩვენი ინტერიერი ანტრესოლით

რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში — ფოტო 8

არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს ლოკალური განათებების გათვალისწინება სხვადასხვა სივრცეებში, განსაკუთრებით საცხოვრებელ სახლებში. ლოკალური განათებების კარგი მაგალითებია მაგიდის სანათი, კედლის მცირე ზომის განათებები, ისინი ქმნიან მშვიდ და ძალიან მყუდრო გარემოს, რაც ასევე ადამიანებს დასვენების საშუალებას აძლევს.

 

რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში — ფოტო 9

 

რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში — ფოტო 10

ძალიან ხშირია, როდესაც ავიწყდებათ ფერებისა და განათების ურთიერთქმედების გათვალიწინება. როდესაც სახლის კედლების ფერს ვირჩევთ აუცილებელია განვსაზღვროთ განათების ტონალობასთან გადათამაშება, რადგან მათი სინთეზით მივიღოთ ყველაზე სასურველი შედეგი.

აღსანიშნავია, რომ აუცილებელია ბუნებრივი მზის შუქი მაქსიმალურად მოვიხმაროთ ჩვენს ცხოვრებაში. მზის დახმარებით, ადამიანის გონება უფრო კარგად ფუნქციონირებს და მეტად ენერგიულია.  ბუნებრივი განათება საჭიროა სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში, რადგან კონცენტრაციის უნარი მოსწავლეებს მეტად განუვითარდეთ.

რა როლი უჭირავს განათებას ინტერიერში — ფოტო 11

განათებას აქვს ასევე ძალიან მნიშნელივანი თვისება. მას შეუძლია სივრცის მოცულობის გადიდება და დაპატარავება. განათებისგან გაჩენილი ილუზიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ყოველდრღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.

წყარო

3-დონიანი განათება

ზოგადი (downlight) + სამუშაო (under-cabinet LED) + დეკორატიული (ფლოორ ლამპა, LED სარტყელი). ეს სამი დონე ოთახს “სახლურ” ატმოსფეროს ანიჭებს. Extra, Electroworld — 3-15 ₾ LED.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
2 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *