შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებები

4 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დეკორის ტრენდები ხშირად იცვლება, თუმცა შუა-საუკუნეების დეკორი, განსაკუთრებით ამ საკულტო ეპოქისთვის დამახასიათებელი განათება ყოველთვის რელევანტურად დარჩება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ სტილებს იმ პერიოდიდან, რომელიც, სავარაუდოდ, 1947 წელს დაიწყო. თუ თქვენ ცდილობთ თქვენს ამჟამინდელ განლაგებას მიანიჭოთ მარადიული მიმზიდველობა, ეს ულამაზესი სივრცეები შთაგაგონებთ გაანათოთ ოთახები შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებებით.

 

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებები

 

 

 

 

კლასიკური სპუტნიკის ჭაღი 

 

ვერც ერთი განათება ვერ აერთიანებს თანამედროვე და შუა-საუკუნეების სტილს ისე ჰარმონიულად, როგორ ე.წ. სპუტნიკის ჭაღი. მისი ინსპირაცია პირველი სატელიტი გახლავთ, რომელმაც 1957 წელს დედამიწას შემოუარა. იგი დაახლოებით სანაპიროს ბურთის ზომის არის და რამდენიმე ანტენა გამოსდის ცენტრიდან. ეს ოქროსფერი გამორჩეული ჭაღი, თქვენს სივრცეში, ინტერიერის ცალკეულ აქცენტს წარმოადგენს.

 

 

 

შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებები — ფოტო 2

 

 

რეტრო ინდუსტრიული განათება ცოცხალ ფერებში

 

ინდუსტრიული განათება გამორჩეული და ავთენტური ვიზუალის მატარებელი დეკორია, რომელიც იდეალურად ერწყმის როგორც ფერად 70-იანი წლებისთვის დამახასიათებელ ინტერიერს, ასევე მინიმალისტურს, თანამედროვეს, ვინტაჟურსა და სკანდინავიურს. რეტრო-ინდუსტრიული განათების მრავალმხრივი შეთავსებადობა, სწორედ მისი დიზაინის გენიალური სიმარტივიდან გამომდინარეობს. სანათის ვიზუალი ფერად და მხიარულ ვიზუალთან ერთად ისტორიას ინახავს, რომელიც თქვენი ბავშვობის ოთახს ან ძველ საყვარელ ფილმებსა და ანიმაციებს გახსენებთ.

 

 

 

შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებები — ფოტო 3

 

 

 

 

მოდერნისტული პენდანტის ჩამოკიდებული  ჭაღი 

 

პენდანტის ჩამოკიდებული ჭაღი იდეალურია პირდაპირი განათების ეფექტის მისაღებად. მისი ყველაზე სწორი ადგილი სასადილო ან სამუშაო მაგიდის თავზე იქნება. ოქროსფერი პენდანტის ჭაღს სიელვარის ეფექტს მატებს, რაც განათებას მეტად სასიამოვნოს ხდის და ამასთანავე, სივრცეში გამორჩეული დეკორის ადგილს იკავებს. თამამად შეუხამეთ მას როგორც ფერადი ასევე მიწიერი ტონები. თუ თქვენი ჭერისა და ჭაღის ზონირება გსურთ, შეგიძლიათ ჭერი განსხვავებულ ფერში შეღებოთ, სასურველია უფრო მუქ ტონებში, ვიდრე ოთახის კედლებია.

READ  როგორ შევქმნათ ლამაზი ინტერიერი წიგნებით

 

 

 

READ  “ჩუმი” დაავადება, რომელიც არ იკურნება“

 

შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებები — ფოტო 4

 

კლასიკური შუა-საუკუნეების განათება თანამედროვე ელემენტებით

 

კლასიკური სპუტნიკის  ჭაღიდან წამოსული ინსპირაციის შედეგი ეს განათება გახლავთ. მასში აშკარად იკვეთება შუა-საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სტილი, თუმცა არ ტოვებს ვინტაჟურის ასოციაციას, რადგან მისი განლაგება და ნათურები თანამედროვე სტილის გამოძახილია.

სანათი ჰარმონიულად ერწყმის ვინტაჟურ ან რეტრო ინტერიერს და შედარებით მცირე ან საშუალო ზომის სივრცის განათებისთვის არის განკუთვნილი.

 

 

 

 

შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებები — ფოტო 5

 

 

 

ოქროსფერი გლობუსის გულსაკიდი განათება

 

მშვენიერი გლობუსის გულსაკიდი განათება დეკორაციის მთავარი ელემენტია. სანათი შეეფერება მინიმალისტურ, სკანდინავიურ ან ვინტაჟურ ინტერიერს, რომელიც არ არის გადატვირთული დეკორითა და ფერებით. თუ სივრცეში მისი სრული ეფექტის მიღება გსურთ, უმჯობესია თუ ოთახს თეთრ ან ღია ტონებში შეღებავთ და მარტივ, სწორხაზოვნად დეკორს შეარჩევთ. თუ ხის ავეჯი გიზიდავთ, თამამად შეურჩიეთ ვინტაჟური ხის ავეჯი სანათს.

 

 

 

 

შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებები — ფოტო 6

 

 

 

 

შუა საუკუნისა და თანამედროვე სტილის ბროლის ჭაღი

 

ეს გლუვი, შუა საუკუნეების-თანამედროვე ჭაღი, თქვენს ოთახს გლამურულ და მშვიდ ენერგიას მიანიჭებს. სურათი, რომელსაც ახლა ხედავთ, ჰოლივუდისთვის დამახასიათებელ ინტერიერს ასახავს, რომელიც 70-იანი წლებიდან გახდა პოპულარული და დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას.

ძვირადღირებული ვიზუალის მქონე ბროლის ჭაღს, ღია ფერები და მდიდრული ქსოვილის ავეჯი შეეფერება, მაგალითად ხავერდის სკამები სასადილო მაგისთვის.

 

 

 

 

შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებები — ფოტო 7

 

 

 

მოხრილი იატაკის განათება  

იატაკის ნათურას ოთახის განწყობასა და საერთო სტილზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. როგორც წესი, იატაკის განათებას სიმყუდროვეს ქმნის, რადგან ერთ ადგილას კონცენტრირებული შუქი მთელს ოთახში მსუბუქად ვრცელდება რაც ასევე იდეალურია, კითხვის ან მუშაობისათვის. დიდი ზომის მოხრილი იატაკის განათება მისაღები ოთახებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა თუ თქვენს სახლში სხვა ადგილს მოუძებნით და კომფორტულად გამოიყენებთ, რატომაც არა.

READ  ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

 

 

 

შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებები — ფოტო 8

 

 

 

მაგიდის განათება 

მაგიდის განათება მნიშვნელოვან როლს თამაშობს არამხოლოდ პროდუქტიულობაში, არამედ კარგია თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც. ამასთან, დეკორისგან მიღებული სიმყუდროვისა და სიმშვიდის პირველ წყაროს სწორედ მაგიდის განათება წარმოადგენს. ოქროსფერი მეტალის სანათი შუა-საუკუნეების დიზაინისთვის არის დამახასიათებელი და საკმაოდ პრაქტიკულია, რადგან შეეფერება როგორც ხის ავეჯს, ასევე მოდერნისტულ გლუვ კომოდს.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებები. 27 ივლისი, 2017. https://sheniinterieri.ge/shua-saukunisa-da-tanamedrove-dizainis-ganatebebi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებები [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/shua-saukunisa-da-tanamedrove-dizainis-ganatebebi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network