დეტალი, რომელიც ინტერიერს საფუძვლიანად ცვლის

2 წუთიანი წაკითხვა

ფარდის სწორად შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერიერში. თუ გგონიათ, რომ თქვენი ოთახი ზედმეტად უბრალო, პატარა ან ბნელია, შესაძლოა, სრული რემონტი კი არა, უბრალოდ, ფარდის შეცვლა გესაჭიროებათ. ვნახოთ, რა ზეგავლენას ახდენს ის ინტერიერზე.

ფარდას შეუძლია ვიზუალურად შეცვალოს ოთახის ზომა.

ყველაზე დიდი შეცდომა, რაც პატარა ან დაბალჭერიან ოთახში შეიძლება დაუშვათ, არის ზედმეტად მოკლე ფარდის შეძენა. ის ვიზუალურად ჭრის ოთახს შუაზე და კიდევ უფრო დაბალს აჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. იმისათვის, რომ გავზარდოთ ჭერის სიმაღლე, სჯობს ფარდები მაქსიმალურად მაღლა დავკიდოთ და იატაკამდე დავუშვათ, რაც ზომასთან ერთად ინტერიერს ბევრად მდიდრულ ელფერს ჰმატებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფარდის მეშვეობით შეგვიძლია დავარეგულიროთ სინათლე ოთახში.

თუ ფარდას საძინებლისთვის ეძებთ, რა თქმა უნდა, უმჯობესია შეიძინოთ შედარებით სქელი საფარდე ნაჭერი, რომელიც გარედან შემოსულ სინათლეს სრულად დაახშობს. მისაღებ ოთახში მაქსიმალური სიმყუდროვისა და სტუმართმოყვარეობის შესაქმნელად კი სჯობს შედარებით თხელ ფარდას მიანიჭოთ უპირატესობა, რომელიც სრულად ან სანახევროდ შემოუშვებს მზის სხივებს, მით უფრო, მაშინ თუ თქვენი ბინის გეოგრაფიული მდეობარეობა ისედაც არ გიწყობთ ხელს, რომ მაქსიმალურად აითვისოთ ბუნებრივი სინათლე.

დეტალი, რომელიც ინტერიერს საფუძვლიანად ცვლის | შენი ინტერიერი

სწორად შერჩეული ფარდა ხელს უწყობს თბოიზოლაციას.

ფარდა არის უნიკალური ხერხი, რომ ვაკონტროლოთ ოთახში თბოიზოლაცია. ფანჯრები ძალიან დიდი ოდენობით სითბოს გასცემენ. იმისათვის, რომ შევზღუდოთ სითბოს ან სიცივის გაცემა, შეგვიძლია შესაბამისი სისქისა და მასალის ფარდის შერჩევა, რომელიც ჰაერს ნაკლებად ატარებს და ხელს უწყობს ოთახში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას.

ფარდას შეუძლია ოთახის სტილი და ატმოსფერო შეცვალოს.

საფარდე ქსოვილს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენი მიზანი დახვეწილი, ელეგანტური სტილის შენარჩუნებაა, ისეთი მდიდრული ქსოვილები შეიძინეთ, როგორიცაა აბრეშუმი, ხავერდი ან თუნდაც მიმზიდველი მაქმანებით გაწყობილი ნაჭერი. უბრალო ლუქის შესაქმნელად კი ნეილონი ან ტილოც კმარა.

ფარდა საუკეთესო საშუალებაა განსხვავებული ფერის წარსადგენად.

თუ ნეიტრალური, მონოქრომატული ფერთა პალიტრის ინტერიერი გაქვთ და გსურთ ოთახში სიახლე შეიტანოთ, მეტი ინტერესის გასაღვივებლად განსხვავებული ფერის ფარდა იდეალურია. ფერადი ფარდის შეხამება კი განსაკუთრებით იოლია ისეთ დეკორატიულ ელემენტებთან, როგორიცაა ნახატები, სუვენირები ან თუნდაც სამზარეულოს ფასადი.

READ  რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze

 

 

 

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). დეტალი, რომელიც ინტერიერს საფუძვლიანად ცვლის. 15 თებერვალი, 2024. https://sheniinterieri.ge/detali-romelits-interiers-safudzvlianad-tsvlis/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. დეტალი, რომელიც ინტერიერს საფუძვლიანად ცვლის [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/detali-romelits-interiers-safudzvlianad-tsvlis/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network