უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში…

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დიზაინი ან სტილი, რომელშიც მარტივი დამცირე ელემენტები მაქსიმალური ეფექტისმისაღებად გამოიყენება – ეს მინიმალიზმია. მინიმალიზმი სათავეს იღებს ხელოვნებაში, ნამუშევრებში მარტივი ხაზებითა და მხოლოდრამდენიმე ფერით გამოიხატება. ინტერიერისდიზაინში 90-იან წლებში გამოჩნდა დაგულისხმობს ობიექტების შემცირებას, რათასივრცე არ იყოს გადატვირთული. მინიმალიზმმამნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერიერისდიზაინის მსოფლიო მოდაში და მარადიულტრენდად იქცა. ჩვენს ბლოგში წაიკითხავთ ამუცვლელი ტრენდის შესახებ, გაიგებთ, როგორუნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტურიინტერიერი.

უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

  მინიმალიზმი ინტერიერში ადვილი გამოსაყენებელია, თუ სწორად მიუდგებით. მოძებნეთ დეტალები, რომლებიც მხოლოდ მინიმალისტური სტილის კი არ იქნება, არამედ ფუნქციურიც. აუცილებლად გაითვალისწინეთთქვენი ცხოვრების წესი, მაგალითად, თუგიყვართ დივანზე დასვენება და ფილმებისყურება, პრიორიტეტად სწორედ ეს აიღეთ. არგამოიყენოთ ის, რაც ყოველდღიურად არგჭირდებათ. გაქვთ ბევრი წიგნი? ისეთი კარადაშეარჩიეთ, რომელსაც კარი ექნება და შიგნითშეინახეთ წიგნები. დეკორაციისთვის მხოლოდმცირე რაოდენობის ნივთი გამოიყენეთ, თუნდაც თქვენი წიგნების კოლექციიდანრამდენიმე წიგნი. ინტერიერში მინიმალიზმისმისაღწევად რამდენიმე ძირითადი პუნქტიარსებობს:

1. ხაზი გაუსვით თქვენი სახლის არქიტექტურულ დეტალებს, დამალვის ნაცვლად, აქციეთინტერიერის ნაწილად;

2. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერიშეარჩიეთ ფუნქციის მიხედვით. ინტერიერშიგამოყენებული თითოეული დეტალი უნდა იყოს„დასაბუთებული“, რათა თავიდან აირიდოთარეულობა;

3. წესრიგი, წესრიგი და წესრიგი! უპირატესობა მიანიჭეთ თანამედროვე საცავს, სადაც ზედმეტ ნივთებს მოათავსებთ;

4. აირჩიეთ ფერთა პალიტრა – როდესაც ქმნით თანამედროვე, მინიმალისტურინტერიერს,იდეალურია თეთრი, კრემისფერი, შავი, ნაცრისფერი და მათთან დაკავშირებულიმონოქრომული ფერები. თუმცა ეს სულაც არნიშნავს, რომ სხვა ფერები არუნდაგამოიყენოთ, მთავარია, შეარჩიოთ ერთმანეთისგან არც ისე რადიკალურად განსხვავებული სამი ფერი;

5. მომხიბლავი, მინიმალისტური ინტერიერისშექმნა ნიშნავს ავეჯის გააზრებულადგამოყენებას, რათა სივრცე იყოსდაბალანსებული. რაც არ უნდა მცირე ზომისიყოს ავეჯი, ნუ მიატყუპებთ ერთმანეთთან და დატოვეთ სივრცე.

READ  წიგნები ინტერიერზე და ინტერიერში

უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://archi.ge

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *