როგორ უნდა შექმნათ ელეგანტური დიზაინი ხავერდის მასალის გამოყენებით

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ხავერდი მდიდრული, დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ქსოვილია, რომელიც ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ხავერდის სახელი გლამურულ ცხოვრებასთან ასოცირდება, ამიტომაც არის, რომ ის მდიდრულ სასტუმროებს, რესტორნებსა და სახლებს ამშვენებს. მიუხედავად ამისა, ბოლო ტენდენციების მიხედვით, ხავერდს იყენებენ როგორც თანამედროვე, ასევე მინიმალისტურ სტილშიც კი. რაც ყველაზე მთავარია, ამ ქსოვილს თქვენს სახლში სიმშვიდე და კომფორტი შემოაქვს. ფაქტია, ეს ტრენდი ინტერიერის დიზაინში კიდევ დიდხანს დარჩება.

 

სად უნდა გამოიყენოთ ხავერდი?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

დივანი და სავარძლები

 

როგორ უნდა შექმნათ ელეგანტური დიზაინი ხავერდის მასალის გამოყენებით

 

ხავერდგადაკრული დივანი და სავარძლები ამ ქსოვილს ინტერიერში დიდი დოზით შემოიტანს, სივრცეს კი უფრო სტუმართმოყვარეს გახდის. თუ ხავერდის სავარძლებს შეუსაბამებთ ისეთ ბუნებრივ მასალებს, როგორებიცაა, ხე, დაწნული როტანგი ან კედლის მოქსოვილი აქსესუარები, ინტერიერში ტექსტურულ კონტრასტს შექმნით. თუ ცდილობთ, რომ მინიმალისტური და სადა დიზაინი შექმნათ, ეს კონტრასტი ხავერდის გლამურულ ვიზუალს დაწნული-მოქსოვილი აქსესუარებით გაანეიტრალებს.

 

საწოლის კარკასი

 

ხავერდი საძინებელ ოთახში ნამდვილ ჯადოქრობას ახდენს. მისი შეხებაც კი ძალიან სასიამოვნო განცდებს გვიტოვებს, ინტერიერში კი არტ-დეკო სტილს ქმნის. თუ გსურთ, რომ ოთახში ხავერდის გლამურულობა დააბალანსოთ, მას მეტად კლასიკური აქსესუარები შეუსაბამეთ.

 

ბალიშები

 

როგორ უნდა შექმნათ ელეგანტური დიზაინი ხავერდის მასალის გამოყენებით — ფოტო 2

 

თუ გინდათ, რომ დიზაინში ხავერდის ტრენდი შემოიტანოთ, თან ეს ბიუჯეტური გზით მოახერხოთ, ბალიშისპირები იდეალური არჩევანი იქნება. ხავერდგადაკრული ბალიშები მისაღებ თუ საძინებელ ოთახს უფრო გლამურულს გახდის.

 

სამზარეულოს სკამები

 

როგორ უნდა შექმნათ ელეგანტური დიზაინი ხავერდის მასალის გამოყენებით — ფოტო 3

 

ერთ-ერთი უჩვეულო გზა ხავერდის ინტერიერში შემოსატანად, სამზარეულოს სკამების გამოყენებაა. ხავერდგადაკრულ სკამებს უნარი აქვთ სასადილო ოთახს ვიზუალური კონტრასტი შესძინონ. ამ სკამების მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს,  შესაბამისად, ხავერდსაც უფრო მარტივად შეურჩევთ.

 

გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ, ამ შემთხვევაში, ხავერდი მარტივად ისვრება და მისი გაწმენდა შედარებით რთულია.

 

როგორ უნდა მოუაროთ ხავერდს?

 

როგორ უნდა შექმნათ ელეგანტური დიზაინი ხავერდის მასალის გამოყენებით — ფოტო 4

 

მიუხედავად იმისა, რომ ხავერდი ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური, გლამურული ქსოვილია და მისი მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, მას ხშირი წმენდა სჭირდება. თუ ოჯახში ბავშვები და შინაური ცხოველები გყავთ, აირჩიეთ ისეთი ხავერდი, რომელიც სინთეტიკური ქსოვილებით არის დამზადებული.

READ  ლამაზი სამზარეულო ხის ზედაპირით

 

რეკომენდებულია, თუ ხავერდის ავეჯს ყოველ კვირას, მტვერსასრუტით ზედაპირულად გაწმენდთ. როგორც კი ქსოვილს ჭუჭყი დაეტყობა, უკვე ღრმა წმენდაზე იზრუნეთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხავერდის ავეჯი ისეთ ადგილას არ დადგათ, სადაც მზე მას პირდაპირ ხვდება. მზის სხივები ხავერდის ქსოვილს მარტივად ახუნებს.

 

რაც შეეხება ხავერდის თეთრეულს, თუ ცხოველები არ გყავთ, მისი გარეცხვა თვეში ერთხელაც შეგიძლიათ.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). როგორ უნდა შექმნათ ელეგანტური დიზაინი ხავერდის მასალის გამოყენებით. 5 მაისი, 2017. https://sheniinterieri.ge/rogor-unda-sheqmnat-eleganturi-dizaini-khaverdis-masalis-gamoyenebit/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ უნდა შექმნათ ელეგანტური დიზაინი ხავერდის მასალის გამოყენებით [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-unda-sheqmnat-eleganturi-dizaini-khaverdis-masalis-gamoyenebit/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network