რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ინტერიერის დიზაინი ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც არა მხოლოდ სხვადასხვა ელემენტს აერთიანებს, არამედ ჩვენი ცხოვრების დაგეგმვაში გვეხმარება. სწორად შერჩეული ინტერიერის დიზაინის საშუალებით, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. არსებობს უამრავი სტილი, რომელსაც ინტერიერში დიზაინერები ითვალისწინებენ ხოლმე. თანამედროვე ბინებში 7 მათგანი დიდი პოპულარობით სარგებლობს. რომელია ყველაზე გავრცელებული სტილი ინტერიერში?

 

მოდერნული

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

 

მოდერნული ინტერიერის დიზაინი სუფთა ხაზებს გულისხმობს, რომლებიც მარტივი ფერების პალეტითა და მეტალის, მინის, სპილენძის მასალებით ხასიათდება. მოდერნული დიზაინის თითოეული ელემენტი, მათ შორის, ავეჯიც კი მარტივი და მინიმალისტურია. ამ ინტერიერის სტილში იშვიათად შეხვდებით ბევრ აქსესუარსა თუ დეკორს.

 

თანამედროვე

 

რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში — ფოტო 2

 

ინტერიერის მოდერნული და თანამედროვე სტილები ურთიერთმონაცვლედ გამოიყენება. ამ ორს ერთმანეთისგან განასხვავებს ის, რომ თანამედროვე ინტერიერი ინსპირაციას ამჟამინდელი ტრენდებისგან იღებს. პირველი მოდერნული ინტერიერი კი მე-20 საუკუნეში გვხვდება, მასთან შედარებით, თანამედროვე ბევრად ცვალებადია და ნაკლებად არის მიბმული ერთ კონკრეტულ სტილზე. მაგალითად, თანამედროვე სტილი მომრგვალებულ ფორმებს მოიცავს, როდესაც მოდერნულ ინტერიერში მხოლოდ სწორ ხაზებს შეხვდებით.

 

მინიმალისტური

 

რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში — ფოტო 3

 

მინიმალისტური ინტერიერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია. ფერები ნეიტრალური და ჰაეროვანია, ავეჯი კი – მარტივი. სივრცე გადატვირთული არ არის და აქსესუარები ნაკლებად გამოიყენება. მინიმალიზმი ფუნქციურობითა და ძალიან სუფთა ხაზებით ხასიათდება.

 

სკანდინავიური

 

რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში — ფოტო 4

 

სკანდინავიური სტილი ინტერიერში მარტივ, მაგრამ, ამავდროულად, ფუნქციურ სივრცეებს ქმნის. სუფთა ხაზებითა და შავ-თეთრი ფერების პალეტით სკანდინავიურ სტილს მინიმალისტურსაც ადარებენ, თუმცა ეს ორი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. სკანდინავიურ სტილში საინტერესო ორნამენტები, მომრგვალებული ფორმის ავეჯი და ბევრი მცენარე შეგხვდებათ. ეს კი სივრცეს თბილსა და სტუმართმოყვარეს ხდის.

 

ბოჰემური

 

რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში — ფოტო 5

 

ბოჰემური სტილი პოპულარულია როგორც სახლის დიზაინისთვის, ასევე მოდის სფეროშიც. ეს სტილი უდარდელი ცხოვრების წესს ირეკლავს. ბოჰემური სახლები მოიცავს ვინტაჟურ ავეჯსა და სანათებს, ასევე ფართოდ გავრცელებულ ტექსტილებს, ხალიჩებს, კოლექციებსა თუ აქსესუარებს, რომლებსაც მეორეულ ბაზრობებზე შეიძენთ.

READ  ის, რაც რაც ოთახში შესვლისას სიმსუბუქის, სიმშვიდისა და…

 

ეკლექტური

 

რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში — ფოტო 6

 

ეკლექტიკა განსხვავებული ელემენტების მიქსს გულისხმობს. ეკლექტურ ინტერიერში სხვადასხვა სტილი, ელემენტი, ფერები და ტექსტურა ერთიანდება, რაც საერთო ჯამში უნიკალურ დიზაინს ქმნის. ეს სტილი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც  საკუთარი თავის გამოხატვა კრეატიულად უყვართ. ეკლექტური ინტერიერის შექმნისას, სხვადასხვა სტილი ისე უნდა შეუხამოთ ერთმანეთს, რომ თითოეული დეტალი გაითვალისწინოთ. ეკლექტურ სტილში მრავალი ფოკალური წერტილია და ბევრი ფერი სჭარბობს. ყველა დეტალის ცოდნა კი დაგეხმარებათ გემოვნებიანი დიზაინი შექმნათ.

 

ინდუსტრიული

რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში — ფოტო 7

 

ინდუსტრიული იგივე ლოფტის სტილი სათავეს მე-20 საუკუნის მანჰეტენიდან იღებს. ეს ის პერიოდია, როცა დახურულ ფაბრიკებში ხელოვანმა ადამიანებმა შესახლება დაიწყეს. ხე და აგური ის მთავარი მასალებია, რომლებსაც ამ სტილში იყენებენ. ასევე ინდუსტრიული სტილი ხასიათდება მაღალი ჭერით, მეტალის სანათურებითა და ფუნქციური ავეჯით. ნეიტრალურ ფერების სქემას აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშები ან ფოტოგრაფია ამშვენებს ხოლმე.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში. 29 აპრილი, 2017. https://sheniinterieri.ge/romelia-7-yvelaze-popularuli-stili-interiershi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/romelia-7-yvelaze-popularuli-stili-interiershi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  ფრანგული სტილი ინტერიერის დიზაინში

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network